FM97.5 / LIVE

დღეს ადიგენში ზარზმობას აღნიშნავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.11.2016
დღეს, 11 ნოემბერს, ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღინიშნება. სახალხო დღესასწაულზე კულტურული ღონისძიებები იმართება.

დღეს ადიგენში ზარზმობას აღნიშნავენ


დღესასწაულის აღნიშნვა ადიგენში დილის 10:00 საათზე, წირვით დაიწყო. წირვა სერაპიონ ზარზმელის სახელობის მონასტერში, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ, დღესასწაულის კულტურული ღონისძიებების ნაწილი დაიწყო. გასული წლისგან განსხვავებით, წელს, ღონისძიება არა სოფლის ცენტრში, არამედ სოფელ ზარზმის შესასვლელთან იმართება.

„ზარზმის შესასვლელში, არის კარგი ადგილი, ადრეც იქ ტარდებოდა ხოლმე ზარზმობის დღესასწაული და ახალაც მანდ გაკეთდა. ჩვეულებისამებრ, კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი ანსამბლები მიიღებენ, როგორც ქორეოგრაფიული, ასევე სასიმღრო. გვეყოლება მოწვეული ანსამბლიც“, – განმარტავენ ადიგენის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად, ადიგენში ზარზმობის დღესასწაულზე მონაწილეობას მიიღებს „ერისიონთან“ არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „მომავალი“ , რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულ ნომრებს შეასრულებენ.
გარდა კონცერტისა, სცენასთან ახლოს გაიმართება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა–გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება შშმ პირების ნამუშევრები.

ზარზმობის დღესასწაულზე, სცენის სამშენებლო სამუშაოებისათვის, ადიგენის გამგეობამ ტენდერი, 3 061 ლარის ფარგლებში, ოქტომბრის თვეში გამოაცხადა. მასში გამარჯვებული ინდ. მეწარმე ბეგლარ საგინაძეა. იგი სცენის მოწყობისა და ბანერების გაკვრის სამუშაოებს 2 900 ლარის ფარგლებში შეასრულებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სცენა გამგეობის კუთვნილი 5 სმ სისქის ფიცრით უნდა გაკეთდეს, რომელიც სოფელ უდეში გამგეობის კუთვნილ შენობაში, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ არის დასაწყობებული.

სცენაზე მოეწყობა ასასვლელი კიბეები ორი მხრიდან, უკანა მხარეს კი გაიკვრება ცელოფანი, რომლის ფონზეც მოეწყობა ბანერი წარწერით „გილოცავთ წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ზარზმობის დღესასწაულისათვის ემზადებიან
ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს აღნიშნავენ
რა ღონისძიებები გაიმართება 'ზარზმობის' დღესასწაულზე
11 ნოემბერს ადიგენში 'ზარზმობას' აღნიშნავენ
ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღნიშნეს [Video]
ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]
‘ზარზმობის’ დღესასწაულზე საპატიო ადიგენელს დაასახელებენ