FM97.5 / LIVE

ისტორიები სოფელ ბუღაშენიდან

მთავარიSK TV » რეპორტაჟი 01.02.2013
სოფელ ბუღაშენში ბევრი მარტოხელა და გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს. მიზეზი ან ემიგრაციაა, ან მცირე სახელმწიფო დახმარება, ან კარტოფილის ცუდი მოსავალი.

ისტორიები სოფელ ბუღაშენიდან
შალიკო მარტიროსიანს სოფელ ბუღაშენის „ეშაქ მეიდანზე“ (ადგილი, სადაც სოფლის მცხოვრებლები იკრიბებიან) შევხვდით. იგი ჩუმად უყურებდა და უსმენდა, როგორ თამაშობდნენ მისი მეზობლები ნარდს თუ კარტს, მსჯელობდნენ და იცინოდნენ. როდესაც სოფლის ცხოვრებაზე ვკითხეთ და ჩვენი ვინაობა გაარკვია, თავის პრობლემებზე გვიამბო.

„მარტო ვცხოვრობ. მეუღლე გარდამეცვალა. მან 12 შვილი გამიჩინა. სამი ადრე მოგვიკვდა, ცხრა შვილი კი გავზარდე, ძნელად, მაგრამ გავზარდე. რუსეთში დავდიოდი სამუშაოდ, ოჯახი რომ მერჩინა. ახლა მარტო ვარ. ჩემი შვილები რუსეთში არიან. მეუბნებიან, რომ წავიდე მათთან, რადგან ჩემი მარტო დატოვება არ სურთ. მაგრამ ჩემი სახლის, მეურნეობის მიტოვება და წასვლა არ მინდა. მიჭირს, მაგრამ მაინც. ყველაზე მძიმე ისაა, რომ ჩემი სახლი მაღალზეა, უკვე ასაკში ვარ და ყოველდღე წყლის ხელით ზიდვა არ შემიძლია. ჭირს ცხოვრება“, – ამბობს იგი.

მარტოობის 20 წელიწადი, დედის გარდაცვალების შემდეგ მუხლჩაუხრელი შრომა, მაგრამ უშედეგოდ, ძველი, ოროთახიანი ქოხმახი, ღუმელი უამრავი ქვაბითა და ჭურჭლით, ჭერი, რომელიც სადაცაა ჩამოინგრევა, - ასეთ პირობებში ცხოვრობს მარტოხელა, სმენადაქვეითებული ქალბატონი ა. ლ.

„10 მეასედ მიწას ვამუშავებ და კარტოფილის წყალობით გამაქვს თავი. პენსიას 120 ლარს და 30-ლარიან დახმარებას ვიღებ. ღუმელს ნაკელით ვათბობ, რომელსაც მთელი ზაფხული ვაგროვებ“, – გვიამბობს იგი.

ხუთი დიდან მხოლოდ იგი არ გათხოვდა და საცხოვრებლად დედასთან დარჩა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მარტო ცხოვრობს, სტუმრები იშვიათად ყავს.

ისტორიები სოფელ ბუღაშენიდან

ა. ლ.–სთან ახლოს გაიანე აპოზიანის ოჯახი ცხოვრობს. ოროთახიან, ავარიულ სახურავიან სახლში დედა და მისი ორი ქალიშვილი აფარებს თავს. სახლში ერთი ოთახი თბება, იქვეა საძინებელი და სამზარეულოც. შეშა არ აქვთ, ამიტომ ტყეში გირჩებს და ტოტებს აგროვებენ ღუმელში შესაკეთებლად.

„ქმარი 14 წლის წინ წავიდა და უკან არ დაბრუნებულა, მე კი 4 ქალიშვილი დამიტოვა. არც წყალი გვაქვს, არც სათბობი, არც ვინმესგან დახმარება. ორი ქალიშვილი გავათხოვე. მხოლოდ უფროსი და უმცროსი გოგონები დამრჩა სახლში, უმცროსი მე–5 კლასშია. წიგნებით დაგვეხმარნენ, მაგრამ ბავშვს ჩაცმაც ჭირდება და დახურვაც, მე კი საშუალება არ მაქვს. კარტოფილს ვრგავ, მაგრამ არ იზრდება, რადგან სასუქს ვერ ვაყრი, ამიტომაც მოსავალი არ მომდის. წელს 70 ლარით დამეხმარნენ, მხოლოდ დენის გადასახდელად მეყო“, – ამბობს გაიანე აპოზიანი.
მარტონი დარჩნენ მეტაქსი აპოზიანი და მისი მეუღლეც.

„მეუღლე დაბრმავდა და ვერ დადის. დახმარებას გვაძლევდნენ და ისიც შეგვიწყვიტეს. პენსიით ვცხოვრობთ. პენსია კი წამლებს, რაღაც ხარჯებს და მეტს არაფერს ყოფნის. კარტოფილი არ მოგვყავს, მხოლოდ პატარა ნაკვეთზე ვრგავთ სახლთან ახლოს, ისიც ზამთარში ძლივს გვყოფნის. შვილები გვყავს, მაგრამ ყველას თავისი პრობლემები აქვს. ამ ცხოვრებაში ყველაფერი ტყუილია“, – ამბობს ბებია მეტაქსი.

ისტორიები სოფელ ბუღაშენიდან

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘არაფერი მაქვს, რომ საჭმელი გავიკეთო’ – მარტოხელა მამაკაცი დახმარებას ითხოვს
ხუთი შვილით უსახლკაროდ
კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]
ორი ოჯახი და ორი დახმარება
ახალქალაქში 82 წლის ქალი დახმარებას ითხოვს
ცხოვრება ავარიულ სახლში
ცხოვრება ნახევრადდანგრეულ მიწურში