FM97.5 / LIVE

ენმ: ახალციხეში "ნაციონალების" აქტივისტსა და რეგიონის გუბერნატორს შორის ინციდენტი მოხდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 27.10.2016
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფაში, გუბერნატორის მეგობარს გიორგი ბალიაშვილს კი ცემაში ადანაშაულებს.

ენმ: ახალციხეში "ნაციონალების" აქტივისტსა და რეგიონის გუბერნატორს შორის ინციდენტი მოხდა
ენმ–ს აქტივისტი ნიკოლოზ ხიზაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი. ენმ–ს ახალციხის ოფისი. 27 ოქტომბერი, 2016წ.

როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, შემთხვევა დღეს, 27 ოქტომბერს, ახალციხის სოფლების მუსხი–ურაველის გზაზე, ორჯერ მოხდა.

პარტიის ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე–ადიგენის ოლქში, ვაჟა ჩიტაშვილი (რომელიც მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი კოპაძეს უპირისპირდება), ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა. მთელი დღის განმავლობაში მათ თეთრი ფერის მსუბუქი ავტომობილი დაყვებოდათ, რაც კანდიდატის თანმხლებმა აქტივისტმა ნიკოლოზ ხიზაძემ ვიდეოკამერით გადაიღო.

როგორც ნიკოლოზ ხიზაძე ამბობს, მუსხი–ურაველის გზაზე გარკვეული შეფერხების გამო მას მანქანის შეჩერება მოუხდა. აქ კი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე, თავისი სამსახურეობრივი მანქანით წამოეწიათ: „გუბერნატორის მანქანიდან უცნობი პიროვნება გადმოვიდა, გამეცნო როგორც გიორგი ბალიაშვილი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა, თან მაგინა. მანქანაში ჩაყო ხელი , კამერა ამოიღო, რომელშიც გადაღებულია როგორ დაგვყვება ყველგან თეთრი მანქანა, მერე დაჯდა გუბერნატორის მანქანაში და წავიდა“.

მომხდარის შესახებ ხიზაძემ მანქანით წინ მიმავალ ვაჟა ჩიტაშვილს შეატყობინა, ჩიტაშვილმა კი პოლიციას აცნობა. როგორც ხიზაძე ყვება, სოფლიდან უკან დაბრუნების დროს, ურავლის გზაზე, გუბერნატორმა მანქანით ისევ გააჩერა.

„გადმოგვიყვანეს მანქანიდან და დამიწყეს ცემა, სახეში შემაფრუთხეს, გუბერნატორი უშვერი სიტყვებით იგინებოდა ჩემი და „ნაციონალების“ შტაბის მისამართით. ბალიაშვილმა წიხლი ამომარტყა. მათ თან 20–30 კაცი ახლდათ. მარტო უძლური ვიყავი, ამდენთან ერთად ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ ეს ყველაფერი რეაგირების გარეშე დავტოვე“, – ამბობს ხიზაძე.

მისი თქმით, გუბერნატორის თანმხლები პირები სავარაუდოდ ახალციხელები იყვნენ, მათ სახეზე იცნობს. რაც შეეხება იმ მანქანის სერიას, რომელიც მათ მთელი დღის განმავლოაბში დაყვებოდათ, ხიზაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწვდის: „გარდა კამერაზე გადაღებულისა, სხვა მასალაც გვაქვს და ამასაც გამოძიებას გადავცემთ. ახლა ჩვენი კამერა გუბერნატორთან და ბალიაშვილთანაა“.

სამცხე–ჯავახეთის გუბენიაში საზოგადოებასთან ურთიერთბის წარმომადგენლის ია გოგატიშვილის თქმით, აკაკი მაჭუტაძემ მომხდარის შესახებ არაფერი იცის: „ის არც კი იცნობს ხიზაძეს. მსგავსი არაფერი ყოფილა“.

რაც შეეხება ბალიაშვილს, მას „სამხრეთის კარიბჭე“ ტელეფონით დაუკავშირდა. მან მომხდარი უარყო: რა ზღაპრებს ყვები?! რა კომენტარი, ხო არ აგირევია?! არავითარ შემთხვევაში, ხო არ ღადაობ?! ტყუილი! არც ვიცი რას მელაპარაკები, მგონია, რომ შენ რაღაცას იგონებ“, – გვითხრა მან.

ხიზაძის თქმით, იმ ადგილზე სადაც ინციდენტი მოხდა, გარდა ბალიაშვილისა და მაჭუტაძისა, სოფელ მუსხში გამგებლის წარმომადგენელიც იყო. მუსხში გამგებლის წარმომადგენელი ემზარ ოქრომელიძე ამბობს, რომ მსგავს ფაქტს არ შესწრებია და ამატებს, რომ მთელი დღის განმავლობაში სოფელ ხეოთში, სასამელი წყლის სათავე ნაგებობაზე მშენებლებთან ერთად იყო. თუმცა, მათ ვინაობას, ვისთან ერთადაც ოქრომელიძემ, მისივე თქმით, მთელი დღ გაატარა, ვერ იხსენებს.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

მომხდარს გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ოფისიც. საკითხზე ენმ-ის წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ელენე ხოშტარიას თქმით, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის წევრს გუბერნატორის მანქანიდან გადმოსული ადამიანები, გუბერნატორის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ცოტა ხნის წინ, ჩვენი დეპუტატი დათო დარჩიაშვილი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ საარჩევნო შეხვედრაზე, რომელზეც ის მიდიოდა ჩვენ მაჟორიტარულ კანდიდატთან ერთად და მას ბუნებრივია თან ახლდნენ ჩვენი შტაბის წევრები, ერთერთი ადამიანი, რომელიც იყო კამერით, მას დაეწია გუბერნატორის მანქანა, რომლიდანაც გამოვიდნენ ადამიანები და გუბერნატორის თანდასწრებით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, თავად გუბერნატორი ფაქტიურად მონაწილეობდა ამ ძალადობაში, რომელიც ღიად საუბრობდა, რომ მას არაფერი არ აინტერესებს და ყველა ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობასთან იქნება ასოცირებული, ასე მოექცევიან,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. მეორე ტურში ამომრჩევლის ხმებისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, ვაჟა ჩიტაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" და გიორგი კოპაძე "ქართული ოცნებიდან". პირველ ტურში ვაჟა ჩიტაშილმა ამომრჩეველთა ხმების 44.07%, გიორგი კოპაძემ კი 39.65% მიიღო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ენმ-სა და გუბერნატორს შორის მომხდარ ინციდენტზე დაზარალებული დაკითხეს
შსს: ახალციხეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ
მაჟორიტარები მეორე ტურისთვის ემზადებიან
გიორგი კოპაძე /ვაჟა ჩიტაშვილი – მოგებული და წაგებული უბნები და შანსები მეორე ტურისთვის
30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
ენმ–სა და გუბერნატორს შორის მომხადარ ინციდენტზე ძიება ძარცვის მუხლით დაიწყო