FM97.5 / LIVE

ახალციხის 8 ბაღიდან 4 ჯერ ისევ შეშით თბება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 15.11.2016
ქალაქ ახალციხის რვა საბავშვო ბაღიდან, ოთხში ისევ შეშის ღუმელებით გამოიზამთრებენ.

ახალციხის 8 ბაღიდან 4 ჯერ ისევ შეშით თბება

ახალციხის N2 ბაგა–ბაღი აღსაზრდელებს წელსაც შეშის ღუმელებით ათბობს, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებაში ბუნებრივი აირი შეყვანილია. მსგავსი ვითარება ახალციხის კიდევ ოთხ ბაღშია. ამ დრომდე შეშის ღუმელებით თბება N1 ბაგა, N4 ბაგა–ბაღი და N1 ბაღი.
ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ბაღებში ცენტრალური გათბობის დამონტაჟება არ იგეგმება.

„ახალი ბაგა–ბაღის მშენებლობას ელოდებიან. მანდ გათბობის დამონტაჟებას აზრი არ აქვს“, – განმარტავს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ბერიძე.

ახალციხეში ახალი ბაგა–ბაღის მშენებლობა იაძის N12–ში, მეოთხე ბაგა–ბაღის ტერიტორიაზე იგეგმება. საპროექტო სამუშაოებისთვის მიმდინარე წლის მარტში ტენდერი 40.000 ლარზე გამოაცხადეს.

მშენებლობის დაწყებამდე მეოთხე ბაგა–ბაღი უნდა დაინგრეს. ამ ტერიტორიაზე ორი, 280 და 120 მოსწავლეზე გათვლილი შენობების აშენება იგეგმება. თუმცა როდის გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე, ახალციხის მერიაში ვერ აკონკრეტებენ. ახალი ბაღისთვის თანხა გაწერილი არაა არც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში.

მერის მოადგილის ზაზა გელაძის განმარტებით, ახალციხის მერია თანადაფინანსების მიზნით ინვესტორს ეძებს: „პროექტი მზად გვაქვს, გვყავს კომპანია BP, ერთი ინვესტორი კიდევ დაგვჭირდება იმისათვის, რომ ბაღი ავაშენოთ“.

ვიდრე ახალციხის მერია ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ, ენერგოეფექტურ ბაღს ააშენებს, ოთხი ბაგა–ბაღის აღსაზრდელებს გათბობა ისევ შეშის ღუმელებით მოუწევთ.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ბაგა–ბაღები საწვავი შეშით უკვე უზრუნველყოფილ არიან, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11.000 ლარი დაიხარჯა.

61.933 ლარია გათვალიწინებული დარჩენილი ოთხი ბაღის გასათბობად, რომლებიც ბუნებრივ აირზე დამონტაჟებული ცენტრალური გათბობით სარგებლობენ.

ქალაქ ახალციხის რვა ბაგა–ბაღში 1446 აღსაზრდელი სწავლობს.

ახალციხის 8 ბაღიდან 4 ჯერ ისევ შეშით თბება

ახალციხის 8 ბაღიდან 4 ჯერ ისევ შეშით თბება

ახალციხის 8 ბაღიდან 4 ჯერ ისევ შეშით თბება

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან
ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი აშენდება
ახალციხეში ბაღების გასათბობად მშობლებს შეშა სახლიდან მიაქვთ
მესამე დღეა ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში გათბობა არ აქვთ
პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში
გათბობის შემდეგ, ახალციხის პირველ ბაგა–ბაღს დენიც გაეთიშა
ახალციხეში N1 ბაგა–ბაღის რეაბილიტაცია იგეგემება