FM97.5 / LIVE

დავით სონღულაშვილი: აქტიურად ვითანამშრომლებ ადგილობრივ პროფკავშირებთან დასაქმებულთა უფლებების დაცვისთვის [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 20.10.2016
"ნებისმიერი ადამიანის გაწეული შრომა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. დამსაქმებელიც და დასაქმებულიც კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს და არ უნდა სარგებლობდეს რაიმე სახის უპირატესობით", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დავით სონღულაშვილი: აქტიურად ვითანამშრომლებ ადგილობრივ პროფკავშირებთან დასაქმებულთა უფლებების დაცვისთვის [R]

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა დასაქმებულთა უფლებების დაცვა და ამ საქმეში პროფკავშირების როლის გაზრდა იყო. პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, შესატანია კანონში ცვლილებები, რაც პროფესიული კავშირების უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს. მათი აზრით, შრომის კოდექსის დახვეწაც აუცილებელია.

„ნებისმიერი ადამიანის გაწეული შრომა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. დამსაქმებელიც და დასაქმებულიც კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს და არ უნდა სარგებლობდეს რაიმე სახის უპირატესობით. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი პარლამენტში მუშაობისას სწორედ ეს საკითხი იქნება. პროფკავშირებს უნდა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა კანონმდებლობით, რომ თავიანთი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება შეძლონ. მე აქტიურად ვითანამშრომლებ თქვენთან, რომ შევძლოთ დასაქმებულთა უფლებების დაცვა“,- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

პროფკავშირების წარმომადგენლების აზრით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობა და ასეთი შეხვედრები, ვინაიდან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები ჩვენთვის. ჩვენი ორგანიზაცია იბრძვის პედაგოგთა უფლებების დაცვაზე. კარგია, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება დააანონსა. ამ დღეებში ვაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს განათლების სამინისტროსთან, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა“, - აღნიშნა საქართველოს პედაგოგთა პროფესიული კავშირების გურჯაანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ესმა არსენიშვილმა.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘შშმ პირების უფლებების დაცვა’ – დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [Video]
ახალციხეში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
ადამიანის უფლებების დაცვაზე საჯარო მოხელეებისათვის სემინარი იმართება
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ამოქმედდა
ახალციხეში ადამიანის უფლებების შესახებ იმსჯელეს
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობის პრობლემებსა და უფლებებზე მსჯელობენ
ომბუდსმენი: აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშეა