FM97.5 / LIVE

უმცირესობა ‘პოსტფაქტუმ’ – ხმაური ახალციხის საკრებულოში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 24.10.2016
სოფელ ურაველის გზის რეაბილიტაციის საკითხს, დღეს, ახალციხის საკრებულოს დეპუტატების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. უმცირესობა ამბობს, რომ პროექტზე ჯერ ტენდერი გამოაცხადეს და მათი თანხმობა შემდეგ ითხოვეს.

უმცირესობა ‘პოსტფაქტუმ’ – ხმაური ახალციხის საკრებულოში

დღეს, 24 ოქტომბერს, ახალციხის თემის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სოფელ ურაველის გზის რეაბილიტაციის საკითხის განხილვას უმცირესობის პროტესტი მოჰყვა.

უფრო კონკრეტულად, სხდომაზე ხმაური დეპუტატებისგან სამუშაობის შემხსრულებელთან ხელშეკრულების გაფორმებაზე კენჭისყრას მოჰყვა. უმცირესობის დეპუტატები ამბობენ, რომ გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი ისე გამოცხადდა, მათთვის არავის არაფერი უცნობებია, უკვე გამოვლენილია გამარჯვებულიც და მათგან თანხმობა/უარი, მხოლოდ ფორმალობა იქნება.

„დღის წესრიგში წერია „თანხმობა მიეცეს ხელშეკრულებას“ და სად არის ხელშეკრულება?, რასაც უნდა დავეთანხმო?! ის ხელშეკრულება მოიტანეთ, ხალხი არ ხართ?! ამ სამუშაოზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სირცხვილია თქვენ რასაც აკეთებთ“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მაკა სუდაძემ.

უმრავლესობამ დაადასტურა, რომ ტენდერი ნამდვილად დასრულებულია, თუმცა, განმარტა, რომ თუ დეპუტატები ხელშეკრულების გაფორმებას ხმას არ მისცემდნენ, ტენდერს ჩაშლილად გამოაცხადებდნენ.

„სამუშაოები ჯერ არ არის დაწყებული, ამ სამუშაოებზე თანხა მე გადარიცხული არ მაქვს“, – განმარტა ახალციხის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გელა ლომიძემ.

„კარგი, ვთქვათ არ დაგეთანხმეთ, დავუშვათ, რომ წინააღმდეგი ვარ ამ პროექტის განხორციელების, რა აზრი აქვს?! როცა უკვე ტენდერი გაქვთ გამოცხადებული?“– იკითხა მაკა სუდაძემ.

შესყიდვების სამსახურის უფროსმა ქეთევან ინასარიძემ განმარტა, რომ ვალდებული არ არის შესყიდვის პროცედურამდე აიღოს დეპუტატების თანხმობა: „შემიძლია, თუ თანხმობას არ მივიღებ, ჩვეულებრივად შეწყდეს პროცედურა. ამაზე არ დაობენ“.

სხდომას, რომელიც ხმაურით მიმდინარეობდა, ახალციხის გამგებელი ზაზა მელიქიძე შეუერთდა. მელიქიძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობას კანონი არ დაურღვევია, რადგან არსად არ არის მითითებული ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გასცეს საკრებულომ ნებართვა, თუ მას შემდე: „დიახ, პოროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, მაგრამ შესათანხმებელია ხელშეკრულების გაფორმებამდე საკრებულოსთან და სწორედაც ხელშეკრულება ჯერ არ არის გაფორმებული“.

კითხვაზე, თუ საკრებულო უარს იტყოდა ხელშეკრულების გაფორმებაზე, მაშინ რას იზამდა გამგეობა, რომელსაც უკვე ჰყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, გამგებელმა განმარტა: „ეს პროცედურული საკითხებია. მუნიციპალიტეტი განახორციელებდა იმ ქმედებებს, რასაც კანონი ითვალისწინებს“.

უმცირესობა ‘პოსტფაქტუმ’ – ხმაური ახალციხის საკრებულოში

რას ამბობს კანონი, ეს თვითმმართველობის ექსპერტებთან გადავამოწმეთ. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა, თუმცა, უმჯობესი იყო გამგეობას ჯერ თანხმობა მიეღო და ტენდერი შემდეგ გამოეცხადებინა: „შეიძლება გამგეობამ დროის მოგების მიზნით გამოაცხადა ტენდერი, იმ იმედით, რომ თანხმობას მიიღებდა საკრებულოსგან. აქ გასათვალისწინებელია ვინ წარმოადგენს უმრავლესობას საკრებულოში. თუმცა, მთავარია საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე არ დაიხარჯოს ფული. თუ საკრებულო არ მისცემდა უფლებას ამ თანხის დახარჯვის, გამარჯვებული კომპანია ვერ მიიღებდა იმ თანხას და გამგეობას დასჭირდებოდა მოსაკრებლის, თუ რაც იყო საჭირო ტენდერისათვის, იმ თანხის უკან დაბრუნება“.

ელექტრონული შესყიდვების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, სოფელ ურაველის საავტომობილო გზის მოსაფალტების სამუშაოებზე ახალციხის მუნიციპალიტეტს ტენდერი 21 სექტემბერს აქვს გამოცხადებული, 932 768 ლარზე. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია, შპს „არალი“ მონაწილეობდა. მას ტენდერი ამავე თანხით აქვს მოგებული. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის.

სწორედ ამ ხელშეკრულებას მოჰყვა დღეს საკრებულოში ხმაური. საკითხს დღეს კენჭი უყარეს და დადებითად გადაწყვიტეს კიდე, თუმცა, უმცირესობის პროტესტის ფონზე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხის მთავარ ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი არ შედგა
მოხეს სკოლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
ადიგენში სადავო ტენდერი "ეფექტმა" მოიგო
საფინანსო სამსახურმა ახალციხეში ბიზნესმენი ოთარ თათეშვილი დააკავა
ახალციხის მერიამ საახალწლოდ ტენდერი 45 404 ლარზე გამოაცხადა
ნინოწმინდის ორ სოფელში გზას მოაასფალტებენ