FM97.5 / LIVE

"ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 31.10.2016
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, საკონსტიტუციო უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში სახელისუფლო პარტია 115 დეპუტატით შევა.

"ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა
50 მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართა, 48 მათგანში გამარჯვებული ,,ქართული ოცნების“ დეპუტატია.
შესაბამისად, ორივე ტურის შედეგების მიხედვით, ახლად დაკომპლექტებულ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ,,ქართული ოცნების დეპუტატები წარმოადგენენ. ისინი პარლამენტში 115 დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილი.

სახელისუფლო პარტიამ პროპორციული წესით 44 მანდატი მიიღო, 73 მაჟორიტარული ოლქიდან კი, 71 მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანა.

საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს შეინარჩუნებს კვლავაც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მეცხრე მოწვევის პარლამენტში იგი 27 დეპუტატით შევა.

საბოლოოდ, მეცხრე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა ასეთი იქნება:

,,ქართული ოცნება“ – 115 მანდატი;
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27 მანდატი;
,,პატრიოტთა ალიანსი“ – 6 მანდატი;
,,მრეწველები“– 1 მანდატი;
დამოუკიდებელი კანდიდატი –1 მანდატი.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს.

2016 წლის მოწვევის პარლამენტში 150 სადეპუტატო მანდატი 77 პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატსა და 73 მაჟორიტარს შორის ნაწილდება.

[თაკო ფეიქრიშვილი,ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

მეცხრე მოწვევის პარლამენტში 24 ქალი დეპუტატია
როგორ გადანაწილდება მანდატები – ცესკომ ხმების დათვლა დაასრულა
ზაქარია ქუცნაშვილმა საპარლამენტო მანდატი დატოვა
ახალქალაქის საკრებულოში  ‘ოცნებიდან’ 31, ოპოზიციიდან კი 7 დეპუტატი იქნება
2 ოპოზიცია, 24 „ოცნება“ – საკრებულოს შემადგენლობა ნინოწმინდაში
ვინ იქნებიან ადიგენის საკრებულოს წევრები
როგორ კომპლქტდება საკრებულო ასპინძაში