FM97.5 / LIVE

საკრებულომ ინფექციების კონტროლისთვის მეთოდური რეკომენდაცია დაამტკიცა

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.10.2016
ქალაქ ახალციხის საკრებულომ ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას, ინფექციების კონტროლისათვის მეთოდური რეკომენდაცია დაამტკიცა.

საკრებულომ ინფექციების კონტროლისთვის მეთოდური რეკომენდაცია დაამტკიცა

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ის მეთოდური რეკომენდაციები და კითხვარის ფორმა დაამტკიცა, რომლებიც ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას, ინფექციების პრევენციისა და კონტროლისათვის არის საჭირო.

კანონის მიხედვით, ესთეტიკურ ცენტრებისა და სილამაზის სალონებისათვის, ოქტომბრის თვიდან რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. ამ კუთხით მომუშავე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ამისათვის მათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ.

გარდა ამისა, ოქტომბრის თვიდანვე დაიწყო სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში სანიტარული ნორმების კონტროლი დაიწყო. მონიტორინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.

როგორც ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ფატი ხაბულიანი აღნიშნავს, ამ დროისათვის ქალაქში მოქმედი ასამდე ფიზიკური პირი, ინდ. მეწარმე უკვე დარეგისტრირებულია.

„ჩვენ აღვწერეთ რამდენია ასეთი დაწესებულება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. ჩავუტარეთ ტრენინგი, დავურიგეთ მთავრობის დადგენილება, სადაც გაწერილი იყო რა პირობებსა და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ამ კონკრეტულ საქმიანობაზე მომუშავე ფიზიკური თუ იურიდიული. რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, ისინი დარეგისტრირედნენ“, – განმარტა ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატებთან ფატი ხაბულიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სალონებში კონტროლი უკვე მიმდინარეობს. თუკი აღმოჩნდება ისეთი შემთხვევა, რომ მსგავს საქმიანობაზე მომუშავე იურიდიული ან ფიზიკური პირი რეგისტრირებული არ იქნება, მას მუშაობა ეკრძალება და დაჯარიმდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე განისაზღვრება, რაც იმაზეა დამოკიდებული რამდენჯერ მოხდება დაჯარიმება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში შედის და იგი ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით ხორციელდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

21.04.2019 26 აპრილამდე საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდი იქნება

20.04.2019 საქმე, რომლის ფასიც ‘ღმერთმა იცის’ [ფოტო/ვიდეო]

20.04.2019 ასპინძაში 'ასპინძის ბრძოლის' დღე აღნიშნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

2016 წლიდან სილამაზის სალონების შემოწება იწყება
ჯანდაცვის სამსახურმა ახალციხეში სალონების შემოწმება დაიწყო
საკრებულომ ჯანდაცვის სამსახურს სალონების კონტროლის გაძლიერება დაავალა
ასპინძაში სალონების კონტროლი იწყება
ახალციხეში სილამაზის სალონებს შეამოწმებენ
ჯანდაცვის სამსახურს ახალციხეში სალონების შემოწმება ჯერ არ დაუწყია
იცავენ თუ არა ახალციხის სალონებში ჰიგიენურ ნორმებს არავინ აკონტროლებს