FM97.5 / LIVE

იური ჯიმშერაძის სარჩელი საკრებულოს წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

მთავარისიახლე, სამართალი 27.10.2016
იური ჯიმშერაძის მიერ, ადიგენის საკრებულოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამ ეტაპზე არცერთი მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

იური ჯიმშერაძის სარჩელი საკრებულოს წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ბოლო სასამართლო სხდომა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 26 ოქტომბერს გაიმართა. მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ იური ჯიმშერაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ჯიმშერაძისთვის სადავო ტერიტორიის ჩამორთმევის შესახებ, ადიგენის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ცნო.

ასევე მოსამართლემ, საკრებულოს ჯიმშერაძისათვის 100 ლარის ოდენობის ბაჯის გადახდა დააკისრა, რაც მოსარჩელემ სასამართლო წარმოების დროს დახარჯა.

სასამართლომ ჯიმშერაძის საჩივარი მხოლოდ იმ ნაწილში არ დააკმაყოფილა, სადაც იგი სადავო ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემას ითხოვდა. მოსამართლემ საკრებულოს კომისიას საკითხის ხელახლა შესწავლა დაავალა.

ჯიმშერაძე, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია, თუმცა ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ საჩივარს გაასაჩივრებს თუ არა ამაზე ჯერ ვერ საუბრობს.

„არამგონია გავასაჩივრო, თუმცა ჯერ ჩემს ადვოკატებთან გავივლი კონსულტაციებს და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას“, - გვითხრა იური ჯიმშერაძემ.

ლონდარიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს მოპასუხე მხარეც. ადიგენის საკრებულოს იურისტი შავლეგ ტყემალაძე ჯერ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებას ელოდება: „გადაწყვეტილების შეფასებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ, სავარაუდოდ არ გავასაჩივრებთ“.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭელის მკვიდრმა იური ჯიმშერაძემ, ადიგენის საკრებულოს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ ტერიტორიის დარეგისტრირებისათვის, ერთი წლის წინ მიმართა. საკრებულომ საკითხის განხილვა რვა თვის შემდეგ დაიწყო და ჯიმშერაძეს მიწა არ დაურეგისტრირა, რაც იმით ახსნა, რომ ეს ჭელის მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რადგან ადგილზე სტადიონის მშენებლობა სურდათ.

იური ჯიმშერაძე აცხადებდა, რომ საკრებულომ ეს გადაწყვეტილება მისი რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების გამო მიიღო და სასამართლოში უჩივლა. ჯიმშერაძე ამბობს, რომ მიწის ნაკვეთს 1980 წლიდან ამუშავებდა და ეს მისი ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

იური ჯიმშერაძემ სასამართლოდან სარჩელი უკან გამოიხმო
მუსლიმ მოქალაქეს ადიგენის საკრებულომ მიწა არ დაურეგისტრირა
იური ჯიმშერაძე სადავო მიწაზე სასამართლოში მეორედ ჩივის
სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა
დავა მიწის ნაკვეთზე მუსლიმ მოქალაქესა და საკრებულოს შორის
ახალციხის სასამართლომ თენგიზ ზედგინიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
სოფიო შევჩენკოს სარჩელს სააპელაციო სასამართლო განიხილავს