FM97.5 / LIVE

სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 08.11.2016
სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო, ადიგენში, სოფელ არალში, ახალი, 190 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა შეჩერდა.

სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა

ადიგენის სოფელ არალში სკოლას შპს ,,Civil Construction“ აშენებს. მშენებლობის პროცესი დაახლოებით ორი წელია მიმდინარეობს. იგი 2015 წლის 21 იანვარს დაიწყო და პროექტის მიხედვით, 1 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა.

"მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ძალიან ცოტაა დარჩენილი, თუმცა მშენებელი სამწუხაროდ გარდაიცვალა. ამიტომ რაღაცა პერიოდით მშენებლობა არის შეჩერებული. მშენებელს არც მინდობილობა ჰქონდა გაფორმებული, რომ ვინმეს გაეგრძელებინა. ამ ეტაპზე, ოჯახმა აიღო პასუხისმგებლობა და პროექტს დაასრულებს ოჯახი“, – ამბობენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, სკოლაში მხოლოდ სპორტული მოედანი და დარბაზია დასასრულებელი.

სკოლის მშენებლობის პროცესში, დაახლოებით წელიწად–ნახევარია მოსწავლეები დროებით, სოფელში მდებარე მართლმადიდებლური და კათოლიკური სამრევლო სკოლების შენობებში სწავლობენ.

არლის საჯარო სკოლის მშენებლობის ღირებულება 1 698 000 ლარია. პროექტის მიხედვით, ძველი სკოლის ადგილზე ახალი, 192 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა უნდა გაშენდეს, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.

ორსართულიან შენობაში სულ 13 საკლასო ოთახი იქნება განთავსებული. შენობის ფართობი- 2 848 კვ.მ–ია. მის შემადგენლობაში შედის ასევე - 306 კვ.მ მქონდე სპორტული დარბაზი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.

სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა

სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა

სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა

სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა

სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა

სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა წელს ვერ დასრულდება
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა
თამარ სანიკიძემ არალში სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა
საფეხური: რატომ გაჭიანურდა არლის სკოლის მშენებლობა [Audio]
არალში ახალი სკოლა აშენდება
სასწავლო წლის განახლებამდე არლის სკოლის მშენებლობა დასრულდება