FM97.5 / LIVE

არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაირკვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 16.10.2016
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაირკვა

რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, ცესკოს ცნობით, განმეორებითი კენჭისყრა 22 ოქტომბერს ჩატარდება. №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

ცესკოს ცნობით, ცესკო სამართლებრივ აქტებს გამოსცემს, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ახალციხე–ადიგენის ოლქში უნდა გაიმართოს. მეორე ტურში ორი კანდიდატი იქნება, ვაჟა ჩიტაშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", რომელმაც 8 ოქტომბერს ხმების 44,07% მიიღო და გიორგი კოპაძე, "ქართული ოცნებიდან", რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 39,65% ერგო.

გარდა ამისა, მეორე ტური იქნება ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებშიც. აქაც ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" კანდიდატები შეხვდებიან: ირაკლი ერეკლიშვილი (45,98%) და ვლადიმერ ზედგინიძე (36,99%).

[sknews.ge]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
ახალციხე–ადიგენში მაჟორიტარული არჩევნები გიორგი კოპაძემ მოიგო
ცესკო: N44 ახალციხე–ადიგენის ოლქში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა
ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ცესკოს  მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში დასათვლელი  ერთი საარჩევნო უბანი დარჩა