FM97.5 / LIVE

EMC მამაკაცებისთვის ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების არარსებობას ასაჩივრებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.11.2016
EMC მამაკაცებისთვის ბავშვის მოვლის გამო შვებულების და მისი ანაზღაურების უფლების არარსებობას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

EMC მამაკაცებისთვის ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების არარსებობას ასაჩივრებს

ბიოლოგიური მამებისათვის ბავშვის მოვლის გამო შვებულების და მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაწილის ანაზღაურების უფლების არარსებობის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს.

“მოქმედი შრომის კოდექსი ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებას ანიჭებს დასაქმებულს, რაც ერთი შეხედვით ნეიტრალური ჩანაწერია, თუმცა, არსებული ჩანაწერისა და მასთან კავშირში მყოფი ნორმების ერთობლივი ანალიზით ნათელია, რომ შვებულების უფლების მქონე დასაქმებულში მოიაზრება მხოლოდ ქალი და დასახელებული შვებულების უფლებით ვერ სარგებლობენ ბავშვის ბიოლოგიური მამები”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე განცხადებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, რომელიც პირდაპირ ადგენს, რომ შვებულების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს საავადმყოფო ფურცელი, რომელიც გაიცემა მხოლოდ ქალზე. ამავე ბრძანებით, საავადმყოფო ფურცელი ბავშვის მამის მიმართ მხოლოდ ქალის გარდაცვალების შემთხვევაში გაიცემა. შესაბამისად, დასახელებული ბრძანება პირდაპირ გამორიცხავს კაცებს ახალშობილის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების უფლების მქონე პირებისაგან.

კონსტიტუციურ სარჩელში EMC ამტკიცებს, რომ ამგვარი რეგულაცია წარმოადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას ბიოლოგიური მამების მიმართ ერთი მხრივ დედებთან მიმართებით, ხოლო მეორე მხრივ მშვილებელ მამებთან მიმართებით, რომელთაც შრომის კოდექსში არსებული სპეციალური ჩანაწერის საფუძველზე აგრეთვე შეუძლიათ დაუბრკოლებლად ისარგებლონ ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლებებით. EMC-ის აზრით, ბავშვის მოვლა წარმოადგენს თანაბარ უფლებას და იმავდროულად პასუხისმგებლობას ორივე მშობლისათვის. შესაბამისად, გაუმართლებელია, სახელმწიფო მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს ანიჭებდეს დასახელებულ შესაძლებლობას.

გარდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებისა, მოსარჩელე მხარის აზრით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლების შეზღუდვა კაცებისთვის იწვევს მათი შრომის უფლების შეზღუდვას, ისევე როგორც გაუმართლებლად ერევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ოჯახის კეთილდღეობისა და მეუღლეთა თანასწორობის უფლებებში: „კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა მეუღლეებს არ ანიჭებს შესაძლებლობას, საკუთარი შეთანხმებითა და სურვილის შესაბამისად იზრუნონ საკუთარ შვილზე და გაიზიარონ ეს პასუხისმგელობა. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, ოჯახის კეთილდღეობის უფლება მოიცავს არა მხოლოდ კანონმდებლობით აღიარებულ ქორწინებას, არამედ მისი შინაარსი გაცილებით ფართოა და აერთიანებს აგრეთვე რეგისტრირებული ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას და ამ თანაცხოვრებაში დაბადებულ ბავშვებს“.

გამომდინარე იქედან, რომ ბავშვზე ზრუნვა და მისი მოვლა წარმოადგენს არა მხოლოდ უფლებას, არამედ პასუხისმგებლობასაც, მოსარჩელე მხარე ასაბუთებს, რომ სახეზეა აგრეთვე ქალის კანონის წინაშე თანასწორობის უფლებაში ჩარევა იმდენად, რამდენადაც არსებული სამართლებრივი რეგულირება ბავშვზე ზრუნვის მოვალეობას მხოლოდ ქალს აკისრებს. აღნიშნული საკანონმდებლო მოცემულობა კი განამტკიცებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ დისკრიმინაციულ, უთანასწორო და პატრიარქალურ შეხედულებებს ქალის წინასწარ განსაზღვრულ როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით, რაც შვილებზე ზრუნვის ვალდებულებაში გამოიხატება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს, 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.

[sknews.ge]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პირველი იანვრიდან დეკრეტული შვებულების დღეები და ანაზღაურება გაიზრდება
არასამთავრობო ორგანიზაციები  სსკ–ის ორი მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ
პარლამენტმა ”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
ომბუდსმენი: საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქალთა უფლებების დაცვა
პარლამენტი “ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვას იწყებს
ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა