სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბარალეთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.11.2016
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, 4 ნოემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ქვეყნის მასშტაბით 41-ე საზოგადოებრივი ცენტრით ბარალეთის გარდა დამატებით 18 სოფელს მოემსახურება.

ბარალეთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ბარალეთის საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას საჯარო სერვისებთან ერთად, „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებასაც გაუწევს. ამავე დროს, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, უკაბელო ინტერნეტით უფასოდ ისარგებლონ. შენობაში განთავსებულია ბიბლიოთეკა,სწარფი გადახდის აპარატები, ასევე შეხვედრების და სკაიპის ოთახები.

საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ ბარალეთის მოსახლეობასთან ერთად მიმდებარე სოფლების − კოთელიის, კოჭიოს, იხტილის, ბუღაშენის, ტურცხის, დიდი სამსარის, პატარა სამსარის, მერენიის, ლომატურცხის, ღადოლარის, ზაკვის, ბალხოს, გომანის, ალათუმნის, აგანის, ბეჟანოს, აზავრეთისა და ბურნაშენის − 20 ათასამდე მოსახლე ისარგებლებს.

ბარალეთის გარდა საქართველოში კიდევ 40 საზოგადოებრივი ცენტრია გახსნილი. საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და ამ დრომდე ამავე სამსახურების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა.

წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით კიდევ ორი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება − ახალქალაქში, სოფელ კუმურდოსა და ცაგერში, სოფელ ლაჯანაში.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

[sknews.ge]


13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

04.04.2018 პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილიდან იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.04.2018 როგორია ფერომონების შედეგები საქართველოს რეგიონებში

18.04.2018 'მესხეთი' დავით ყიფიანის თასის თამაშებს გამოეთიშა

18.04.2018 ‘დედაენის კვირეული’ მეშვიდე სკოლაში

17.04.2018 ვალეში წყლით მომარაგება აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

სოფელ კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
იუსტიციის მინისტრმა ქალაქ ვალეში  მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა
აწყურში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება
ფოკის საზოგადოებრივი ცენტრი - ყველაფერი ერთ სივრცეში
სოფელ გურკელში კომპიუტერული ცენტრი გაიხსნა
თეა წულუკიანი ვალეში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის