სამართალდამცავებმა მოხეს სადავო შენობის კარი აჭედეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.10.2016
პოლიციის თანამშრომლებმა მოხეში სადავო შენობის კარი აჭედეს, სოფელში სიმშვიდეა; მუსლიმები ლოცვის გაგრძელებას სოფლის ცენტრში, შენოაბსთან აპირებენ;

სამართალდამცავებმა მოხეს სადავო შენობის კარი აჭედეს

დღეს, 14 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე ადიგენში, სოფელ მოხეში სამართალდამცავები გამოჩნდნენ. მათ სოფლის ცენტრში მდებარე სადავო შენობაზე, რომელშიც ადგილობრივი მუსლიმები მეოთხე დღეა ლოცულობენ, კარი აჭედეს.

„პარასკევის ლოცვა რომ დავასრულეთ და გამოვედით, მერე მოვიდნენ სამართალდამცავები და კარი აჭედეს. სოფელში სრული სიმშვიდეა“, – ამბობს მოხეში მცხოვრები მუსლიმი თემურ მიქელაძე.

ადგილობრივი მუსლიმების თქმით, ისინი არავისთან დაპირისპირებას და არაფრის გაპროტესტებას არ აპირებენ: „არავის წინააღმდეგ არ წავალთ, ლოცვას შენობასთან ახლოს, სოფლის ცენტრში გავაგრძელებთ“.

რატომ მიიღეს სამართალდამცავებმა გადაწყვეტილება, რომ სადავო შენობის კარი აეჭედათ, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხს „სამხრეთის კარიბჭე“ ამ დრომდე ელოდება.

შენობა, რომლის კარიც აჭედეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის კუთვნილებაა.

„შენობა ჩვენ ბალანსზეა, მაგრამ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მამუკა კალანდაძე.

კომენტარს არც რელიგიის სახელმწიფო სააგენტოში აკეთებენ.

„ამაზე მოგვიანებთ ვისაუბრებ, ახლა არა“, – აცხადებს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი და ამავე დროს იმ კომისიის წევრი, რომელიც მოხეში სადავო შენობის საკთხს ორი წელია სწავლობს, ზაზა ვაშაყმაძე.

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე კი ამ წუთებში მოხეში მიმდინარე ამბავზე პრესკონფერენციას მართავს.
შეგახსენებთ, მოხეში, სადავო შენობაში, რომელიც მუსლიმების თქმით მეჩეთია, ადგილობრივმა მუსლიმებმა ლოცვა 4 დღის წინ დაიწყეს.

აქ რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი 2014 წლის 22 ოქტომბერს მოხდა. მას შემდეგ სადავო შენობის საკითხის შესასწავლად რეგლიის სახელმწიფო სააგენტოში კომისია შექმნა, თუმცა მას გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გამოუტანია.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


09.02.2017 ‘გულანის’ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

01.02.2017 'ფაბლაბი' – სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ახალციხეში [photo/Video]

28.01.2017 ხვალ უნივერსიტეტში ასტრონომიული აღმოჩენების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება

20.01.2017 ლელოვნის სკოლა – ლიდერი ნიკო კეცხოველის პრემიის გზაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2017 ‘რეზინის ბოტებიანი’ დასახლება [Photo]

17.02.2017 ყაჩაღობაში ბრალდებულის მეუღლე: ამ დონემდე ვალებმა მიიყვანა

16.02.2017 დღის ფოტო: სოფლის სტენდი [Photo]

16.02.2017 ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა დასრულდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

ჯამბულ აბულაძე მეუფე თეოდორეს ბოდიშის მოხდას სთხოვს
მოხეს სადავო შენობის საკითხზე კომისია ახალციხეში იმსჯელებს
მოხეში მუსლიმები სადავო შენობის გარეთ ლოცულობენ [Photo]
სადავო შენობა მოხეში, სადაც დღეს პოლიციამ კარი აჭედა [Photo]
ლოცვა მოხეს სადავო შენობაში [Photo]
სოფელ მოხეში, სადავო შენობაში მუსლიმების ლოცვას მეუფე თეოდორე ეხმაურება
ომბუდსმენი: „სწრაფად გადაწყვიტეთ მოხეში სადავო შენობის კუთვნილების საკითხი“