FM97.5 / LIVE

მაჟორიტარები მეორე ტურისთვის ემზადებიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 21.10.2016
არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცესკომ ოფიციალურად განსაზღვრა და ახალციხე–ადიგენის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებმაც წინასაარჩევნო კამპანია განაახლეს.

მაჟორიტარები მეორე ტურისთვის ემზადებიან

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ კანდიდატმა 50%+1 ხმა ვერ მიიღო. მეორე ტურში ერთმანეთს პირველ – მეორე ადგილზე გასული კანდიდატები ხვდებიან.

ახალციხეში, მეორე ტურში, ამომრჩევლის ხმების მისაღებად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ვაჟა ჩიტაშვილი და „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი კოპაძე შეხვდებიან.

8 ოქტომბერს, ახალციხე–ადიგენში, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 59.53% (29 939 ამომრჩეველი) მივიდა. ამ ამომრჩეველთა ხმებიდან, ვაჟა ჩიტაშვილმა 44,07%, გიორგი კოპაძემ კი 39,65% მიიღო. დანარჩენ შვიდ კანდიდატს (შეგახსენებთ, სულ მაჟორიტარობის 9 კანდიდატი იყო) ჯამში 4697 ხმა ერგო. ეს ის ხმებია, რომელთა მოსაპოვებლად (ასევე, იმ ამომრჩევლების ხმებისთვის, რომლებმაც პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღეს), კანდიდატებმა 30 ოქტომბერს უნდა იბრძოლონ.

"სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა დაიწყეს თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია ახალციხე–ადიგენის ოლქში და როგორ მიმდინარეობს პროცესი.

რაც შეეხება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ვაჟა ჩიტაშვილს, იგი ამბობს, რომ მეორე ტურისათვის მზადება უკვე დაიწყო. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არა ახალი ხმების მოპოვებას, არამედ იმ ამომრჩეველთა ხმების დაცვას ცდილობს, რომლებმაც მას მხარი 8 ოქტომბერს დაუჭირეს: „ახლა ჩვენ ვმუშაობთ არჩევნებზე უკვე მოგებული ხმების დაცვის კუთხით, იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა, არის შესწავლილი ხელისუფლების მიერ. მაგალითად პენსიონერს ეუბნებიან – მოგიხსნით პენსიას, იმით რომ სოფელს მოუხსნიან მაღალმთიანი დასახლების სტატუსს, მასწავლებელს ეუბნებიან თქვენ დატოვებთ სამსახურს და ა.შ.“

მისივე თქმით, ამომრჩევლებზე ზეწოლა უფრო მეტად მეორე ტურის მოლოდინში გახშირდა.

„მინდა დავიტოვო იმედი, რომ ეს ცენტრალური ხელისუფლების დავალება არ არის და აქ ადგილზე უნდათ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა. მე ისევ ვხვდები სოფლებში მოსახლეობას და მათი მხარდაჭერა ახლა გაორმაგებულია“, – ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი.

ისევე როგორც პირველ ტურში, 30 ოქტომბერსაც, ახალციხე–ადიგენის ოლქში, 53 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან, 18 უბანი ადიგენშია, 35 კი ახალციხეში.

არჩევნების პირველ ტურში ადიგენში, უბნების უმეტესობა „ქართული ოცნების“, ახალციხეში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო. უფრო კონკრეტულად, ახალციხის 35 საარჩევნო უბნიდან, 26 უბანზე არჩევნები ვაჟა ჩიტაშვილმა მოიგო, 9 უბანზე კი გიორგი კოპაძემ. ადიგენის 18 უბნიდან, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ერგო ხმების უმეტესობა 12 უბანზე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს – 6 უბანზე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.03.2019 ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს

21.03.2019 სამცხე–ჯავახეთი რობიზონ მაქაძის ობიექტივში – ოპერატორი 35–წლიანი სტაჟით [Video]

21.03.2019 ‘გული უნდა დაცალო წრფელად, ისე ლექსს ვერ დაწერ’– რა აწერინებთ ახალგაზრდა პოეტებს? [Video]

21.03.2019 ტყეში გატარებული ნახევარი საუკუნე – სამცხე–ჯავახეთის ტყის მცველები [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხე–ადიგენში მაჟორიტარული არჩევნები გიორგი კოპაძემ მოიგო
გიორგი კოპაძე /ვაჟა ჩიტაშვილი – მოგებული და წაგებული უბნები და შანსები მეორე ტურისთვის
დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაირკვა
ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ვაჟა ჩიტაშვილი: რაც მინდოდა ამ არჩევნებიდან, მივიღე