FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის სკოლები ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად იბრძვიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.11.2016
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ გამოცხადებულ კონკურსში სამცხე–ჯავახეთის სკოლებც ჩაერთვნენ. ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის მოსაპოვებლად, ამ ეტაპისთვის, რეგიონის 10 სკოლა იბრძვის.

სამცხე–ჯავახეთის სკოლები ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად იბრძვიან

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის მოსაპოვებლად სასკოლო კონკურსი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად გამოცხადა.

კონკურსის მიზანია სკოლებმა (მოსწავლეებმა და პედაგოგებმა) რაც შეიძლება მეტად წარმოაჩინონ საკუთარი თავი, დაგეგმონ და განახორციელონ „მწვანე აქტივობები“ და ამგვარად შეიტანონ გარემოსდაცვითი კომპონენტი საგანმანათლებლო პროცესში.

სწორედ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დღეს, 10 ნოემბერს, ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს. მე–11 კლასის 15–მდე მოსწავლემ N3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.

„ორი კვირაა რაც ჩავერთეთ. პროექტი სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, ამ ეტაპზე სკოლის ტერიტორია დავასუფთავეთ. კიდევ ვგეგმავ არაერთ აქტივობას“, – ამბობს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ტატო ზუმბაძე.

მსგავსი ტიპის აქცია განახროციელეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც.

ქართველი ბოტანიკოსის, მწერალის და საზოგადო მოღვაწის სახელობის კონკურსი რამდენიმე წელია ტარდება. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს საკონკურსო თემატიკა გაფართოვდა და ტყეებთან ერთად, ნარჩენების, ბუნებრივი კატასტროფებისა და მინერალური რესურსების მოპოვების პრობლემატიკასაც მოიცავს. კონკურსში, ნიკო კეცხოველის I, II და III პრემიასთან ერთად, დაწესდება უამრავი პრიზი, როგორც ორგანიზატორებისგან, ასევე პარტნიორი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისაგან.

„მაღალი შეფასება ექნება გარემოსდაცვით აქტივობებს, რომელსაც სკოლები საკუთარი ინიციატივით განახორციელებენ, ქულათა მაქსიმუმი კი, ნიკო კეცხოველის წიგნებში აღწერილი მარშრუტების გამეორებისა და განახლების შემთხვევაში დაიწერება”, - აცხადებენ CENN-ში.

კონკურსში მონაწილე სკოლების რეგისტრაცია 1 დეკემბრამდეა შესაძლებელი. კონკურსი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და თებერვლის ბოლოს დასრულდება. ქულების დათვლა და ინფორმაციის გავრცელება http://www.forestry.ge/ ვებ გვერდის საშუალებით ხდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად, სამცხე–ჯავახეთიდან ფინალურ ტურში, ორი სკოლა გადავიდა
ლელოვნის სკოლა  – ლიდერი ნიკო კეცხოველის პრემიის გზაზე
ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში
ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა
ლელოვნის სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს
ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად სამცხე–ჯავახეთიდან 10 სკოლა იბრძვის
აბასთუმნის საჯარო სკოლის გუნდი ნიკო კეცხოველის პრემიისთვის იბრძვის