FM97.5 / LIVE

”სოფელში ქორწილები და მშობიარობები შემცირდა”

მთავარიSK TV » რეპორტაჟი 02.02.2013
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების კოთელიასა და ბარალეთის ძირითადი პრობლემები წყლის უკმარისობა, ახალგაზრდების დაუსაქმებლობა და მოწეული პროდუქტის რეალიზაციაა. ეს ყველაფერი შედეგად მიგრაციას იწვევს.

”სოფელში ქორწილები და მშობიარობები შემცირდა”
კოთელია ქართველებით დასახლებული სოფელია. აქ 135 ოჯახი ცხოვრობს.

სოფლის ერთი ნაწილი შედარებით მაღლობზე მდებარეობს და წყალი იქ მდგომ სახლებამდე ვერ აღწევს. კოთელიელი ანზორ ყავრელიშვილი ფიქრობს, რომ ამ პრობლემის მოგვარების გზა არსებობს, მაგრამ ძვირია.

”სახელმწიფო თუ დაგვეხმარება, სოფელ სამსარიდან წყალსადენის ცალკე ხაზს გამოვიყვანთ. ”სოფლების მხარდაჭერის პროგრამის” ფული ამას არ ყოფნის. ახალ ხაზს 200 ათასი ლარი სჭირდება, ამ პროგრამით კი მხოლოდ 10-14 ათასი ლარი გვერგება“, - ამბობს იგი.

სოფელი კოთელია მუნიციპალიტეტის სხვა ქართული სოფლებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ აქამდე აქ მცხოვრებლები სეზონურ სამუშაოებზე ნაკლებად დადიოდნენ. თუმცა, დღეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. სოფლის ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათ ადგილიც კი არ აქვთ, სადაც შეიკრიბებოდნენ. მთელი დღე ცენტრალურ გზაზე, ეგრეთ წოდებულ „ბირჟაზე“ დგანან. სოფელში ერთი ხის ფარდულია, მაგრამ იქ ისე ცივა, გაჩერება შეუძლებელია.

25 წლის სერგო ხუციშვილი ამბობს, რომ მათ სოფლის რწმუნებულს ოთახის გამოყოფის თხოვნით მიმართეს, მაგრამ ფინანსების არქონის მიზეზით უარი მიიღეს.

„აქ ერთი, ორი საათი ვდგავართ, თანასოფლელებს ამბებს ვუზიარებთ და ვიშლებით. ყველა თავის ნათესავთან ან მეგობართან მიდის“, - გვეუბნება სერგო ხუციშვილი.

„ბირჟა“ მხოლოდ „დროის მოკვლისთვის“ განკუთვნილი ადგილი არ არის. ახალგაზრდები აქ იმისთვისაც იკრიბებიან, რომ იქნებ კარტოფილის მყიდველი იშოვონ. წელს კარტოფილის მყიდველები თითქმის არ არიან და ვინც ჩამოდის, დაბალ ფასს იხდის. ფერმერებს სხვა გზა არ აქვთ, შემოთავაზებულ ღირებულებას თუ არ დასთანხმდებიან, კარტოფილი სარდაფებში დაულპებათ.

კოთელიელების თქმით, სოფლის მცხოვრებთა 50%-მა კარტოფილი ჯერ კიდევ ვერ გაყიდა, არადა ისინი კარტოფილის შემოსავლით ცხოვრობენ. ყველა ამ მიზეზის გამო ახალგაზრდობა სოფელს ტოვებს. სოფელი ნელ-ნელა ბერდება.

კოთელიასა და ბარალეთში წელს ქორწინებების რიცხვიც შემცირდა. მოსახლეობას განვითარებისა და წინსვლისთვის სახსრები არ გააჩნია.
ახალგაზრდობა წასვლას სოფელ ბარალეთიდანაც ცდილობს. ბარალეთი შერეული, სომხურ-ქართული სოფელია და აქ 250 ოჯახი ცხოვრობს.
„ახალგაზრდები რუსეთში მიდიან, რა ქნან, სხვა საშუალება არ არის. სოფლის ახალგაზრდობის 40% რუსეთში მიდის. სომხეთში პასპორტს იღებენ, თუმცა, არ ვიცი, კონკრეტულად როგორ პასპორტს და რუსეთში მიდიან. სოფელში არც კლუბია და არც კაფე“, - ამბობს გოდერძი მურჯიკნელი.

სოფელ ბარალეთში წყალი ხშირად ყველასთვის საკმარისი არ არის. ბარალეთის წყალსადენიდან წყალი სოფელ ვარევანში გაიყვანეს, ამის შემდეგ წყლის უკმარისობა დაიწყო, თუმცა, ბარალეთელებს დღეს სხვა პრობლემა - მოსავლის გაყიდვა უფრო აწუხებთ.
მანველ ამირშატიანი კარტოფილის დათესვას აღარ აპირებს. ამ საქმეს აზრსმოკლებულად მიიჩნევს და სოფელიდან წასვლაზე უკვე სერიოზულად ფიქრობს.

„ერთ წელს კარტოფილს კარგი ფასი ქონდა და სოფელში ხალხი გამოცოცხლდა, სხვანაირი სიცოცხლე დუღდა. ქორწინებები გახშირდა, შობადობა გაიზარდა, ხალხმა სახლების შენება, ქონების შეძენა დაიწყო. ახლა კი ყველა ყველაფერს ყიდის, რაც სახლში აქვს, რომ თავი როგორმე გაიტანოს. სოფელში ხალხის 70% ისეთ მდგომარეობაშია, რომ ქორწილში რომ დაპატიჟონ, უფულობის გამო ვერ წავლენ. სოფელში ქორწილები და მშობიარობები შემცირდა. როგორ უნდა ვარჩინოთ ოჯახები, არ ვიცით“, - ამბობს მანველ ამირშატიანი.

მისი თქმით, ყველი მეტნაკლებად იყიდება, მაგრამ ცოტა ძროხები ჰყავთ. ძროხების შესანახად საძოვრებია საჭირო, რაც სოფელში არ არის. შესაბამისად, თივაც პრობლემატური საკითხია.

შალიკო გოგოლაძე მიიჩნევს, რომ ახალქალაქი ყოველთვის იყო და რჩება ცენტრალური ხელისუფლების ყურადღების მიღმა.

„ჩვენი პრობლემებით არავინ ინტერესდება. კარტოფილი 30-35 თეთრი გვიჯდება და კილოს 20 თეთრად ვყიდით, თან ამის მყიდველებიც არ არიან. წელს მთელი კარტოფილი დაგვიავადდა, არავინ დაინტერსებულა, რა მიზეზით. სახელმწიფო დახმარება არ არსებობს. ხალხს 50-100 ტონა კარტოფილი აქვს აღებული. რა უნდა ქნან?!“, - ამბობს იგი.

ბარალეთის „ბირჟაზეც“ ძირითადი პრობლემა კარტოფილის მყიდველის „დაჭერაა“, ამიტომაც ყველა ცდილობს რაც შეიძლება ადრე მივიდეს იქ და დიდხანს დარჩეს.

”სოფელში ქორწილები და მშობიარობები შემცირდა”

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
მესხი ფერმერების „წყალში გადაყრილი“ მოსავალი
მოსაწყენი ყოველდღიურობა ხანჩალში
კარტოფილის რეალიზაციაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს
ბარალეთში ბავშვებს კლუბში ვერ უშვებენ
” სოფელში ახალგაზრდას ვეღარ ნახავ”
რამდენად მომგებიანია კარტოფილის ბიზნესი