FM97.5 / LIVE

ატალახებული ქუჩები [Photo, Video]

მთავარიეკონომიკა 04.02.2013
ახალციხის შიდა ქუჩების მცხოვრებლები საუბნო გზების გაკეთებას ითხოვენ. ქალაქის ბევრ უბანში გადაადგილება შეუძლებელია, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც სასმელი წყლის რეაბილიტაციის გამო ქუჩები გადათხარეს და მიატოვეს.

ატალახებული ქუჩები [Photo, Video]
ერთ-ერთი იმ შიდა ქუჩებს შორის, სადაც მისასვლელი გზა ამორტიზებულია, ასპინძის ქუჩა, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაა.

”ტრასამდე რომ მივაღწიო, ნავი მჭირდება გადასაადგილებლად. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა აქ რომელიღაცა წყლის კომპანია მოვიდა და მთელი ქუჩა გადათხარა. არაფერი გაუკეთებიათ, ასეთ მდგომარეობაში დატოვეს”, - გადათხრილ გზას გვიჩვენებს ასპინძის ქუჩაზე მცხოვრები შოთა თაბუნიძე.

არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა ათონელის ქუჩაზეც. აქ მთელ ტრასაზე წყალი მოედინება და ხშირად მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის სარდაფებში ჩადის.

”საშინელი მდგომარეობაა, ძლივს დავდივართ. ჩვენს ქუჩაზე ბევრი ტურისტი დადის, რადგან სინაგოგაა. ისინიც ხშირად აღნიშნავენ ამ პრობლემას”, - ამბობს ათონელის ქუჩაზე მცხოვრები ემზარ ალავიძე.

ორივე დასახლებაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებას წინასაარჩევნოდ დაპირდნენ, თუმცა, მას შემდეგ არავინ გამოჩენილა.

ასპინძისა და ათონელის ქუჩები გამონაკლისი არ არის. გაცილებით მძიმე მდგომარეობა მარჯანიშვილის, სააკაძის, სარაჯიშვილის, გვარამაძის, პეტრიწისა და ხაშურის ქუჩებზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ, ისედაც გაფუჭებულ ქუჩებზე, ერთ-ერთმა კომპანიამ წყლის მილების ჩაწყობა დაიწყო და გადათხრილი ქუჩები ისევე დატოვა. ამ ქუჩებზე მცხოვრებლებს არათუ ფეხით, გადაადგილება მანქანებითაც უჭირთ.

მარჯანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა ხელმოწერები შეაგროვეს და დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს.

”იმედია დაგვეხმარებიან, ჯერ პასუხი არ მოგვსვლია. თუ აქ არაფერი გამოგვივიდა, თბილისშიც მივმართავთ შესაბამის დაწესებულებებს. ასეთ მდგომარეობაში ცხოვრება შეუძლებელია”, - ამბობს მარჯანიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მერაბ მაღრაძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ გამუდმებული ტალახი და წყალი მათ სარდაფებს ანესტიანებს, ბინძურდება მეზობელი ქუჩებიც.

”ჩვენი ქუჩებიდან გადასული ტალახი მთელს ვარძიის ქუჩას აბინძურებს”, - გვეუბნება მარაჯანიშვილზე მცხოვრები მზია ზურაბიშვილი.

ყველა მსგავსი ქუჩის მცხოვრები ამბობს, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს.

”ჩვენს ქუჩაზე არაერთი გამგეობაში მომუშავე პიროვნება დადის, სხვა თანამდებობის პირებიც. როგორც ჩანს, ეს პრობლემა არ აწუხებთ, რადგან ყურადღებას არავინ გვაქცევს”, - გვეუბნება პეტრიწის ქუჩაზე მცხოვრები ვანო კოჟორიძე.

მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე ჩივიან თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლებიც. ცენტრალური სტადიონის მოპირდაპირე მხარეს დაზიანებული წყლის მილიდან წამოსული წყალი მთელს ტრასას ტბორავს. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩივილს აზრი არ აქვს, ყურადღებას მაინც არავინ აქცევთ და ამიტომ საუბარიც არ უნდათ.

სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშოებს ქალაქის შიდა ქუჩებზე კომპანია ”შინაშხარი” ასრულებდა. სამუშაოები ყველა ქუჩაზე ნაწილობრივაა დასრულებული, გადათხრილი გზები ყველგან ხელუხლებელი დარჩა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი ამბობს, რომ გადათხრილი გზების მოწესრიგება მშენებელ კომპანიას ევალება. ”შინაშხარის” დირექტორთან საუბრით გაარკვია, რომ კომპანიას სამუშაოები რამდენიმე ეტაპად უნდა შეესრულებინა. პირველი ეტაპი დაასრულა, თუმცა თანხა ვერ მიიღო, ამიტომ სამუშაოებს ვეღარ აგრძელებს.

”ყველა ტექნიკა, რაც საჭირო იყო, ჩამოვიყვანე ახალციხეში, მაგრამ უსახსრობის გამო ვეღარ ვასრულებო. ფაქტობრივად, ის ქონება, რაც იყიდა და ჩამოიტანა, ღია ცის ქვეშაა დაყრილი”, - ამბობს ხითარიშვილი და აქვე ამატებს, რომ კომანიას გასული კვირის დასაწყისში ესაუბრა და მიიღო პირობა, რომ როგორც კი თანხა გამოჩნდება, კომპანია სამუშაოებს გააგრძელებს, - მითხრა, როგორც კი მექნება გარკვეული რესურსები, უყოყმანოდ დავიწყებ მუშაობასო. ანუ თვითონ შეთანხმდნენ დამკვეთი და შემსრულებელი, რაღაც ვადაზე. ორივემ გადავადება ითხოვა, ერთმა მხარემ იმისთვის, რომ სამუშაო დასრულოს და მეორემ იმისთვის, რომ უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება გადაიხადოს”.





[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

წვიმამ განსაკუთრებით სამი ქუჩა დააზარალა
რატომ ეშინიათ დაზიანებული წყლის მილის ხაშურის ქუჩაზე მცხოვრებლებს?
გვარამაძეზე მცხოვრებლებს გამგებელმა იმედი გაუცრუა
ახალციხეში, ვარძიის ქუჩაზე ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან
სამი დღეა ზარზმელის ქუჩას სასმელი წყალი არ აქვს
ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა
დასახლება მხოლოდ მშრალი ამინდისთვის