FM97.5 / LIVE

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის სასამართლო გადაიდო

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 08.11.2016
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ზაირა კელაპტრიშვილის და ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის სასამართლო პროცესი, მოპასუხე მხარის ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის სასამართლო  გადაიდო

დღეს, 8 ნოემბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სასამართლო პორცესზე, მოწმეები უნდა დაეკითხათ. მხარეების ვარაუდით დღესვე უნდა დასრულებულიყო საქმის განხილვაც, თუმცა ზაირა კეპალტრიშვილის ადვოკატი ცირა მაისურაძე პროცესზე არ გამოცხადდა. როგორც სასამართლოსთვის გახდა ცნობილი, მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

ზაირა კელაპტრიშვილმა სხდომის გადავადება ითხოვა, მოსამართლე გია ბერაიამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა ქეთევან მელიქიძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ზაირა კელაპტრიშვილმა მას სამსახურში სამუშაო პროცესის მიტოვების გამო გაფრთხილება მისცა. სწორედ ამ აქტის ბათილად ცნობას ითხოვს ქეთევან მელიქიძე.

ის, ფაქტი, რომ ქეთევან მელიქიძემ სამუშაო პროცესი მიატოვა, იმ მოწმეებს უნდა დაედასტურებინა, რომლებიც მოსარჩელე მხარის მტკიცებით იმ პერიოდში შვებულებაში იმყოფებოდნენ.

მოსარჩელე მხარის ადვოკატმა ეკა აბაშიძემ სასამართლოში იშუამდგომლა, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარეს ბანკანაშვილისა და ბახტურიძის შვებულებაში გასვლის ბრძანებები, ასევე ამ ბრძანებების რეგისტრაციის ჟურნალის ასლები წარმოედგინა.

სწორედ სასამართლოში წარსადგენი აღნიშნული დოკუმენტის გამოთხოვის გამო 26 ოქტომბერს ქეთევან მელიქიძესა და ზაირა კელაპტრიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიციაც.

მორიგი სასამართლო პროცესი 17 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

21.09.2018 პოლონეთსა და სამცხე–ჯავახეთში მოქმედმა NGO-ებმა შშმ პირების საჭიროებებზე იმსჯელეს

21.09.2018 'ჩვენ გეძებთ შენ '– ახალციხეში დასაქმების ფესტივალი ჩატარდა

21.09.2018 შშმ პირთა მხარდასაჭერად ახალციხეში ფესტივალი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სააპელაციომ არ განიხილა
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს სასამართლოში უჩივლეს
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის საქმეს მტკიცებულებები გამოაკლდა
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის საქმის განხილვა დასრულდა
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი არ დაკმაყოფილდა
დაპირისპირება ახალციხის ბიბლიოთეკაში – ადგილზე პოლიცია გამოიძახეს
ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ზაირა კელაპტრიშვილი უხელმძღვანელებს