FM97.5 / LIVE

ჩუნჩხის დამწვარი სკოლა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 07.11.2016
სოფელ ჩუნჩხაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ბორჯომი – ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე იმყოფებოდნენ. ისინი 1 ნოემბერს, გაჩენილი ხანძრის შემდეგ, სკოლაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

ჩუნჩხის დამწვარი სკოლა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს
სამინისტროს ინფორმაციით, ჩუნჩხის სკოლაში სასწავლო პროცესი არცერთი დღით არ შეწყვეტილა. გაკვეთილების ჩასატარებლად გამოიყო სკოლის ახლოს მდებარე კეთილმოწყობილი, გარემონტებული შენობა. შენობაში შეტანილია ყველა საჭირო ინვენტარი (მერხები, დაფები და ა.შ.).

"სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად, როგორც სკოლის ძირითად შენობაში, ასევე გამგეობის მიერ გამოყოფილ ალტერნატიულ ფართში", – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ჩუნჩხის სკოლაში ხანძარი 1 ნოემბერს მოხდა. ხანძრის შედეგად, დაიწვა სკოლის დამხმარე ხის შენობა, სადაც განთავსებული იყო სკოლის სამი საკლასო ოთახი, სკოლის ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. ხანძრის შედეგად განადგურდა წიგნები და ლაბორატორიაში არსებული ინვენტარი.

სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლაში 80 მოსწავლე სწავლობს. მომხდარი ხანძრის გამო, დროებით, ახალ შენობაში სწავლას დაწყებითი კლასების მხოლოდ 9 მოსწავლე აგრძელებს.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ჩუნჩხის დამწვარი სკოლის მოსწავლეები დროებით სხვა შენობაში სწავლობენ [Photo/Video]
ახალქალაქში, სოფელ ჩუნჩხაში ახალი სკოლა აშენდება
სოფელ ჩუნჩხაში სკოლის შენობა დაიწვა
სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა
ღორთუბნელ მოსწავლეებს გაკვეთილები ზედუბნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩაუტარდებათ
ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლა ღორთუბანში [Photo]
ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლა ჩუნჩხაში [photo]