FM97.5 / LIVE

პირველკლასელები ინგლისურს ვერ ძლევენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.04.2012
გასული წლის სექტემბერში ინგლისური ენის სწავლა პირველი კლასიდან დაიწყო. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს ენის ათვისება უჭირთ.

2011 წლის სექტემბრიდან ყველა პირველკლასელის მშობელმა დედაენასთან ერთად საერთაშორისო საგამომცემლო კომპანია მაკ მილანის ინგლისური ენის სახელმძღვანელოც შეიძინა. თუ აქამდე უცხო ენის სწავლება მესამე კლასიდან იწყებოდა, გასული სასწავლო წლიდან ქართულ ანბანთან ერთად პირველკლასელებმა ინგლისური ანბანის სწავლაც დაიწყეს. რაც, მშობლების თქმით, არც ისე ადვილი აღმოჩნდა.

შვიდი წლის ირაკლი მალე პირველ კლასს დახურავს. დედა ამბობს, რომ ბავშვს ინგლისურს დამატებით თუ არ ამეცადინებს, პროგრამას საერთოდ ჩამორჩება და ვეღარ დაძლევს.

- “უჭირს ინგლისური სიტყვების დამახსოვრება. წინადადების თარგმნაზე და უფრო რთული დავალებების შესრულებაზე აღარ ვსაუბრობ. ახლა თუ ვერ დაძლია პროგრამა, მაღალ კლასებში უფრო გაუჭირდება”, - გვეუბნება ასმათ კაპანაძე.

იგივე პრობლემის წინაშე დგას მანანა იაძეც: “ძალიან უჭირს იმ დავალებების შესრულება, რაც წიგნშია მოცემული. მეც არ ვიცი ინგლისური, რომ დავეხმარო. რამდენჯერმე არასწორად ვასწავლე სიტყვები და მერე, როცა მასწავლებელმა გაუსწორა, სულ დაიბნა, ვეღარ მიხვდა რა უნდა დაემახსოვრებინა”.

სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში მასწავლებლებმა პირველი კლასის მოსწავლეების მშობლებს კითხვარები შეავსებინეს იმის გასარკვევად, როგორ ითვისებენ ბავშვები ინგლისურ ენას.

- “კითხვარებში ტყუილები ჩაგვაწერინეს, თითქოს ბავშვები პროგრამას კარგად ართმევენ თავს. რეალურად, არც ჩემმა შვილმა და არც მისმა თანაკლასელებმა არაფერი იციან. როცა მასწავლებელს ვუთხარი ბავშვი პროგრამას ვერ ითვისებს-თქო, მითხრა რა ვქნა, პროგრამაში რაც არის მოცემული, იმას გავდივართო”, - ამბობს ერთ-ერთი პირველკლასელის მშობელი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

ინგლისური ენის მასწავლებლები ამბობენ, რომ პროგრამა ნამდვილად რთულია და ძნელი შესასრულებელია დავალებებიც.

- “პირველკლასელისთვის საკმაოდ რთულია ამ სახელმძღვანელოთი სწავლა. ფაქტობრივად, წერით დავალებებს საერთოდ ვერ ასრულებენ. ამ წიგნით შეუძლებელია მასალა სრულყოფილად გაიარო”,- ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო ბეგიშვილი.

სახელმძღვანელოს და სწავლის მეთოდს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ამის შესახებ გულიკო ბექაურიც საუბრობს: “ზოგადად რეფორმა კარგია, თუმცა მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალიწინებელი. პირველი ეს არის სწავლების მეთოდი. თუ მეთოდიკა არ შეესაბამება ბავშვის ასაკობრივ მოთხოვნას, პრობლემები გარდაუვალია. ასევე მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოს შერჩევა. შინაარსიც და ვიზუალური მხარეც 5-6 წლის ასაკის ბავშვის შესაფერისი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი ცუდი იქნება”.

ექსპერტები ამბობენ, რომ საწყის ეტაპზე ბავშვმა განათლება მხოლოდ მშობლიურ ენაზე უნდა მიიღოს. უცხო ენის შესწავლა 5-6 წლის ასაკში ბავშვის შესაძლებლობებს ამცირებს.

ფსიქოლოგი დალი ასპანიძე იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ პირველკლასელი ბავშვი ზოგადად ფსიქოლოგიურად სკოლისთვისაც მოუმზადებელია: “უნდა შეეჩვიოს სკოლის წესებს, უნდა ისწავლოს მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა, მათემატიკა. ამ ყველაფერს ემატება უცხო ენაც, რომელიც კიდევ უფრო ტვირთავს ბავშვის გონებას”.

მისივე თქმით, ამ პერიოდში ყურადღება მშობლებსაც უცხო ენაზე გადააქვთ, რის გამოც უკვე მშობლიური ენა რჩება ჩრდილში: “ბავშვს ვტვირთავთ ზღვა მასალით. ეს ცხადია არ იქნება შედეგიანი. თუ გვინდა, რომ ინგლისური ენის სწავლებამ შედეგი გამოიღოს, მაშინ უცხო ენა მაღალ კლასებში უნდა ისწავლებოდეს”.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ინგლისური ენის სპეციალისტის ვაკანსია ახალციხეში
ინგლისური ენა ”ნახტომით”
ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა
ახალციხეში ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დასრულდა
კონფერენცია ინგლისური ენის მასწავლებელთა დასახმარებლად

შემაჯამებელი ღონისძიება ინგლისური ენის შემსწავლელთათვის
ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია