სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

თვითნებურად დაკავებული შენობა და ხელისუფლების დუმილი – ვეტერანები სკოლის ყოფილ შენობაში შესახლდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.10.2016
არჩევნებამდე ვეტერანების მიერ უნებართვოდ დაკავებული შენობა, რაზეც ერთი თვეა სახელმწიფო ორგანოები არ რეაგირებენ; თვითმმართველობის დუმილი და ვარაუდი, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირებაა, რომელიც ხმების მისაღებად გამოიყენეს.

თვითნებურად დაკავებული შენობა და ხელისუფლების დუმილი – ვეტერანები სკოლის ყოფილ შენობაში შესახლდნენ

ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა –ინტერნატი იყო განთავსებული, 9 ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. ავარიულ შენობაში განთავსებულები აცხადებენ, რომ ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები არიან.

ვის ეკუთვნის შენობა, რომელიც თვითნებურად დაიკავეს

თვითნებურად დაკავებული შენობა და ხელისუფლების დუმილი – ვეტერანები სკოლის ყოფილ შენობაში შესახლდნენ ყოფილ სკოლაში ვეტერანები თვითნებურად, არჩევნების პირველ ტურამდე ორი კვირით ადრე, 24 სექტემბერს შევიდნენ. შენობა, რომელიც მათ დაიკავეს 2013 წლიდან თავისუფალია.
სკოლა სხვა შენობაში გადაიტანეს. მიზეზი ის იყო, რომ აქ ააიპ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრი უნდა გაეხსნა. ამიტომ სკოლის შენობა, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (ბრძანება N1/1-565) გადაეცა. მაშინდელმა ახალციხის საკრებულომ კი ეს ფართი 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად 4089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

„ორი ბოძია ჩარჭობილი, აქ სხვა გაკეთებული არაფერია. თუ რამის გაკეთება უნდოდათ, სად იყვნენ აქამდე?!“ – კითხულობს გარდაცვლილი ჯარისკაცის მეუღლე თეა ნარიმანიძე, რომელმაც სამ შვილთან ერთად უნებართვოდ აქ ორი ოთახი დაიკავა, აქამდე კი ნათესავთან ცხოვრობდა.

რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე გადამზადების ცენტრის გაკეთება?

თვითნებურად დაკავებული შენობა და ხელისუფლების დუმილი – ვეტერანები სკოლის ყოფილ შენობაში შესახლდნენ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ნანა ზუბაშვილი იმას, რომ ამ დრომდე სკოლაში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების ვერ მოესწრო არა ერთი მიზეზით ხსნის. მისი თქმით, პირველი სირთულე იმან შექმნა, რომ ქალაქი და თემი გაიყო და ახალციხის მერია ცალკე ჩამოყალიბდა. ამ თვალსაზრისით კი დოკუმენტებში ცვლილების შეტანას დრო დასჭირდა. მერიის ჩამოყალიბების შემდეგ კი სააგენტომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მაშინდელ მერთან გიორგი კოპაძესთან გააფორმა.

„სააგენტოს გადამზადების ცენტრის გასაკეთებლად თანხა უნდა მოეძიებინა. მაშინ პოლონეთის საელჩოს გრანტი იყო. საუბარი გვქონდა გაეროსთან და ქეასთანაც. თანხის აკუმულირებას ვცდილობდით, 100 000 ლარამდე უკვე გვქონდა, ოღონდ დონორები თვითმმართველობის მხირდან თანადაფინანსებას ითხოვდნენ“, – გვიხსნის ზუბაშვილი.

მისივე თქმით, ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში თანადაფინანსებისთვის 50 000 ლარი გაიწერა კიდეც, თუმცა არასწორად. მუხლი რომელშიც აღნიშნული თანხა იდო, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის ძეგლისთივს უნდა გახარჯულიყო. ამიტომ შესაბამისი ორგანოებიდან ნებართვის მიღებაზე დაიწყეს ზრუნვა. ამასობაში კი აღმოჩნდა, რომ სკოლის ყოფილი შენობა, არანაირ კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა: „ამიტომ ეს თანხა ამასობაში სხვა საჭიროებისთვის დახარჯეს“.

თვითნებურად დაკავებული შენობა და ხელისუფლების დუმილი – ვეტერანები სკოლის ყოფილ შენობაში შესახლდნენ თუმცა, ვიდრე ქალაქის მერიასთან ეს გაუგებრობა შეიქმნებოდა, ზუბაშვილი ამბობს, რომ მანამდე მათთვის უზურფუქტის წესით გადაცემულ შენობაში გარკვეული სამუშაოები განახორციელდა: „ტენდერი იყო გამოცხადებული და გამარჯვებულმა კომპანიამ 3 თვე იმუშავა, 58 ათასი ლარი გავხარჯეთ“.

მერიასთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, შენობაში, რომელიც სააგენტოს უვადოდ გადაეცა, არსებულ საკონფერენციო, სატრენინგო, საგამოფენო ფართს და მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას თვითმმართველობა უსასყიდლოდ გამოიყენებს.

„იქ გარდა საკონფერენციო და სატრენინგო დარბაზებისა კეთდება სასადილო და კაფე, სადაც 23 სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა, ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, მუდმივად დასაქმდებოდა“, – ამბობს ზუბაშვილი.

„ვიღაცამ აქ ფული აკეთოს და მე შვილები ღია ცის ქვეშ დამრჩნენ?! არაფრის ფასად ამ შენობას არ დავტოვებთ!“ – აცხადებს შუშანა კოპაძე და ამატებს, რომ მისი მეუღლე შრომის უუნაროა, რადგან ომში კანტუზია მიიღო, ამის გამო სოციალურად დაუცველები გახდნენ. ბოლოს კი ქირით ცხოვრობდნენ, ფულს ვეღარ იხდიდნენ და თავი აქ შემოაფარეს.

ყოფილ სკოლაში შეჭრილი ყველა ოჯახი აცხადებს, რომ ეკონომიურად უჭირთ და შენობის დატოვებას არ აპირებენ. შეკითხვაზე, აქამდე სად ცხოვრობდნენ, ან ახლა რატომაა სახელმწიფო ვალდებული ბინებით უზრუნველყონ, აცხადებენ: „ჩვენმა ქმრებმა და შვილებმა თავი ამ ქვეყანას შეწირეს, აქამდე ქირითი ვიყავით, ვეღარ გადავიხადეთ, ბინებიდან გვყირდნენ და ეს შენობა იმიტომ დავიკავეთ“.

ზუბაშვილი ვეტერანების შენობაში შესვლაზე: „ეს წინასაარჩევნო დაპირებაა“

თვითნებურად დაკავებული შენობა და ხელისუფლების დუმილი – ვეტერანები სკოლის ყოფილ შენობაში შესახლდნენ როგორ მოხდა ისე, რომ ცხრავე ოჯახს ანალოგიური პრობლემა ერთად შეექმნაა, ამაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსი დავით ფეიქრიშვილი ამბობს: „ყველას ერთად არ ყრიდნენ ბუნებრივია, ერთმანეთს იცნობდნენ და კავშირი ჰქონდათ. 5 თვე ვაკავებდი ამ ხალხს, „პაგრანატრიადის“ ბინებში უნდოდათ შესვლა და მოეცადათ. ჩემი ხათრით გაჩერდნენ, მაგრამ მერე აღარ მოიცადეს და პრინციპში, მართლებიც არიან“.

ამართლებს თუ არა თვითნებურად შენობის დაკავებას, ვეტერანების სამმართველოს უფროსის მსგავსად ახალციხის ადგილობრივი თვიმმართველობაც, რომლის ბალანსზეც ეს შენობაა, უცნობია. მერიაში ამ შენობასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის მისაღებად წერილობით მიმართვა მოგვთხოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მათ საკუთრებაში არსებული შენობა ვეტერანებმა თვითნებურად დაიკავეს, მერიიდან ვეტერანებთან ამ დრომდე არავინ მისულა.

„როცა ამ ადამიანებთან მივედი, მითხრეს ეს შენობა მერიისააო“, – ამბობს ნანა ზუბაშვილი და ამატებს, – „ეს წინასაარჩევნო დაპირებაა, რაც არის გაუაზრებელი და ლოგიკას არ ექვემდებარება“.

თვითნებურად დაკავებული შენობა და ხელისუფლების დუმილი – ვეტერანები სკოლის ყოფილ შენობაში შესახლდნენ თავად შენობაში შეჭრილები კი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ყოფილი სკოლის დაკავებას ასე ხსნიან: „ვიცოდით, რომ აქ დევნილები უნდა შემოჭრილიყვნენ და დავასწარით. მანამდე ქალაქის მერთან კოპაძესთანაც არა ერთხელ ვიყავით მისული ცალ–ცალკე და ვთხოვეთ რომ ბინა მოეცა, მაგრამ გვპასუხობდა, რომ ამის საშაულება არ ჰქონდა და თუ რამე გამოჩნდებოდა, დაგვეხმარებოდა“.

როგორც ვეტერანების სამმართველოში ამბობენ, გიორგი კოპაძეს, რომელიც ახლა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, თუმცა, მანამდე ქალაქის მერი იყო, მესაზღვრეების ყოფილი შენობის თვითმმართველობის ბალანსზე გადაცემა სურდა: „ამბობდა, ფულს ჩავდებ და 200 ოჯახს შევასახლებო“.

რა გეგმა ჰქონდა გიორგი კოპაძეს სოციალურად დაუცველი ვეტერანების ბინებით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ამის გასარკვევად „სამხრეთის კარიბჭე“ მას ტელეფონით დაუკავშირდა.

„არ დაანებებ მაგ ნაციონალობას და ნაციონალების მხარდაჭერას თავს?! ახლა რატომ მეკითხები მაგაზე, რატომ დაიწყე ეგ კამპანია, დღეს დაგჭირდა ასე ძალიან?! ათი დღის წინ რატომ არ მკითხე ან ორი თვის წინ?!“ – გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა.

საქმე სასამართლომდე მივა

თვითნებურად დაკავებული შენობა და ხელისუფლების დუმილი – ვეტერანები სკოლის ყოფილ შენობაში შესახლდნენ სამმართველოს უფროსი დავით ფეიქრიშვილი ირწმუნება, რომ ვიდრე ხელისუფლება ვეტერანებს ალტერნატიულ ფართს არ შესთავაზებს, მათი აქედან გამოყრის უფლება არავის აქვს: „აქ შესულებიდან ერთს კანტუზია აქვს, ერთი დაიჭრა, ერთი საერთოდ გარდაიცვალა და შვილები დარჩა. ყველა გაუბედურებული ოჯახია. ძაღლები ხომ არ არიან, ქუჩაში რომ გამოყარონ?! თან ვეტერანების შესახებ კანონის მე–15 მუხლის თანახმად, მათ ვერ გამოყრიან ისე, თუ ალტერნატიული ფართი არ შესთავაზეს“.

კანონში, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ მე–15 მუხლის ბ ქვეპუნქტში წერია, რომ „მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობას სამაგიეროს მიუცემლად“.

თუმცა, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი წამალაიძე გვიხსნის, შენობა რომელიც ვეტერანებმა დაიკავეს სასამსახურო საცხოვრებელი სახლი არაა: „ასე რომ იყოს, მაშინ ის საცხოვრებლად მათთვის თავდაცვის სამინისტროს უნდა გადაეცა“.

თვითნებურად დაკავებული შენობა და ხელისუფლების დუმილი – ვეტერანები სკოლის ყოფილ შენობაში შესახლდნენ ფეიქრიშვილს სასამართლოს მოგების იმედი, სწორედ ამ მუხლის მიხედვით აქვს. ზუბაშვილი კი დარწმუნებულია, რომ კანონი მის მხარესაა, რადგან ვეტერანები ამ შენობაში ახლა შეიჭრნენ და წლების განმავლობაში აქ არ უცხოვრიათ. თუმცა, ვიდრე იგი სასამართლოს მიმართავს, რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება. მან მომხდარის შესახებ ახალციხის რაიონულ სამმართველოს წერილობით 13 ოქტომბერს აცნობა, თუმცა ამ დრომდე, ისევე როგორც თვითმმართველობას, აღნიშნულზე რეაგირება არც სამართალდამცავებს მოუხდენიათ. ზუბაშვილს ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

„2015 წლის 11 დეკემბრის პოლიციის შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, ჩვენი უწყება არ არის უფლებამოსილი განახორციელოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ღონისძიებები, ანუ ამ შემთხვევაში გამოსახლება. ეს სასამართლოს კომპეტენციაში გადავიდა . ამის შესახებ განცხადების ავტორს აცნობებენ“, – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში.

თვითნებურად დაკავებული შენობა და ხელისუფლების დუმილი – ვეტერანები სკოლის ყოფილ შენობაში შესახლდნენ გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება რომ სასამართლომ უნდა მიიღოს და შემდეგ მოხდეს ამის აღსრულება, ამაზე საიას იურისტი გიორგი წამალაიძეც საუბრობს: „სასამართლოში უნდა მოითხოვონ საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა და ნივთის გამოთავისფლებულ მდგომარეობაში მფლობელისთვის გადაცემა. მოპასუხედ უნდა დაასახელოს ყველა ის პირი, ვინც ამ ფართშია შეჭრილი და სარგებლობს უნებართვოდ. აუცილებელია დასაბუთდეს საკუთრების ხელშეშლის ფაქტი“.

ნანა ზუბაშვილის განცხადებით, თუ იგი შინაგან საქმეთა სამინისტროდან უარყოფით პასუხს მიიღებს, სარჩელს სასამართლოში შეიტანს.
გამოასახლებენ თუ არა დევნილებს ალტერნატიული ფართის გამოყოფის გარეშე, ჯერ უცნობია. მანამდე კი აქ თითო ოჯახი ორ–ორ ოთახშია განაწილებული. არიან ისეთებიც საწოლი და კარადა დერეფანში რომ უდგათ. შენობაში არც წყალი, არც შუქი და არც სხვა კომუნიკაციაა. მიუხედავად არსებული პირობებისა, აქ მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ შენობას სიცოცლხის ფასადაც კი არ დათმობენ.

ზუბაშვილი კი ადგილობრივი თვითმმართველობიდან თანადაფინანსებას მომავალი წლის ბიუჯეტში ისევ ელოდება, ამბობს რომ როგორც მერიაში დაპირდნენ, ამ თანხას ნოემბერში, ბიუჯტის დაგეგმვისას გაითვალისწინებენ. ასევე აწარმოებს მოლპარაკებებს გაეროსთან და სხვა დონორ ორგანიზაციებთანაც. თუმცა, ვიდრე ეს საკითხები გადაწყდება, როგორც ზუბაშვილი ამბობს, აქ მცხოვრებლები შენობის უნიკალურ კედლებს აზიანებენ: „ვთხოვე თვითმმართველობას, რომ ეს მაინც აღეკვეთა, ჩვენ ამ კედლების შენარჩუნებას ვაპირებდით“.

რა შენარჩუნდება ქალაქისთვის საკმაოდ სტრატეგიულ ობიექტზე და ვის დარჩება საბოლოოდ სკოლის ყოფილი შენობა, ალბათ სასამართლო გადაწყვეტს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2017 იმ გოგონას დედამ, რომელიც 7 თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს, თავი ჩამოიხრჩო

09.12.2017 ახალციხეში წიწვოვანი ჯიშის ხეების უკანონოდ გაჩეხვს ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

08.12.2017 იურიდიული დახმარების სამსახურმა მუშაობის ანგარიში წარადგინა

08.12.2017 1 იანვრიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ვეტერანების სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სასამართლოში უჩივიან
ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა
ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]
ახალციხის მერი ვეტერანების მიერ  თვითნებურად  შენობის დაკავებას უკანონოდ აფასებს
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს
სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანების სამმართველოს უფროსი  რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს უპირისპირდება