FM97.5 / LIVE

ლევან დავითაშვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 18.10.2016
ლევან დავითაშვილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შექმნილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო

ლევან დავითაშვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო [R]

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან, ალექსანდრე ნასარიძესთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს „ჯიენ კომპანის“ თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.

თხილის გადამამუშავებელი საწარმო 2015 წლის აგვისტოში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მიღებული დაფინანსებით ამოქმედდა. საწარმოში ჯამში განხორციელდა 557 412 აშშ დოლარის ინვესტიცია, საიდანაც 222 906 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 278 706 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

შპს „ჯიენ კომპანის“ თხილის გადამამუშავებელ საწარმოში 23 ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად 396 ტონა სხვადასხვა სახის პროდუქტს - მოხალულ თხილის გულს, დაჭრილი მოხალული თხილის გულს/ფქვილს აწარმოებს. წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტოდ არის განკუთვნილი.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში შპს „ჯიენ კომპანი“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტს ISO:22 000 მიიღებს. ISO:22 000 სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 8,980 დოლარს შეადგენს.

საერთო ღირებულებიდან 2694 დოლარი ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 4,490 დოლარი USAID/REAP, ხოლო დარჩენილი 1,796 აშშ დოლარი ბენეფიციარმა თავად გადაიხდა. ამ ეტაპზე, კომპანია ელოდება საბოლოო აუდიტის დასკვნას, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იქნება. სერტიფიკატს შპს „ჯიენ კომპანი“ ნოემბრის ბოლოს მიიღებს.

„სახელმწიფოს ხელშეწყობით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, 154 ახალი საწარმო დაფინანსდა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი საწარმოები თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის ზრდას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც სამეგრელოს მხარის გუბერნატორმა, ლევან შონიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მომავალში გაფართოებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივების დასაქმებას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახალი საწარმოების შექმნის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი.

ერთიანი აგროპროექტი გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

[sknews.ge]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ლევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“  შექმნილი ახალი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო [R]
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში  მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში 6 ახალი საწარმოა შექმნილი [R]
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები ISO 22000 ნერგავენ [R]
სამეგრელოში ახალი თხილის ბაღი გაშენდა (R)
ახალქალაქში, სოფელ ოკამში, საკლამახე მეურნეობა გაფართოვდა
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კოოპერატივმა „ეკოჰერეთმა“ ახალი ხეხილის ბაღები გააშენა [R]
ოთარ დანელიამ სენაკში თხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა [R]