FM97.5 / LIVE

ფეკალური მასა 23-ე კორპუსის სარდაფში

მთავარისაზოგადოება 06.02.2013
ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, 23-ე კორპუსის სარდაფი საკანალიზაციო წყლით ბინძურდება. ”გაერთიანებულ წყალმომარაგებაში” ამბობენ, რომ ეს პრობლემა მათ არ ეხებათ, გამგეობაში კი ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გვპირდებიან

ფეკალური მასა 23-ე კორპუსის სარდაფში
ფეკალური მასა პირველი სართულზე მცხოვრებლების სახლებშიც ადის. მარინა გელაშვილის სახლში, რამდენიმე დღის წინ, აბაზანა კანალიზაციის წყლით გაივსო.

- “კანალიზაცია გაიჭედა რამდენიმე დღის წინ. ტუალეტის ტრაპიდან და ვანიდან ამოდიოდა წყალი, - ამბობს პირველ სართულზე მცხოვრები მარინა გელაშვილი და აქვე ამატებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. შესაბამისად, ზომებსაც თავადვე იღებენ, - ჩავედით სარდაფში და გავწმინდეთ“.

23-ე კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მილების დაზიანების გამო ყოველ დილით, წყლის გამოსვლისას, კორპუსის სარდაფში წყალი გუბდება.

- “ცენტრალური მილია გამოსაცვლელი აუცილებლად“, - ამბობს დავით ლობჯანიძე.

პრობლემის მოსაგვარებლად, დახმარების თხოვნით, 23-ე კორპუსის მცხოვრებლებს არავისთვის მიუმართავთ.

- “როცა რამე ფუჭდება, ყოველთვის ჩვენი ხარჯებით ვაკეთებთ. განცხადებით არავისთვის მიგვიმართავს. არამგონია, რომ გაგვიკეთონ“, - ამბობს კორპუსის თავმჯდომარე ცისანა მოდებაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმის შესახებ საუბარი უჭირს. ერთადერთი, რაც შეუძლია, კორპუსს ”გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან” უშუამდგომლებს: ”მზად ვართ გვერდით დავუდგეთ. მაგრამ, აუცილებელია, რომ ჯერ განხადება შემოიტანონ”.

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” აცხადებენ, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ. დაზიანებული მილი მოქალაქეებმა თავად უნდა შეაკეთონ.

- ”ჩვენი კომპანია ემსახურება ქალაქის მხოლოდ გარე ცენტრალურ ქსელს. შიდა ქსელი მოქალაქეების პასუხისმგებლობის ქვეშაა და თავად უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა”, - განაცხადა ”გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯმა გიორგი ბაგინაშვილმა.

ფეკალური მასა 23-ე კორპუსის სარდაფში

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

კოსტავას ქუჩაზე სასმელი წყალი კორპუსის ეზოს ტბორავს
ჩამანიანების სარდაფში წყლის ჟონვა შეწყდება
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე კორპუსის ეზო იტბორება
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
კორპუსის სარდაფი ფეკალიებით ივსება, შეკეთებაზე პასუხისმგებლობას კი ყველა იცილებს
რუსთაველის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
ვალეში კანალიზაციიდან ამოსულმა წყალმა ცენტრალური ქუჩა დატბორა [ფოტო/ვიდეო]