FM97.5 / LIVE

აგროსესხი გამარტივებული პირობებით - თიბისი ბანკის ახალი შეთავაზება ფერმერებს [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 18.10.2016
მათ, ვისაც საქართველოს რეგიონებში ბაღების გაშენება სურს, თიბისი ბანკი საინტერესო სიახლეს სთავაზობს. პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილე ფერმერებს, შეუძლიათ თანხის ნაწილი თიბისი ბანკისგან გამარტივებული პირობებით ისესხონ.

აგროსესხი გამარტივებული პირობებით - თიბისი ბანკის ახალი შეთავაზება ფერმერებს [R]

სახელმწიფო პროგრამის „ბაღების კომპონენტი“ მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად ბენეფიციარებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას გულისხმობს.

ფერმერებს სახელმწიფოსგან შეუძლიათ გრანტის სახით მიიღონ შესაძენი ნერგების ღირებულების 70%, ხოლო თანამედროვე სარწყავი სისტემის გასამართად საჭირო თანხის 50%. დარჩენილი თანხის მოზიდვა კი მათ თიბისი ბანკისგან შეუძლიათ, რომელიც პროგრამაში მონაწილე პირებს სესხზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს.

კერძოდ, სესხის თანხა განსაზღვრულია 10 000 ლარამდე, საპროცენტო განაკვეთი 18%-დან, მსესხებელს ეძლევა შესაძლებლობა შემოსავლების დადასტურების გარეშე, მხოლოდ მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფით ან/და შემოსავლების დადასტურების შემთხვევაში უზრუნველყოფის გარეშე მიიღოს ზემოთხსენებული სესხი.

სესხის მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ ბენეფიციარს მფლობელობაში ჰქონდეს მინიმუმ 1 ჰა მიწის ფართობი საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი. გასაშენებელი მრავალწლოვანი კულტურების ჩამონათვალი დიდია და შეზღუდვა მხოლოდ ვაზის გაშენებაზე მოქმედებს.

„თიბისი ბანკი 2015 წლიდან აქტიურად არის ჩართული აგრო მიმართულების დაფინანსებაში. ჩვენს კლიენტებს არაერთი პროექტი შევთავაზეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რაც აგრო სექტორში ჩართულ ადამიანებს თავიანთი საქმიანობის განვითარებაში ეხმარება.

ამჯერად, შევიმუშავეთ პროექტი „დანერგე მომავალი თიბისი ბანკთან ერთად“, რაც ფიზიკურ პირებს საშუალებას აძლევს დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად ისარგებლონ აგრო სესხის გამარტივებული პირობებით და შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წვლილი შევიტანოთ ქვეყნის აგრო სექტორის განვითარებაში და საშუალება მივცეთ ფიზიკურ პირებს განავითარონ საკუთარი ბიზნეს მიმართულებები,“ - აცხადებს ნინო მასურაშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ, კერძოდ, მათ შეუძლიათ გაიარონ ტრენინგები და კონსულტაციები.

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს არაერთ პროექტს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და ფერმერთა და სოფლად მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა. ამისათვის აუცილებელია კერძო სექტორისა და საფინანსო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა ისეთი ინოვაციური, მდგრადი და ქმედითი მოდელების განხორციელების პროცესში, რომლებიც სტიმულს მისცემენ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვას,“ - აცხადებს მარიანა მორგოშია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი.

პროექტის „დანერგე მომავალი“ მიზანია საქართველოში გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტური გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ ან კონსულტაცია გაიარონ როგორც თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით.

[sknews.ge]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სამეგრელოში ახალი თხილის ბაღი გაშენდა (R)
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კოოპერატივმა „ეკოჰერეთმა“ ახალი ხეხილის ბაღები გააშენა [R]
ბოლო ორი წლის განმავლობაში,  მრავალწლოვანი კულტურების ფართობები 24 ათასი ჰექტარით გაიზარდა [R]
აჭარაში პროგრამა დანერგე მომავალის ფარგლებში ახალი მოცვის ბაღები გაშენდება [R]
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში  მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში 6 ახალი საწარმოა შექმნილი [R]
სახელმწიფო პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ბენეფიციარები GLOBAL GAP სტანდარტის  დანერგვას შეძლებენ [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს შეხვდნენ