FM97.5 / LIVE

მოხეს სადავო შენობის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.11.2016
სოფელ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის შემსწავლელმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, – კომისიას მუსლიმებისთვის შესათავაზებელი ორიი ვერსია აქვს, საბოლოო გადაწყვეტილება თავად მუსლიმებმა უნდა მიიღონ.

მოხეს სადავო შენობის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო

როგორც კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ განაცხადა, კომისიის გადაწყვეტილებით, მოხეში, სოფლის ცენტრში მდგარი სადავო შენობა არცერთ მხარეს არ გადაეცემა.

"მოხდება მისი დაცულობა, შენობა იქნება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ", – განაცხადა ნიკა ანთიძემ.

მისივე განმარტებით, კომისიას ორი ვერსია აქვს, რომელსაც მუსლიმებს შესთავაზებენ. პირველი: სახელმწიფო შეისყიდის იმ შენობას, რომელშიც მუსლიმები აქამდე ლოცულობდნენ და მას გადასცემს მუსლიმებს. და მეორე, სახელმწიფო სოფელ მოხეში შეისყიდის მიწას და იმ მიწაზე მუსლიმებს აუშენებს სალოცავს.

ნიკა ანთიძის განმარტებით, ამ ვერსიებს დაეთანხმნენ კომისიის წევრი მუსლიმებიც და მართლმადიდებლებიც. ახლა ამ ვერსიებს ადგილობრივ მუსლიმებს შესთავაზებენ, გადაწყვეტილება ადგილობრივებმა უნდა მიიღონ.

ეს კომენტარი შეხვედრიდან გამოსულმა ნიკა ანთიძემ მედიასთან გააკეთა. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დეტალებზე "სამხრეთის კარიბჭე" მუშაობს. თვალი ადევნეთ ვებგვერდს.

შეგახსენებთ, დღეს, 3 ნოემბერს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სოფელ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის სხდომა მიმდინარეობდა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო.

სოფელ მოხეში, ადგილობრივი მუსლიმები და მართლმადიდებლები სოფლის ცენტრში მდგარ შენობაზე დაობენ. მუსლიმები ამბობენ, რომ ეს შენობა მეჩეთია და მათ უნდა გადაეცეთ, ქრისტიანები კი აცხადებენ, რომ ეს მეჩეთი ეკლესიის ქვებით აშენდა, ის მოქმედი მეჩეთი არასდროს ყოფილა და მის მუსლიმებისთვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან. აღნიშნულზე ორი წლის წინ ადგილობრივებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. სწორედ მაშინ შეიქმნა შენობის წარმომავლობის დამდგენი სახელმწიფო კომისია.

[sknews.ge]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხეში სოფელ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის სხდომა მიმდინარეობს
სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს ე.წ. მოხეს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება
მამუკა ვაშაყმაძე მოხეს კომისიის დასკვნაზე: მოგვიწევს დისკუსია, თუმცა, რადიკალიზმი არ იქნება
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება მოხეს კომისიის დასკვნაზე
მუსლიმი მრევლი მოხეში: „ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ გვინდა“
მოხეს სადავო შენობის საკითხზე კომისია ახალციხეში იმსჯელებს
სამართალდამცავებმა მოხეს სადავო შენობის კარი აჭედეს