სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სწავლა სხვის სკოლაში

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 25.10.2016
პირველი საჯარო სკოლის გაჭიანურებული და ვადაგადაცილებული მშენებლობა და სხვა სკოლაში შეხიზნული, შეკვეცილი კლასები.

სწავლა სხვის სკოლაში
ახალციხეში, შოთა რუსთაველის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში,სასწავლო პროცესი ჯერ ისევ არ განახლებულა. აქ სასკოლო ზარის ხმისა და მოსწავლეების ჟრიამულის ნაცვლად, მუშების გადაძახილი და სხვადასხვა ელექტროხელსაწყოს ხმა ისმის.

მშენებელმა კომპანიამ, რომელიც პირველ სკოლას არემონტებს, სამუშაოები ამ დრომდე ვერ დაასრულა. სკოლაში მუშები ახლა კედლებს ღებავენ, შემდეგ კი საკლასო ოთახებში იატაკის დაგება უნდა დაიწყონ.

ამასობაში კი, დროებით სხვა სკოლებში თავშეფარებულ პირველ სკოლას არაერთი გამოწვევის დაძლევა მოუხდა.

ახალიხის პირველი საჯარო სკოლის 950 მოსწავლე, მესამე და მეექვსე სკოლების შენობებში, დღის მეორე ცვლაში სწავლობს. პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლები ამბობენ, რომ მესამე საჯარო სკოლაში, სადაც გასათბობად ღუმელებს იყენებენ, კლასების შეკვეცა მოუხდათ, – მეშვიდე, მეათე და მეთერთმეტე კლასები, სადაც ოთხ-ოთხი პარალელური კლასი იყო, გამსხვილდა და ახლა ოთხის ნაცვლად სამი პარალელური კლასია.

„თუ სკოლის რებილიტაცია ვადებში არ ჩაჯდა და ჩვენ სკოლაში არ დავბრუნდით, სკოლა დაგვეშლება“, – ამბობს პირველი სკოლის მასწავლებელი მაკა ჯანაშვილი.

კლასების შეკვეცის შესახებ, სკოლის სამეურვეო საბჭო 28–29 სექტემბერს მსჯელობდა, 30–ში კი პედსაბჭომ გადაწყვეტილება მიიღო.
რატომ გახდა აუილებელი კლასების გაერთიანება, პირველი სკოლის დირექტორი, ჟუჟუნა გოგოლაური ამაზე საუბრისგან თავს იკავებს.

დირექტორის დუმილის ფონზე, პრეტენზიებს არ მალავენ სკოლის მასწავლებლები, თუმცა, საჯაროდ ამის თქმისგან, ჯერ ისინიც თავს იკავებენ. მასწავლებლები ამბობენ, რომ კლასების გამსხვილების გამო, მათ საათები და შესაბამისად, ანაზღაურება მოაკლდათ.

მართალია, საჯაროდ პროტესტი არ გამოუთქვამთ, მაგრამ, ვითარებაში გასარკვევად, გასულ თვეში, მასწავლებლები პირველი სკოლის ეზოში შეიკრიბნენ. ისინი ცდილობდნენ მშენებლებისგან გაერკვიათ, როდის უნდა დასრულდეს სკოლის რემონტი.

მაშინ, სკოლის ეზოში „სამხრეთის კარიბჭეს“ გამოჩენა, დირექტორს არ ესიამოვნა.

„თქვენ აქ ვინ დაგპატიჟათ?! ჩვენ უბრალოდ შენობის დასათვალიერებლად მოვედით“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციას აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (“Millennium Challenge Corporation- MCC”) აფინანსებს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას 2015 წლის 19 ნოემბერს მოეწერა ხელი, სამუშაოები კი 2016 წლის 12 იანვარს დაიწყო.

ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, 395.000 ამერიკული დოლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა დამატებით შესრულებული სამუშაოებისთვის პროექტში ცვლილებები დაახლოებით 37 000 დოლარის ღირებულების ფარგლებში კიდევ განხორციელდა.
პირველი სკოლის რემონტი სწავლის დაწყებამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ვადამ ჯერ სექტემბრის, შემდეგ კი ოქტომბრის ბოლომდე გადაიწია.

როდის უნდა დასრულდეს საბოლოოდ სკოლის რემონტი, ამ ეტაპზე გაურკვეველია. მშენებელი კომპანიის, „ინტერ პლუსის“ ფინანსური დირექტორი კითხვაზე არ გვპასუხობს, იმ მოტივით, რომ ეს მისი კომპეტენცია არაა.

ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ცნობილია, არის ის, რომ პირველი საჯარო სკოლის გაჭიანურებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, “ათასწლეულების გამოწვევის კორპორაციაში“ შექმნილი სპეციალური კომისია სწავლობს.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ საქართველოს მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი გიორგი კოპალეიშვილი ამბობს, კომისიის დასკვნის შემდეგ გაირკვევა, რა სახის ჯარიმა დაეკისრება მშენებელ კომპანიას ვადის გადაცილებისთვის.
დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როდის შეიძლება დაუბრუნდნენ პირველი სკოლის მოსწავლეები მშობიურ სკოლას, ამაზე პასუხი კი არც კოპალეიშვილს აქვს.

სწავლა სხვის სკოლაში

სწავლა სხვის სკოლაში

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

04.04.2018 პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილიდან იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.04.2018 როგორია ფერომონების შედეგები საქართველოს რეგიონებში

18.04.2018 'მესხეთი' დავით ყიფიანის თასის თამაშებს გამოეთიშა

18.04.2018 ‘დედაენის კვირეული’ მეშვიდე სკოლაში

17.04.2018 ვალეში წყლით მომარაგება აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის პირველი სკოლა ხვალ საზეიმოდ გაიხსნება
ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია იწყება
პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან
ორწლიანი ლოდინი სრულდება – პირველ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებიან
განახლდება თუ არა პირველს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს
პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა