FM97.5 / LIVE

დირექტორის მიერ გაცემული შეურაცხმყოფელი შინაარსის ცნობა – აუდიტი ტოლოშის სკოლაში

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 13.10.2016
ერთგვარი ხუმრობა პედაგოგის მიმართ თუ გაფრთხილება არაეთიკური ქცევის გამო. რატომ გადასცა ტოლოშის სკოლის დირექტომა შეურაცხმყოფელი შინაარსის რეკომენდაცია ერთ–ერთ მასწავლებელს და რატომ შევიდა განათლების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტი სკოლაში.

დირექტორის მიერ გაცემული შეურაცხმყოფელი შინაარსის ცნობა – აუდიტი ტოლოშის სკოლაში

„ცნობა ეძლევა ელდარ ინასარიძე–ზაზაძეს მასზედ, რომ იგი ნამდვილად მუშაობს ტოლოშის საჯარო სკოლაში უფროს დემაგოგად, შესანიშნავად ეხერხება ჭორების აგორება, ფაქტების გაყალბება, ავტოგაყიდვებისა და სექსის სწავლების საიტზე შესვლა...“ – ეს არის ამონარიდი ცნობიდან, რომელიც ტოლოშის საჯარო სკოლის დირექტორმა თანამშრომელს, ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებელს, ელდარ ზაზაძეს მისცა.

ზაზაძე ასპინძის გამგეობაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გამოცხადებულ ვაკანსიაზე აპირებდა ძალების მოსინჯვას და დირექტორს ცნობა გამგეობაში წარსადგენად მოსთხოვა.

ის ცნობაა, საიდანაც ამონარიდი მოგიყვანეთ, წერია ტიტულოვან ფურცელზე, დანომრილია (N33) და აქვს დირექტორის ხელმოწერა და ბეჭედი, თუმცა, დათარიღებულია 2014 წლის 24 ივნისით, ნაცვლად, 2016 წლის 24 ივნისისა.

ცნობამდე

დირექტორის მიერ გაცემული შეურაცხმყოფელი შინაარსის ცნობა – აუდიტი ტოლოშის სკოლაში ასპინძაში, სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლაში, სკოლის დირექტორსა და პედაგოგს შორის ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დაიძაბა.
ელდარ ზაზაძე ამბობს, რომ დირექტორი ხშირად ავიწროებს: „შეგნებულად მიშლის ხელს პროფესიული საქმიანობის წარმართვაში, არ მაძლევს საშუალებას გამოვიყენო სკოლის რესურსები, საჯაროდ მლანძღავს უხამსი სიტყვებით, დამცინის, აბუჩად მიგდებს, ცილს მწამებს. მისი აზრით, არ ვარ კოლეგიალური, რადგანაც არ ვყიდულობ მისი მოადგილის და ნათესავის, საქმის მწარმოებლის ნაირა ზედგინიძისაგან სკოლაში გასაყიდად შემოტანილ „ორიფლეიმის“ სუნამოებს და თეთრეულს“.

ზაზაძე ამბობს, რომ ახალი სამსახურის ძებნის ერთ–ერთი მოტივი, სკოლაში შექმნილი ეს მდგომარეობაც იყო: „23 ივნისს მივმართე სკოლის დირექტორს, 24 ივნისს სამასწავლებლოში ამომიბეჭდა ეს რეკომენდაცია, პირადად გადმომცა, თან სიცილით დააყოლა, „ცნობა რეალისტურია და ყველგან გამოგადგებაო“. გულიანად აცინა თანამშრომლებიც“.

ზაზაძემ ეს ფაქტი ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრს აცნობა. წერილი, რომელსაც დირექტორის გაცემული ცნობის ასლიც ახლდა, გაიგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც.

დირექტორი: ამ ცნობას სხვა მიზანი ჰქონდა

ტოლოშის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ზედგინიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, რომ მის ქმედებას „განსხვავებული რეაქცია“ მოყვა, სინამდვილეში კი სხვა მიზანი ჰქონდა: „პრობლემის მოგვარება მინდოდა ერთგვარი ხუმრობის და მინიშნების გზით. არავის გაუჭირდება ამოკითხვა, რომ აქ არის ამავე დროს ხუმრობა, გნებავთ სარკაზმი. ამას მოყვა განსახვავებული რეაქცია, რაც მე ნამდვილად ვერ გავთვალე“.
დირექტორი ამბობს რომ რომ მსგავსი შინაარსის რეკომენდაციის დაწერა, რამდენიმე გარემოების გამო გადაწყვიტა. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ ერთ – ერთმა პედაგოგმა უთხრა, რომ სკოლის კომპიუტერში, რომლის საშუალებით ელდარ ზაზაძე მოსწავლეებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ასწავლის, „უხამსი ინფორმაციების შემცველი ვებგვერდები იყო გახსნილი, რაც საძიებო ისტორიაშიც ინახება“.

დირექტორის მიერ გაცემული შეურაცხმყოფელი შინაარსის ცნობა – აუდიტი ტოლოშის სკოლაში
ელდარ ზაზაძე

ელდარ ზაზაძე დირექტორის ნაათქვამს სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავს ვებგვერდებზე არასოდეს შესულა, დირექტორი კი ამ ბრალდებით მისი სამსახურიდან გაშვებას გეგმავს. მისივე თქმით, აღნიშნული კომპიუტერებით მის გარდა მოსწავლეები სარგებლობენ, კაბინეტის გასაღები აქვთ სკოლის სხვა პედაგოგებსაც.

იმ ფაქტს, რომ კომპიუტერთან წვდომა სხვა მოსწავლეებსაც აქვთ, მზია ზედგინიძეც ადასტურებს: „როდესაც საგაკვეთილო პროცესისთვის მასალის მომზადებას გვთხოვენ, კომპიუტერით სარგებლობენ“.

კითხვაზე, თუ ეს საერთო სარგებლობის კომპიუტერია, რით ადასტურებს, რომ ამ ვებგვერდებს ელდარ ზაზაძე ხსნიდა, დირექტორი აღარ გვპასუხობს და ამბობს, რომ ვიდრე დისციპლინური კომიტეტი არ იმსჯელებს, ვერაფერს იტყვის: „ვფიქრობ, ეს არ არის თემა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უნდა იყოს საინტერესო. არსებობს 5 % იმისა, რომ მიუხედავად დაფიქსირებული ფაქტისა, არ იყოს პედაგოგი“.


აუდიტი სკოლაში

ვიდრე ამ შემთხვევაზე სკოლის დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს, იქამდე, ტოლოშის სკოლით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაინტერესდა. უკვე დადებულია აუდიტის დასკვნაც.

როგორც 30 სექტემბრით დათარიღებულ დასკვნაში ვკითხულობთ, სკოლის დირექტორს მზია ზედგინიძეს ახსნა–განმარტების დაწერა ორჯერ, 4 და 25 ივლისს მოუწია.

თავდაპირველად წარდგენილ ახსნა–განმარტებაში დირექტორი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, ვინ შეადგინა ცნობა N33, თუმცა მასზე ხელმოწერა და ბეჭედი თავად დააფიქსირა შინაარსის გაცნობამდე.

დეტალებში გარკვევისთვის, ზედგინიძეს 25 ივლისს მეორე ახსნა განმარტების დაწერაც მოუწია. ამ წერილში კი იგი აღიარებს, რომ ეს ცნობა ნამდვილად მან შეადგინა და ამით უნდოდა ელდარ ზაზაძისთვის არაეთიკურ საქციელზე მიენიშნებინა. ახსნა–განმარტების პირველ ვერსიაში ამ ფაქტის უარყოფას კი იმით ხსნის, რომ „არ სურდა თანამშრომლებზე აბსურდული შინაარსის მქონე ცნობების გაცემა და დამოწმება გამოჩენილიყო“.

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ამ ქმედებით დირექტორმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ასევე, სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი დაარღვია, კონკრეტულად, მე–4 მუხლის პირველი ქვეპუნქტის მოთხოვნა: „სკოლის დირექტორი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა“.

„სკოლას მიეცა მითითება, რათა გაითვალიწინოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევები სკოლის შემდომ საქმიანობაში, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალიწინებული მოთხოვნების განუხრელი დაცვა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ერთი თვის ვადაში“, – ნათქვამია შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ „სავსებით ადექვატურად აღიქვა მოხდარი“: „სამინისტრომ კარგად გაიგო ეს ყველაფერი, რაზეც იყო საუბარი. სწორად შეაფასა ჩემი ქმედება, აქედან გამდინარე, სკოლას მოუვიდა მხოლოდ და მხოლოდ მითითებები“.
რა ბედი ელის ელდარ ზაზაძეს

როდის შეიკრიბება სკოლის დისციპლინური კომიტეტი, ამ ეტაპზე უცნობია. მზია ზედგინიძე ამბობს, რომ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება იქნება გადამწყვეტი მის შემდგომ ნაბიჯებში, ელდარ ზაზაძესთან მიმართებით.

ამ ეტაპზე ასევე უცნობია საკითხისადმი სკოლის სხვა თანამშრომლების დამოკიდებულებაც. სკოლაში „სამხრეთის კარიბჭეს“ მისვლამ მასწავლებლების გაღიზიანება გამოიწვია და საკითხზე საუბარი არც ღიად და არც ანონიმურად არავინ ისურვა. მათ მხოლოდ ის თქვეს, რომ დაპირიპირებულმა მხარეებმა პრობლემა მათი ჩარევის გარეშე უნდა მოაგვარონ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

გათავისუფლების ნაცვლად სასტიკი საყვედური – ტოლოშის სკოლაში დაპირისპირება გრძელდება
მოხის  საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე:  „გარედან არაფერი ჩანდა“
ტოლოშის სკოლაში, მოუწესრიგებელი საპირფარეშოების გამო, დირექტორი მოხსნეს
ტოლოშის სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა
ანის სკოლის დირექტორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს
N1 სკოლის პედაგოგმა მედლების საქმეზე გაფრთხილება მიიღო