FM97.5 / LIVE

ჯამბულ აბულაძე მეუფე თეოდორეს ბოდიშის მოხდას სთხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.10.2016
ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ახალციხისა და ტაო –კლარჯეთის მიტროპოლიტს თეოდორე ჭუაძის პრესკონფერენციას ეხმაურება და მას ცილისწამებაში ადანაშაულებს;

ჯამბულ აბულაძე მეუფე თეოდორეს ბოდიშის მოხდას სთხოვს

ჭელას მეჩეთის წინამძღვრის ჯამბულ აბულაძის განცხადებით, იგი დღეს მოხეში არ ყოფილა, მან ლოცვა ჭელაში, საკუთარ მეჩეთში აღავლინა და მოხეში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს.

„მეუფე რომ ამბობს, ჯამბული ავიდა მოხეში და ის ძაბავს ვითარებასო, ტყუილია, იქ არ ვყოფილვარ, ეს ცილისწამებაა! სადაც გინდათ გადაამოწმეთ. ეგ კაცი არის თაღლითი, მატყუარა, გაიძვერა და პროვოკატორი, ზუსტად ასე დაწერეთ. მას არ აქვს უფლება მაგ პოზიციაზე მუშაობდეს“, – აცხადებს აბულაძე.

ჭელას მეჩეთის წინამძღვარი მეუფე თეოდორეს გავრცელებული ცრუ ინფორმაციისა და ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს: „უმაღლესი სასულიერო პირია და ტყუილებს ლაპარაკობს. ეგენი ურევენ დღეს ჩვენ ქვეყანას და რეგიონს“.

შეკითხვაზე, თვითონ როგორ აფასებს მოხეში მუსლიმი თემის გადაწყვეტილებას, აბულაძე გვპასუხობს: „მაგ ფაქტს ვერ შევაფასებ. ეგ ადგილობრივების გადაწყვეტილებაა. არანაირი შეხება მაგ ფაქტთან არ მაქვს. კომისიამ ვერ გადაწყვიტა ვერაფერი და ხალხმა თავად სცადა პრობლემის გადაწყვეტა. მე როგორც კანონმროჩილ ადამიანს, ბევრი შეკითხვა მიჩნდება ამ კომისიის მუშაობაზე“.

შეკთხვაზე, თავად როგორც კანონმორჩილი ადამიანი, როგორ აფასებს იმას, რომ მუსლიმი მრევლი არ დაელოდა კომისიის გადაწყვეტილებას და სადავო შენობაში თვითნებურად შევიდა, გვპასუხობს: „ეგ მათ უნდა ჰკითხოთ. ისინი გაგცემენ პასუხს. მე თუ მეკითხებით, მე დავლოდებოდი კომისიის გადაწყვეტილებას“.

შეგახსენებთ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ მოხეს სადავო შენობაში მუსლიმების მიერ ლოცვის დაწყებაზე დღეს პრესკონფერენია გამართა. მეუფის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოხეში, სადავო შენობაშ ლოცვა არ გაიმართება, თუმცა, დღეს იქ ჯამბულ აბულაძე ავიდა და ლოცვა მაინც ჩაატარა. მეუფემ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი ძალადობა და დაპირისპირება ადიგენში, სოფელ მოხეში.

ასევე შეგახსენებ, მუსლიმებმა სადავო შენობაში ლოცვა 4 დღის წინ დაიწყეს. დღეს კი სამართალდამცველებმა შენობის კარი აჭედეს. მოხეში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი 2014 წლის 22 ოქტომბერს მოხდა. მას შემდეგ სადავო შენობის საკითხის შესასწავლად რეგლიის სახელმწიფო სააგენტოში კომისია შექმნა, თუმცა მას გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გამოუტანია.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამართალდამცავებმა მოხეს სადავო შენობის კარი აჭედეს
მოხეს მართლმადიდებელი მოსახლეობა: ‘ამ მოვლენებში “ნაციონალები” შეინიშნებიან’
სოფელ მოხეში, სადავო შენობაში მუსლიმების ლოცვას მეუფე თეოდორე ეხმაურება
ლოცვა მოხეს სადავო შენობაში [Photo]
მოხეს სადავო შენობაში მუსლიმებმა ლოცვა დაიწყეს [Video]
მოხეში მუსლიმები სადავო შენობის გარეთ ლოცულობენ [Photo]
მოხეს სადავო შენობის საკითხზე კომისია ახალციხეში იმსჯელებს