FM97.5 / LIVE

ნიუ-იორკში ქვევრის ღვინისა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 14.11.2016
აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე (RAW WINE) ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი.

ნიუ-იორკში ქვევრის ღვინისა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [R]

გამოფენის ფარგლებში ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერლის, ელის ფეირინგის ქართული ღვინის კულტურაზე დაწერილი წიგნის „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში“ პრეზენტაციაც გაიმართა.

ორდღიან გამოფენას, რომლის ორგანიზატორიც ცნობილი ღვინის ექსპერტი, ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონია (საფრანგეთი), ათასობით ღვინის პროფესიონალი, მოყვარული, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებს ახალი იმპორტიორებისა და პარტნიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქვევრის ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია: „გოცას ღვინოები“, „მეღვინეობა ნიკა“, „ხოხბის ცრემლები“, „ჩვენი ღვინო“, “ორგო“ და „ამირან ვეფხვაძის ღვინო“.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგერნელმა ელენე კიკნაძემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გზარდის მიზნით, აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს და გეგმავს მომავალშიც.

„ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ტარდება მრავალი მარკეტინგული აქტივობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 6 ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანია. ქართულ სტენდს უამრავი ღვინის პროფესიონალი და მოყვარული ესტუმრა, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს მოიძიონ ახალი იმპორტიორები" - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგერნელმა ელენე კიკნაძემ.

ელის ფეირინგის (Alice Feiring ) წიგნის „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველესი ღვინის კულტურაში“ (My Odyssey through the World’s Most Ancient Wine Culture’) პრეზენტაციამ ღვინის პროფესიონალების დიდი ინტერესი დაიმსახურა.

მიმდინარე წლის ზაფხულში ჟურნალ New York Times -ში გამოქვეყნდა ფრაგმენტები აღნიშნული წიგნიდან. ავტორი თავის გამოცემაში აღნიშნავს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და მაღალი ხარისხის “ქარვისფერი” ღვინის შემქმნელი, რომელიც დამსახურებულად ამაყობს 8 ათასწლიანი რთველის ისტორიით.

წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ალის ფეირინგმა მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

„მოველოდი, რომ ბევრი კითხვა ექნებოდათ აქაურებს და ასევე მოწვეულ სტუმრებს. მაგალითად იაპონელებს, რომლებიც აქ ღვინის კულტურის გასაცნობად ჩამოვიდნენ, თუმცა ყველაზე საინტერესო კითხვა იყო, თუ რას ვფიქრობდი ქართული ღვინის შესახებ. ქართულ ღვინოში დიდი სულიერებაა, მე ვფიქრობ ღვინო ქართველების სიამაყეა, ქართველებს დიდი რწმენა აქვთ, უფლის რწმენა, ყურძნის რწმენა, ღვინის რწმენა და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართული ღვინო ქართული სულის გამოძახილია. ძალიან მესიამოვნა, რომ ეს კითხვა დამისვეს და მომეცა შესაძლებლობა მესაუბრა ქართულ ღვინოზე” - აღნიშნა ფეირინგმა, რომელიც საქართველოს მიმდინარე წლის გაზაფხულზე სტუმრობდა.

გამოფენა RAW WINE-ს სხვადასხვა ქვეყნიდან ასზე მეტი ღვინის მწარმოებელი და რამდენიმე ათასი სტუმარი დაესწრო. აღნიშნული გამოფენა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, სადაც ბუნებრივი, მაღალი ხარისხის და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 235 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ნიუ-იორკში ქვევრის ღვინისა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [R]

[sknews.ge]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქართული ღვინის პრეზენტაციები აშშ-ში  [R]
„ივნისი - ქართული ღვინის თვე“ აშშ-ში [R]
22 სექტემბერს "ქართული ღვინის კვირეული“ იწყება [R]
ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა ლონდონში [R]
 ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა [R]
მესხური ღვინო საფრანგეთში, ღვინის გამოფენაზე
ღვინის პროფესიონალები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან [R]