FM97.5 / LIVE

ასპინძის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.10.2016
ასპინაში მცხოვრებ დაახლოებით 1 300 აბონენტს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. მომსახურება დაბასა და სოფლების ნაწილში დაახლოებით დილის 11:00 საათიდან შეწყდა.

ასპინძის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

"ენერგო–პრო ჯორჯიას“ ასპინძის სერვის–ცენტრში რეგისტრირებული 3 000 აბონენტიდან, დღეს 12 ოქტომბერს ელექტრო ენერგიის მიწოდება დაახლოებით 1 300 აბონენტს შეუწყდა. დენის გათიშვილის მიზეზი ელექტრობოძების, იგივე საყრდენების შეცვლაა.

როგორც „ენერგო–პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის გიორგი ბალახაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე, 10 კილოვატიან ფიდერებზე სარეაბილიტაციო სამუშოები ხორციელდება, თუმცა სადაც საყრდენების შეცვლა უკვე დასრულებულია, იმ აბონენტებისათვის ელექტროენერგიის ჩართვა მიმდინარეობს.

„ზოგან ხის საყრდენი იყო, ზოგან მოძველებული ბეტონის და ამიტომ დაიგეგმა ეს სამუშაოები, რომ შეიცვალოს ახალი ბეტონის საყრდენებითა და პრობლემა შემდეგში აღარ იყოს“, – განმარტავს გიორგი ბალახაშვილი.

მისივე განმარტებით, ბრიგადა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საღამოს 18:00 საათამდე იმუშავებს და საყრდენების დაგეგმილ რაოდენობას გამოცვლის, რის შემდეგაც, ელექტრო ენერგიის მიწოდება სრულად აღდგება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

უამინდობის გამო  ახალციხეში 8000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალციხეში 1 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ადიგენს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სოფელ მინაძეში დენის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება
ახალციხესა და ნინოწმინდაში 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ხვალ ახალციხის რამდენიმე ქუჩას დენის მიწოდება შეეზღუდება
ბორჯომში 1000–მდე აბონენტს  ელექტროენერგია არ მიეწოდება