FM97.5 / LIVE

ჩუნჩხის დამწვარი სკოლის მოსწავლეები დროებით სხვა შენობაში სწავლობენ [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 04.11.2016
ახალქალაქში, სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლას დროებით სოფლის ადმინიტრაციულ შენობაში აგრძელებენ. რა ბედი ელით მათ და რას გადაწყვეტს სამინისტრო, ამ ეტაპზე უცნობი რჩება.

ჩუნჩხის დამწვარი სკოლის მოსწავლეები დროებით სხვა შენობაში სწავლობენ [Photo/Video]

გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ჩუნჩხაში, გიორგი ზედგინიძე ამბობს, რომ ადმინისტრაციულ შენობაში საკმარისი ოთახებია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სწავლა შეძლონ: „სამედიცინო პუნქტს ორი ოთახი ეკავა და დროებით ერთ ოთახში განვათავსეთ. ბავშვები სწავლას შეძლებენ“.

ჩუნჩხის დამწვარი სკოლის მოსწავლეები დროებით სხვა შენობაში სწავლობენ [Photo/Video] ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ტერეზა ჩიფჩიანის განმარტებით, დაიწყებს თუ არა ახალი სკოლის აშენებას განათლების სამინისტრო, ჯერ გადაწყვეტილი არ არის: „ჯერ არ ვიცით რა გადაწყდება. მთავარია მოსწავლეები კარგ პირობებში არიან“.
შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის ის შენობა, სადაც დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლობდნენ. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. განადგურდა ახალი მერხები, ლაბორატორია და ზამთრისთვის მომარაგებული შეშა.

სკოლის დირექტორი ყვება, რა დაიწვა სკოლაში



აღნიშნულ სკოლაში მეორე წელია პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც დადიან.

„ავარიულია პტენის სკოლა. როგორც მე ვიცი, ამ სოფელში ახალი შენობა შენდება, საპროექტო სამუშაოები დაწყებულია“, – ამბობს ტერეზა ჩაფიჩიანი.

ჩუნჩხის დამწვარი სკოლის მოსწავლეები დროებით სხვა შენობაში სწავლობენ [Photo/Video] ჩუნჩხის საჯარო სკოლაში 78 მოსწავლე სწავლობს, ხოლო პტენის სკოლაში 32.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხანძრის გამო სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.

„მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ხანძრის შედეგად დაიწვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის დამხმარე ხის შენობა, სადაც განთავსებული იყო სკოლის სამი საკლასო ოთახი, სკოლის ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. ხანძრის შედეგად დაიწვა და განადგურდა წიგნები და ლაბორატორიაში არსებული ინვენტარი.

ჩუნჩხის დამწვარი სკოლის მოსწავლეები დროებით სხვა შენობაში სწავლობენ [Photo/Video] იმისათვის, რომ 2 ნოემბერს სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარმართულიყო, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მოიძია ალტერნატიული ფართი, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობამ სკოლას უსასყიდლოდ გამოუყო. აღნიშნულ რეაბილიტირებულ შენობაში სკოლას დაეთმო 4 ოთახი - 3 ოთახში განთავსდა სკოლის დაწყებითი კლასები, სულ 9 მოსწავლე და ერთ ოთახში მოეწყო სამასწავლებლო, შენობაში შეტანილია ყველა საჭირო ინვენტარი (მერხები, დაფები და ა.შ.). სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად, როგორც სკოლის ძირითად შენობაში, ასევე გამგეობის მიერ გამოყოფილ ალტერნატიულ ფართში. სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის ყველა პირობა შექმნილია“, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს განცხადებაში.

დამწვარი სკოლა სოფელ ჩუნჩხაში, კადრები უკომენტაროდ




[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

20.03.2019 ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.03.2019 'ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია'– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება

21.03.2019 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

19.03.2019 სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ჩუნჩხის დამწვარი სკოლა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს
სოფელ ჩუნჩხაში სკოლის შენობა დაიწვა
ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლა ჩუნჩხაში [photo]
ღორთუბნელ მოსწავლეებს გაკვეთილები ზედუბნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩაუტარდებათ
სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა
ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლა ღორთუბანში [Photo]
სოფელ ღორთუბანში გაკვეთილები საცხოვრებელ სახლში ტარდება