FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის სამ საარჩევნო ოლქში 41 საჩივარი შევიდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 11.10.2016
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ახალციხე-ადიგენისა და ასპინძა–ბორჯომის ოლქები 14 –14, ახალქალაქი – ნინოწმინდის ოლქში კი 13 საჩივარი შევიდა.

სამცხე-ჯავახეთის სამ საარჩევნო ოლქში  41 საჩივარი შევიდა

საჩივრების ავტორები ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან: „მრავალეროვანი საქართველო“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. მათ შემდეგ, ყველაზე მეტი საჩივარი ოლქებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს შეტანილი.

#45 ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქში შესული 14 საჩივრიდან, შვიდი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ეკუთვნის. ორგანიზაცია საუბნო კომისიების წარმომადგენლებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და ბორჯომის 28-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

საუბნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს „სამართლიანი არჩევნები“ ერთი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ კი სამი საჩივრით.

#45-ე ოლქში შემავალი, ახალქალაქის ექვსი უბნის ოქმის გახსნასა და შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. იგივე საჩივარი შეიტანეს საოლქო კომისიაში „ლეიბორისტებმაც“.

ყველაზე მეტი, შვიდი საჩივარი შეიტანა #46 საარჩევნო ოლქში „მრავალეროვანმა საქართველომ“, რომელიც კენჭისყრის დღეს პროცედურების დარღვევასა და ხმის მიცემის პროცედურების დარღვევას ეხება. ერთი საჩივარი კი შეტანილი აქვს „სამართლიან არჩევნებს“. იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ითხოვს.

ახალქალაქის საარჩევნო ოლქში, ხუთი საჩივარი შევიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. საჩივრები საარჩევნო კომისიების ინვენტარიზაციასა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ეხება.

#44-ე ახალციხე-ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დღეიდან, 11 ოქტომბრიდან დაიწყო. განხილვა უკვე მიმდინარეობს ახალქალაქის საოლქო კომისიაშიც.

რაც შეეხება, #45-ე ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქს, აქ განხილვის პროცესი ჯერ არ დაწყებულა. როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარე ლევან დევიძე აცხადებს, განხილვას კანონით გათვალისწინებულ ვადაში დღის ბოლოს ან ხვალ, 12 ოქტომბერს დაიწყებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.12.2018 25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

18.12.2018 ახალციხეში 6 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

17.12.2018 საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში 33 საჩივარი დაიწერა
ხმაური საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვისას
ბორჯომის საარჩევნო ოლქში ერთი საჩივარი შევიდა და ისიც არ დაკმაყოფილდა
სამცხე–ჯავახეთში არჩევნებზე 18 საჩივარი დაიწერა
ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაში 10 საჩივარი შევიდა
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში კიდევ 3 საჩივარი შევიდა
ბორჯომის საოლქო კომისიამ 11 საჩივარი განიხილა