FM97.5 / LIVE

ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 02.02.2013
არასამთავრობო სექტორის, თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლებმა დღეს რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს.

ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისში, ”სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის” ინიციატივით გაიმართა.

დისკუსიას ”სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

”სამოქალაქო განვითარების რეგიონული ქსელი” გასული წლის 21 დეკემბერს შეიქმნა და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით 40 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული.

პროექტის მიზანია რეგიონების პრობლემების გამოკვლევა და ასევე ადგილობრივი არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის გაერთიანება, პრობლემების ეფექტური მოგვარებისა და ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისთვის.
”სამოქალაქო განვითარების რეგიონულ ქსელში” სამცხე-ჯავახეთიდან ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული: ”დემოკრატ მესხთა კავშირი”, ასოციაცია ”ტოლერანტი”, ”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი” და ”სამცხე-ჯავახეთის მომხმარებელთა კავშირი”.

”სამოქალაქო განვითარების რეგიონულმა ქსელმა” დღეს იმ მეთოდოლოგიაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ქსელში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები ადგლობრივ მოსახლეობაში სოციოლოგიურ კვლევას ჩაატარებენ.

- ”მნიშვნელოვანია, რომ პროცესში მეტ-ნაკლებად ადგილობრივი თვითმმართველობაც ჩართულია”, - ამბობს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ”სიდა” რეგიონული განვითარების მენეჯერი ჯუბა მარუაშვილი.

შეხვედრის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთის პრობლემებზე ისაუბრეს.

”ძირითადი პრიობლემები, რომელიც ყველა შეხვერდაზე დასახელდა სოციალური თემატიკა, მიგრაცია, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და დასაქმებაა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არსებობს არასამთავრობო სექტორს შორის კოორდინაციის პრობლემაც, რაზეც ვცდილობთ, რომ ვიმუშაოთ და ქსელის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ არასამათარვობო სეტორისა და სამოქალაქო აქტივისტების კონსოლიდაცია მომხდარიყო”, - ამბობს ჯუბა მარუაშვილი და ამატებს, რომ არასამთავრობო სექტორისთვის რეგიონული ქსელი ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

სამცხე-ჯავახეთი მეათე რეგიონია, სადაც მსგავსი შეხვედრა გაიმართა. სამოქალაქო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, დღევანდელი შეხვედრით პირველი ეტაპი დასრულდა.

პროექტი ”სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროეგრამის (ჯიპაკი) მხარდაჭერით ხორციელდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” არასამთავრობო სექტორს შეხვდა
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა
კვლევის შედეგად რეგიონში ჯანდაცვა ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს
სამცხე–ჯავახეთის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა  რეგიონის  განვითარებაზე იმსჯელეს
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი სამცხე–ჯავახეთში ®
ტრენინგი თემაზე: „ანტიდასავლური კამპანია საქართველოში“
თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის ჟურნალისტებმა ქსელი შექმნეს