სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

თოფაძე–მრეწველები: ‘ოცნების’ თხოვნით 11 უბანზე კომისიის წევრები შევცვალეთ

მთავარისიახლე, არჩევნები 28.10.2016
საარჩევნო ბლოკი „თოფაძე–მრეწველები ჩემი სამშობლოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ახალციხე–ადიგენის სარჩევნო ოლქში ტარიელ ხაჩიძე აცხადებს, რომ ახალციხის 11 საარჩევნო უბანზე წევრები „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით შეცვალა.

თოფაძე–მრეწველები: ‘ოცნების’ თხოვნით 11 უბანზე კომისიის წევრები შევცვალეთ

საარჩევნო ბლოკიმა „თოფაძე–მრეწველები – ჩემი სამშობლო“ ახალციხის 13 უბნიდან კომისიის წევრები 11 უბანზე შეცვალა.

„უბანზე, სადაც შენი კომისიის წევრია და 0 მონაცემია იქ უკვე რაღაც საეჭვოა. უფრო მეტ მუშაობას მოვითხოვდი მათგან. ეს ჩემი ინიციატივაც იყო და მათიც“, – აცხადებს „თოფაძე–მრეწველები ჩემი სამშობლოს“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ახალციხე–ადიგენის ოლქშიტარიელ ხაჩიძე.

მისი თქმით, წევრების შეცვლის გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით მიიღო.

„მე ოდითგანვე ვიყავი "ქართული ოცნების" წევრი, მერე კი შევიცვალე და წავედი სხვაგან, მაგრამ მე მათი არასდროს გავმხდარვარ. მე დავმარცხდი, მინდა ისეთი პოლიტიკური ძალა მოვიდეს სათავეში, რომელიც გამოადგება ქვეყანას. მე მივედი და დახმარება გამოვუცხადე „ქართულ ოცნებას“. იქ გავიარეთ დეტალებში ყველაფერი და შევთანხმდით, რომ რაღაც–რაღაცეები შეცვლილიყო. მათმა მთხოვეს, თუ შეძლებთო და წავედი და ყველაფერი გავაკეთე მათთან შეთანხმებით“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ტარიელ ხაჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ N44 ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, 18 უბნიდან, საუბნო კომისიების წევრები "თავისუფალმა დემოკრატებმაც", გაიწვიეს.

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია ახალ წევრებს დღეს დანიშნავს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
 "თავისუფალმა დემოკრატებმა" საუბნო კომისიების წევრები გაიწვიეს
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს
ცესკოს მონაცემები 09:00 საათისთვის ახალციხე–ადიგენის ოლქში
ახალციხე–ადიგენის ოლქში საუბნო კომისიების დაკომპლექტება დასრულდა