FM97.5 / LIVE

ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული

მთავარიეკონომიკა 01.02.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. თანხის უმეტესი ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანფერის სახითაა გადმორიცხული.

ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული
ადიგენის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 2,476,000 ლარს შეადგენს. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გივი ენდელაძის თქმით, თანხის უმეტესი ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერია, ადგილობრივი შემოსავლები კი 256,000 ლარია დაგეგმილი.

2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადასახადებისთვის 80,000 ლარია გამოყოფილი. შრომის ანაზღაურებაზე 1,102,000 ლარია გათვალისწინებული. სხვადასხვა საქონლის მომსახურებისათვის 717,000 ლარი გამოიყო. სუბსიდიებზე კი ადგილობრივ ბიუჯეტში 355,000 ლარია გათვალისწინებული.

”რაც შეეხება გრანტებს, ამ მიმართულებით ჯერ ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არაა. ეს მას შემდეგ შემოვა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტი შეივსება და წლის განმავლობაში გაანაწილებენ რაიონებში. ანუ, ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი შემოსავლების შემთხვევაში, ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები იქნება”, - განმარტავს გივი ენდელაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის სოციალურ პაკეტში 109,000 ლარია გათვალისწინებული.

აღნიშნულ თანხაში იგულისხმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ადამიანებისთვის მშობიარობის გადასახადის 50 პროცენტიანი დაფინანსება. ასევე, გეგმიურ და სასწრაფო-გადაუდებელ ოპერაციებზე გარკვეული შეღავათები. თუმცა, ამ შემთხვევაში, ოპერაციის დაფინანსება არაუმეტეს 2,000 ლარამდეა გათვალისწინებული.

”გასულ წელს თითოეულ ახალშობილზე ასლარიანი დახმარება გვქონდა. წელს ეს შეღავათი შეიცვალა და მშობიარობის გადასახადის 50 პროცენტს ვაფინანსებთ”, - განმარტავს ენდელაძე.

ააიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 93,000 ლარია გათვალისწინებული.

”საბავშვო ბაღების მთლიანად არ ვაფინანსებთ. უბრალოდ, თანამონაწილეობას ვღებულობთ და თითოეულ ბავშვზე 20 ლარს ვაფინანსებთ”, - განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე.

სასმელი წყლის სისტემისთვის რეაბილიტაციისთვის 2013 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 39,000 ლარია გათვალისწინებული. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ თუ აღნიშნული თანხა წლის ბილომდე არ დაიხარჯება, წლის ბოლოს ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდება და თანხა სხვა პუნქტში ჩაიდება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი არხების მოვლა-პატრონობას, ამისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 49,000 ლარია გათვალისწინებული.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ახალციხეში 2013 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დაიწყო
2015 წლის ბიუჯეტს არასამთავრობოები ეცნობიან
საკრებულომ ბიუჯეტზე არასამთავრობოების კრიტიკა გაითვალისწინა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 5.076.700 ლარია