"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ვეტერანების სამმართველოს უფროსი რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს უპირისპირდება

მთავარისიახლე, სამართალი 16.11.2016
საქმე, რომელიც სასამართლომ უნდა განიხილოს, ორ უწყებას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს ვეტერანების სამმართველოს ხელმძღვანელი და რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე.

ვეტერანების სამმართველოს უფროსი  რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს უპირისპირდება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსი დავით ფეიქრიშვილი „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ იმ სტატიას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მას ააიპ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ნანა ზუბაშვილი სასამართლოში უჩივის.

ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ მას ყოფილი სკოლის შენობასთან [რომელიც ქალაქის საკრებულომ ზუბაშვილს უზურფუქტის წესით გადასცა, მოგვიანებით კი ვეტერანებმა უკანონოდ დაიკავეს] კავშირი არ აქვს. სასამართლოში ჩივილი კი მის სახელს ბღალავს, ამიტომ ზუბაშვილს ბოდიშის მოხდას სთხოვს.

„მე რა შუაში ვარ?! პირიქით, ხუთი თვე ვაკავებდი ამ ხალხს. ახლა ქუჩაში ძაღლებივით ხომ არ გამოყრიან?! ადამიანს, რომელმაც იომა, აქვს კანტუზია, ჰყავს შვილი ჯანმრთელობის პრობლემებით, არ აქვს სამსახური, რომ ქირა გადაიხადოს, ღია ცის ქვეშ ვერ დატოვებ“, – აცხადებს ფეიქრიშვილი და ამატებს, რომ მისი სამსახურეობრივი მოვალეობა ვეტერანების ღირსების დაცვაა, – ამაში მიხდის სახელმწიფო ფულს. თუ ამ ხალხს აქედან გამოიყვანენ, მაშინ ალტერნატიული ფართი უნდა შესთავაზონ, ან ქირით გაიყვანონ და სახელმწიფომ ფული გადაუხადოს“.

ფეიქრიშვილი ზუბაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მან ეს შენობა ახალციხის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის დახმარებთ ჩაიგდო ხელში. ამიტომ ამ საქმით პროკრუატაურა უნდა დაინტერესდეს, უფრო ზუსტად გამოძიებამ ის ხელშეკრულება უნდა შეისწავლოს, რომლის მიხედვითაც, საკრებულომ ზუბაშვილს ეს შენობა უზურფრუქტის წესით გადასცა.

„სანდროშვილს ჰქონდა პირადი ინტერესი, ფული აიღეს და გაუფორმეს ზუბაშვილს ეს ხელშეკრულება. ეს ფულის გათეთრებაა. ორი წელია გადაეცა შენობა და არაფერი გაუკეთებია, ორი „ბოძი“ ჩაარჭო და ახლა ამბობს, თუ მერია ხელშეკრულებას გამიუქმებს, ამ ბოძების ჩასარჭობად დახარჯული 50 ათასი ლარი გადამიხადოსო“, – ამბობს ფეიქრიშვილი.

მისი მტკიცებით, საკრებულოს არაფერზე უმსჯელია, სანდროშვილს და ზუბაშვილს შორის მხოლოდ პირადი მოლაპარაკება შედგა: „ამიტომაა ეს ხელშეკრულება თაღლითური“.

ზუბაშვილი და სანდროშვილი ფეიქრიშვილის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.

„რა სისულელეა, რა გარიგება, საკრებულოზე იყო წარდგენილი ეს საკითხი. ცოტა დაფიქრდეს ის, ვინც ასე, უაზრო აზრებს აფრქვევს“, – ამობს სანდროშვილი.

რაიმე გარიგებაზე საუბარი რომ აბსურდია, ამას ზუბაშვილი იმ არგუმენტით ამყარებს, რომ დღემდე ფინანსური სირთულეების გამო სკოლის ყოფილ შენობაში გადამზადების ცენტრი ვერ მოეწყო: „გარიგებას რომ ჰქონოდა ადგილი, მაშინ ბიუჯეტშიც დიდი თანხა იქნებოდა გაწერილი და ამდენი წვალება აღარ დასჭირდებოდა სააგენტოს. ხელშეკრულებაში კი გაწერილი ვადა, თუ როდის უნდა მოეწყოს ცენტრი, არაა“.

გარდა ამისა, ზუბაშვილი აცხადებს, რომ ეს შენობა მისი პირადი საკუთრება არ არის: „ვფიქრობდით, რომ ამხელა შენობა სააგენტოს საკუთრება არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ მივმართეთ საკრებულოს რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის ეთხოვა შენობა თვითმმართველობის ბალანსზე გადმოსულიყო. თვითმმართველობას კი უზურფრუქტის წესით გადმოეცა ჩვენთვის. უბრალოდ დაემთხვა, რომ მაშინ საკრებულოს თავმდჯაომრე ოლეგ სანდროშვილი იყო“.

რაც შეეხება სასამართლოში მის სარჩელს, ზუბაშვილი ამბობს, რომ მას ვეტერანთა სამმართველოს ერთ–ერთი თანამშრომელი პირადად ჰყავს ნანახი ყოფილ სკოლაში, როცა ის აქ უკანონოდ შესახლებულებს შენობის ხელყოფაში ეხმარებოდა: „ამის მერე ფეიქრიშვილს არა მხოლოდ ვეტერანების საქმესთან დაკავშირებით, არამედ ახლა მოყენებული შეურაცხყოფისთვისაც ვუჩივლებ. ბოდიშის მოხდას კი არ ვაპირებ“.

ფეიქრშვილი კი ამბობს, რომ ვიდრე საქმე სასამართლომდე მივა, ზუბაშვილის არაკანონიერ ქმედებებს თავად გამოააშკარავებს: „ისე არ მოუვიდეს, თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო. თვითონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი ყოფილა და რა ხელი აქვს სკოლა–ინტერნატის შენობასთან?! აქ არ არის ინტერესთა შეუთავსებლობა?! საჯარო მოხელეა და რა გადამზადების ცენტრი უნდა გახსნას?! ან იმ სააგენტოში თავმჯდომარე როგორაა?!“

ზუბაშვილის თქმით, მას კანონი სოფლის მეურნეობის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელობასთან ერთად სააგენტოში თავმჯდომარეობის უფლებასაც აძლევს: „აქედან ხელფასს არ ვიღებ, არც შტატში ვარ და არც რაიმე პროგრამებში ვარ ჩართული“.

სააგენტოს თავმჯდომარეობა საჯარო მოხელეობასთან კანონით წინააღმდეგობაში რომ არ მოდის, ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოშიც“ გვიდასტურებენ. იურსიტების განმარტებით, კანონით აქ არაფერი ირღვევა.

თუმცა, ვიდრე საქმე სასამართლომდე, ან პროკურატურამდე მივა, ფეიქრიშვილს კითხვები მერიის მისამართით უჩნდება და უკვირს, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს თვითმმართველობას საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრთან დაკავშირებით.

„ფასიანი იქნება ეს ცენტრი ყველასთვის. თან, თუ სხვა ფონდთან უნდა დადოს ისევ ზუბაშვილმა ხელშეკრულება და სხვამ უნდა გადაამზადოს აქ ეს ხალხი, მაშინ მერიისთვის ამ ცენტრის გახსნას რა ინტერესი აქვს?! ან მერიამ 50 ათასი ლარი რატომ უნდა მისცეს?! თუ სხვა უნდა მოვიდეს ხალხის გადასამზადებლად, ქალაქში რესტორნები და კაფეები, ის რისი გაკეთებაც ამ ცენტრში უნდოდათ, ისეც ბევრია“, – აცხადებს ფეიქრიშვილი.

რაზეც ზუბაშვილი პასუხობს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები საკუთარი ჯიბიდან არაფერს გადაიხდიან: ამისთვის ორი პროცენტია გამოყოფილი. სჭირდება თუ არა სახელმწიფოს გადამზადების ცენტრი, რომელსაც ამდენი სახელმწიფო პროგრამა აქვს განსახორციელებელი, ეს კიდევ ფეიქრიშვილის გადასაწყვეტი არ არის“.

ცენტრის მნიშვნელობაზე საუბრობს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სადროშვილიც: „საქართველოში ასეთი სულ ორი ცენტრი კეთდებოდა და გვინდოდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს რომელიც მოემსახურებოდა, ახალციხეში ყოფილიყო. სეზონზე აქ 200–300 კაცი მაინც იქნებოდა და ეს ქალაქისთვის გარკვეული შემოსავალიც იყო“.

ქალაქსა და რეგიონს რომ „ყველაფერი სჭირდება“, ამაზე ახალციხის ახალი მერი ვლადიმერ ზედგინიძეც საუბრობს. მისი თქმით, თუ ევროპისკენ მივდივართ, მაშინ შესაბამისი განათლებაც უნდა გვქონდეს: „არ ჩავერევი ამაში მანამდე, ვიდრე სასამართლო თავის სიტყვას არ იტყვის. უნდა გადაიჭრეს კანონმდებლობის საფუძველზე და არა წივილ–კივილით და ხოცვით. დასაფასებელია ვეტერანები, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 24 სექტემბერს 9 ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდას ბიოლოგიასა და უცხო ენებში აბარებენ

21.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

19.05.2017 ახალციხის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა [Photo]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.05.2017 ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატი ბორჯომში ხვალ დაიწყება

23.05.2017 საროში, მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

23.05.2017 რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს ახალციხეში

23.05.2017 “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” – აქცია ახალციხეში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

18.04.2017 მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა
ვეტერანების სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სასამართლოში უჩივიან
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს
ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა
სასამართლოში ვეტერანების  საქმის განხილვა იწყება
ახალციხის მერი ვეტერანების მიერ  თვითნებურად  შენობის დაკავებას უკანონოდ აფასებს
სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო