"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ვეტერანების სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სასამართლოში უჩივიან

მთავარისიახლე, სამართალი 15.11.2016
ააიპ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო, ვეტერანების სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს და ასევე იმ ვეტერანებს, რომლებმაც სკოლის ყოფილი შენობა უნებართვოდ დაიკავეს, სასამართლოში უჩივის.

ვეტერანების სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სასამართლოში უჩივიან

ააიპ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს. სააგენტო სკოლის იმ ყოფილ შენობაში, რომელიც მერიამ მას უზურფრუქტის წესით გადასცა, უნებართვოდ შეჭრილი ოჯახების გამოსახლებას ითხოვს.

„ასევე, სარჩელი შემაქვს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოში მოხელეების წინააღმდეგ, ისინი აქ შესახლებულ ადამიანებს სხვისი ქონების ხელყოფაში ეხმარებიან“, – აცხადებს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ნანა ზუბაშვილი.

სასამართლოსთან ერთად ზუბაშვილი წერილობით ახალციხის ახალდანიშნულ მერს ვლადიმერ ზედგინიძესაც მიმართავს: „როგორც კი დაინიშნება, ამის შესახებ წერილობით ვაცნობებ“.

ზუბაშვილი აცხადებს, რომ მას ამ დრომდე არც მერიიდან და არც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მომხდარის შესახებ არავინ დაკავშირებია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ყოფილ შენობაში უნებართვოდ შესვლასთან დაკავშირებით მან ახალციხის რაიონულ სამმართველოს ზუსტად ერთი თვის წინ, 13 ოქტომბერს აცნობა. ზუბაშვილმა საქმის კურსში ჩააყენა მერიაც.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 24 სექტემბერს 9 ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.06.2017 როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები ახალციხის ბაღებში

26.06.2017 რამდენი იქნება აბასთუმნის სკოლის შენობის ქირა, ჯერ უცნობია

26.06.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისიდან დაიწყება

25.06.2017 2017 წლის გამოცდების ჩატარების განრიგი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.06.2017 ახალციხეში ავარიისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

27.06.2017 სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

26.06.2017 ახალციხეში მანქანა ხევში გადავარდა

26.06.2017 სოფელ უდეში "ანთიმოზობა" იზეიმეს [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა
სასამართლოში ვეტერანების  საქმის განხილვა იწყება
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს
ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა
სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ახალციხის მერი ვეტერანების მიერ  თვითნებურად  შენობის დაკავებას უკანონოდ აფასებს
ვეტერანების სამმართველოს უფროსი  რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს უპირისპირდება