სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მართლმადიდებელ ეკლესიაში საყოველთაო ჯვრისწერა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.11.2016
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში საყოველთაო ჯვრისწერა დაიწყო. ჯვარდაწერილ წყვილებს სამების საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს – პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს.

მართლმადიდებელ ეკლესიაში საყოველთაო ჯვრისწერა დაიწყო

საყოველთაო ჯვრისწერასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. იგი იმ წყვილებს ეხებათ, რომლებმაც ოჯახი წლების წინ შექმნეს, მაგრამ ამ დრომდე ჯვარი დაწერილი არ აქვთ.

,,როგორც ცნობილია, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული „ჩოხოსანთა საზოგადოების“ ორგანიზებით დაიწყო საყოველთაო ჯვრისწერები, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

ჯვარდაწერილ წყვილებს სამების საპატრიარქო ტაძარში დალოცავს მისი უწმინდესობა, მათ კი, რომელთაც თბილისში არ შეუძლიათ ჩამოსვლა, – ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

შევნიშნავთ, რომ აღნიშნული ეხებათ მხოლოდ იმ წყვილებს, რომელთაც წლების წინ შექმნეს ოჯახი, მაგრამ სხვა და სხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო დღემდე არ არიან ჯვარდაწერილნი.

ქორწინების საიდუმლოება ძალიან ღრმაა და უმნიშვნელოვანესი ადამიანის ცხოვრებაში. ჯვრისწერით წყვილი გამოხატავს მზაობას გაერთიანდნენ ქრისტეს წმინდა ეკლესიაში და ერთობით ისწრაფვონ სასუფევლისაკენ.

ოჯახი რომ იყოს მტკიცე და სიყვარული არ განელდეს, აუცილებელია, მეუღლეები შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში წირვა-ლოცვაზე დაესწრნენ და აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებებში მიიღონ მონაწილეობა, რათა მოიხვეჭონ სულიწმინდის მადლი.
ღმერთის შეწევნა არ მოაკლდეთ ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს.“– ნათქვამია განცხადებაში.


[sknews.ge]


18.01.2018 მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.01.2018 მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

17.01.2018 კლინიკა ‘იმედში’ ახალი სამშობიარო სახლი გაიხსნა

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

დღეს პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება
27 სექტემბერს პატრიარქი 700-მდე ბავშვს მონათლავს
კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
9 მარტს  წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
პატრიარქის ნათლული კიდევ 1 100 ჩვილი გახდება
პატრიარქის კურთხევით, სამი დღე თევზით ხსნილი იქნება