FM97.5 / LIVE

ახალქალაქის აუზის შემოსავლები ხარჯებს ვერ დაფარავს

მთავარიეკონომიკა 05.02.2013
1 თებერვლიდან ახალქალაქის აუზი ფასიანი გახდა. ასაკის მიხედვით გადასახადი 10–დან 40 ლარამდე მერყეობს, თუმცა, წინასწარი გაანგარიშებით, აუზის ხარჯებს ეს შემოსავლები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნაწილობრივი დაფინანსების მიუხედავად, ვერ დაფარავს.

ახალქალაქის აუზის შემოსავლები ხარჯებს ვერ დაფარავს
ახალქალაქის დახურული აუზი 2012 წლის სექტემბერში ამუშავდა. აქამდე აუზზე შესვლა უფასო იყო, რადგან გადასახადის ოდენობა არ იყო გადაწყვეტილი. 1 თებერვლიდან აუზი ფასიანი გახდა. არსებობს სამი ტარიფი: 7–დან 13 წლამდე ბავშვებისთვის თვეში 10 ლარი, 14–დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის 20 ლარი, ხოლო 18 წლის ზევით ხალხისთვის თვეში 40 ლარი. მეცადინეობა კვირაში სამჯერ იქნება.

აუზის გახსნისას გადაწყვეტილი იყო, რომ ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120,000 ლარით დაფინანსებოდა, თუმცა წელს, რადგან აუზი ფასიანი გახდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ 100,000 ლარამდე გამოიყო. აუზის დირექციის გაანგარიშებით, კომპლექსის ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით 15,000 ლარს შეადგენს. მაგალითად, იყო თვე, როცა მხოლოდ ბუნებრივი აირისთვის 10,000 ლარი გადაიხადეს, ხოლო ზოგიერთ თვეში 3,000 ლარიც საკმარისია. ეს ჰაერის ტემპერატურაზეა დამოკიდებული.

„თუ გადასახადს თვეში ადამიანზე 500 ლარს დავაწესებდით, მაშინ ხარჯებს ნამდვილად დავფრავდით, მაგრამ შეუძლია კი ხალხს ამდენის გადახდა?! ვფიქრობ, რომ არა. ჩვენ ყველაზე მინიმალური ტარიფები დავაწესეთ. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, მაშინ საერთოდ დავიხურებოდით. მხოლოდ ახლა გავხადეთ აუზი ფასიანი და არ ვიცით, იქნებ ამის შემდეგ ნახევარი ხალხი აღარ მოვიდეს ან პირიქით. ჯერჯერობით პასუხის გაცემა მიჭირს“, – ამბობს ახალქალაქის აუზის დირექტორი აშოტ ხანოიანი.

14 წლის გიორგი ჰაკოფიანმა ახლა 20 ლარი უნდა იხადოს. იგი დარწმუნებულია, რომ მშობლები დათანხმდებიან და აუზზე ისევ ივლის.
„რაც აუზი გაიხსნა, მას მერე დავდივარ. ძალიან მომწონს. ცურვა არ ვიცოდი და აქ ვისწავლე. უკვე დიდების აუზში ვცურავ. მგონია, რომ მშობლები გადამიხდიან“, – ამბობს გიორგი.

ამ ეტაპზე აუზზე 250 ბავშვი და უფროსი დადის.

აუზზე სპარტაკ ბაღდასარიანის ორივე ვაჟიშვილი დადის, ერთი 12 წლისაა, მეორე 13–ის.

„ჩვენთვის ნორმალური ფასია, არ ვჩივით. ჩემი აზრით, როცა უფასოა, შედეგი მთლად ის არ არის, რაც უნდა იყოს, რადგან ხალხი ფიქრობს, რომ ფასიანი ყველაფერი უკეთესია. თვეში 25 ლარამდე გადასახადი გვაწყობს, მაგრამ მეტი თანხის გადახდა ჩვენი ოჯახისთვის მისაღები უკვე აღარ იქნება. ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან“, – ამბობს სპარტაკ ბაღდასარიანი.

აუზს პროფესიონალი ტრენერი, რომელიც ბავშვებს ცურვას პატარა ასაკიდან ასწავლიდა, არ ყავს. დირექტორის აშოტ ხანოიანის თქმით, ტრენერის ვაკანსიაზე კონკურსიც კი გამოაცხადეს, მაგრამ ცურვის პროფესიონალი მწვრთნელი მაინც ვერ იპოვეს.

„პროფესიონალები ვერ ვიპოვეთ, მიღებული განაცხადებიდან კი კონკურსის წესით შედარებით შესაფერისი კადრები ავირჩიეთ. კარგი იქნება, მერე მაინც თუ ვნახავთ ასეთ კადრს, რადგან ახლა 4–5 წლის ბავშვებს ვერ ვიღებთ. აუზზე მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებს ვუშვებთ“, – ამბობს აშოტ ხანოიანი.

აუზზე არის ქალების და მამაკაცების ჯგუფები, რომელთა მეცადინეობები სხვადასხვა დღეებშია. დღეში 4–5 ჯგუფი ცურავს, თითოეული ჯგუფი თითო საათს.

აუზზე დადის ხალხი, ვინც ცურვა იცის და ვინც არ იცის. ტრენერის ოგანეს სააკიანის თქმით, აუზში ცურვა უფრო ძნელია, ვიდრე ზღვაში ან მდინარეში, ამიტომ ზოგიერთ ბავშვს, ვისაც ჰგონია, რომ ცურვა იცის, აქ შედარებით უჭირს და ტრენერის ინსტრუქცია სჭირდება.

„ბევრი ისეთი მოდის, ვინც ცურვა არ იცოდა, მაგრამ უკვე მეტ–ნაკლებად ისწავლა. ზოგ ბავშვს ერთი კვირა ყოფნის, ზოგს კი თვეც ჭირდება ცურვის სასწავლად. სხვადასხვანაირი ბავშვები არიან, ყველაფერი ადამიანის ფიზიკურ მომზადებაზეა დამოკიდებული. აქ საჭიროა ძალა, რომ იცურო და წინ იარო“, – ამბობს ოგანეს სააკიანი.

აუზში წყალი ფილტრაციისა და ქიმიკატების მეშვეობით სუფთავდება. წყალი 25C ტემპერატურისაა. მოცურავეები შენობაში შესაბამისად ჩაცმულები მოდიან და წყალში ჩასვლამდე შხაპს იღებენ. აუზის საშხაპეები ტუმბოს დახმარებით მუშაობს, ამის გარეშე წყალი, დაბალი წნევის გამო, ონკანებიდან არ წამოვიდოდა.


[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის საცურაო კომპლექსი: პრეისტორია და პრობლემები
რა ეტაპზეა საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში
ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის მოსამზადებლად კომპანია შეირჩა
ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობისთვის  საპროექტო დოკუმენტების მომზადება მარტში დასრულდება
‘საცურაო აუზის მშენებლობისთვის დონორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს’ - მგფ
ახალციხეში საცურაო აუზის ასაშენებლად 11 მლნ ლარი განისაზღვრა
ახალციხეში საცურაო აუზის ასაშენებლად დონორი მოიძებნა