სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღნიშნეს [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV, რეპორტაჟი 11.11.2016
დღეს, 11 ნოემბერს, ადიგენში სახალხო დღესასწული ზარზმობა იზეიმეს. სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე, მისსავე აშენებულ ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდა.

ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღნიშნეს [Video]

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში მდებარე ტაძარში „ზარზმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღავლინა.

დღესასწაული წირვის დასრულების შემდეგ სოფელ ზარზმის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტით გაგრძელდა. ზარზმობის დღესასწაულზე ადგილობრივი ფოლკლორიული ანსამბლების გარდა მონაწილეობა მიიღო „ერისიონთან“ არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მომავალმა“.
კონცერტის პარალელურად, მიმდინარეობდა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა–გაყიდვა. თუმცა წინა წლებისგან განხვავებით, საკუთარი ნამუშევრები მხოლოდ რამდენიმე ოსტატს ჰქონდა წარმოდგენილი. მათ შორის, არლის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის დედებს.

ზარზმობის დღესასწაულზე პირველად გამოიტანა საკუთარი ნამუშევრები არალში მცხოვრებმა გულო კაჭკაჭიშვილმა.

„სხვა დროს ასეთი განწყობა არ მქონდა, ახლა კი გადავწყვიტე. ძალიან მიყვარს ფერები და ჩემი ნამუშევრები ძალიან ფერადია. 13 ნამუშევარი წარვადგინე დღეს, რომელიც ტილოზეა შესრულებული“, – ამბობს იგი.

უკვე მესამე წლია სახალხო დღესასწაულზე მოწვეულ სტუმრებს ობობას ქსელით შესრულებული ნამუშევრების ხილვის საშუალება აქვთ. საეკლესიო თემატიკაზე მომზადებული 9 ხელნაკეთი ნივთი არალში მცხოვრებმა ლალი ზაზაშვილმა გამოფინა.

„ვინც გამოიგონა ობობას ქსელით ხატვა ის ცოცხალი აღარ არის. მას მე ვუგროვებდი ობობას ქსელს. მისი გარდაცვალების შემდეგ, რატომღაც მინდოდა ეს საქმიანობა გაგრძელებულიყო, მართალია, ვერ შევედრები, მაგრამ, ვცდილობ. სულ 9 ნამუშავარი მაქვს“, – ამბობს ლალი ზაზაშვილი.

ღონისძიებას ადგილობრივების გარდა ქალაქ ახალციხისა და თემის პირველი პირები, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.



ღონისძიების დასრულების შემდეგ მოწვეულ სტუმრებს მესხური კერძების დაგემოვნების საშუალებაც ქონდათ.

სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს უკავშირდება. დღესასწაული ყოველი წლის დღეს, 11 ნოემბერს აღინიშნება.

სერაპიონ ზარზმელი, რომელიც IX საუკუნეში მოღვაწეობდა, წარმოშობით კლარჯეთიდან იყო. მას ორი ძმა ჰყავდა. სერაპიონის დედა ადრე გარდაიცვალა და შვილები მამამ აღზარდა. რამდენიმე წელიწადში მამაც გარდაიცვალა, სერაპიონი მცირეწლოვან იოანესთან ერთად ოპიზის მონასტერში, მიქაელ პარეხელთან მივიდა და ბერად შედგა, მოგვიანებით კი მიქაელის ბრძანებით მღვდლად იკურთხა.

მიქაელ პარეხელის ბრძანებით, სერაპიონი, იოანე და კიდევ ოთხი ბერი გაემართნენ სამცხისაკენ ეკლესიის საშენებლად და თან წაიღეს ფერისცვალების ხატი, რომელიც ახლად აშენებულ ეკლესიაში უნდა დაესვენებინათ. იმხანად სამცხის დიდი მთავარი, გიორგი ჩორჩანელი, თვითონ ეწვია სერაპიონს და დიდი შემწეობა აღმოუჩინა; მონასტრისათვის უწყალობა მიწა და საშენი მასალა. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდა. გიორგი ჩორჩანელმა მონასტერს მისცა ჯორ-სახედრები და შესწირა სოფლები. სერაპიონმა დაადგინა მონასტრის ტიპოკონი. სერაპიონი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ზარზმის მონასტერში. დაკრძალულია საკურთხევლის აღმოსავლეთით.

სახალხო დღესასწაული ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობით მესამე წელია რაც აღდგა. ღონისძიებას ადიგენის გამგეობა აფინანსებს.



[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დღეს ადიგენში ზარზმობას აღნიშნავენ
11 ნოემბერს ადიგენში ზარზმობას აღნიშნავენ
დღეს ადიგენში ზარზმობას აღნიშნავენ
ადიგენში ზარზმობის დღესასწაულისათვის ემზადებიან
ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე იზეიმეს [Video]
სოფელ უდეში ”ანთიმოზობას”  აღნიშნავენ
სახალხო დღესასწაული - ”შოთაობა”