FM97.5 / LIVE

საიას რეკომენდაციები არჩევნების მეორე ტურის წინ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 29.10.2016
დღეს, 29 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებტან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაცია გამოაქვეყნა.

საიას რეკომენდაციები არჩევნების მეორე ტურის წინ

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს დაკვირვებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე.

პირველ ტურსა და განმეორებით არჩევნებზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების და პრობლემების საფუძველზე, საია რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის სუბიექტებს და მოუწოდებს, მიიღონ ყველა გონივრული და შესაბამისი ზომა, რათა ხელი შეუწყონ არჩევნების მეორე ტურის უფრო მაღალი ხარისხით და უკეთეს გარემოში ჩატარებას.

კერძოდ, ორგანიზაცია მიმართავს:

საარჩევნო ადმინისტრაციას:

- იმოქმედონ კანონით დადგენილი წესების და პროცედურების განუხრელი დაცვით, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად ხელი შეუწყონ და უზრუნველყონ ამომრჩევლის მიერ ნების თავისუფალი გამოხატვა;

- უზრუნველყონ უსაფრთხო და სათანადო სამუშაო პირობები დამკვირვებელთათვის;

- საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დაწერილ საჩივრების განხილვის დროს უზრუნველყონ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება კანონის მოთხოვნების დაცვით; მათ შორის, საჩივარში ასახული დარღვევების დეტალური შესწავლა, მტკიცებულებათა ჯეროვანი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება; დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომების გამოყენება; ზემდგომმა ადმინისტრაციებმა პროაქტიულად შეისწავლონ ინფორმაცია დაფიქსირებული დარღვევების შესახებ და მიიღონ შესაბამისი ზომები;

- ცესკომ უზრუნველყოს უბნებიდან შემოსული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლების ცესკოს ვებ გვერდზე დაუყოვნებლივი განთავსება, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად;

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო გარემო, დაიცვას საარჩევნო პროცესი და მასში მონაწილე სუბიექტები ძალადობის და უკანონო მოქმედებებისაგან.

საარჩევნო სუბიექტებს:

- განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე ისეთი განცხადებებისგან, რომელიც წაახალისებს ან შეიწყნარებს ამგვარ ინციდენტებს.

- თავი შეიკანონ იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებისგან, რომელიც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიის აქტივისტებისა და კოორდინატორების მობილიზებაში გამოიხატება, რაც რიგ შემთხვევებში წარმოადგენს ამომრჩევლის ნებაზე ირიბი ზეგავლენის მოხდენას.

სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს:

- უზრუნველყონ თავიანთი წარმომადგენლების კანონშესაბამისი და ეთიკური ქცევა საარჩევნო პროცესზე დაკვირვების დროს, იმოქმედონ კანონით მათთვის დადგენილი მანდატის ფარგლებში.

სასამართლო ხელისუფლებას:

საარჩევნო დავების განხილვის დროს უზრუნველყონ კანონის მართებული განმარტება და გამოყენება, მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილებები და უზრუნველყონ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განხორციელება.

[sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

07.04.2020 ‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

07.04.2020 ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

07.04.2020 ‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არჩევნების მეორე ტურს საარჩევნო ადმინისტრაცია უცვლელი შემადგენლობით ჩაატარებს
ახალციხის საარჩევნო ადმინისტრაციები ეთიკის კოდექსის ხელმომწერები გახდნენ
კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის – საია
ISFED: საოლქო კომისიებში წარდგენილი 244 საჩივრიდან 93 სრულად დაკმაყოფილდა
კენჭისყრის პროცესი დასრულდა (R)
საიამ თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგები შეაჯამა
ცესკოს სხდომა, სადაც მეორე ტურის თარიღი უნდა დანიშნულიყო გადაიდო