FM97.5 / LIVE

სოფელ ფერსაში კლუბის შენობა დაიწვა [Photo]

მთავარისიახლე, შემთხვევა 10.10.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში ხანძრის შედეგად კლუბის ორსართულიანი შენობა მთლიანად დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოყოლია.

სოფელ ფერსაში კლუბის შენობა დაიწვა [Photo]
სოფელ ფერსაში კლუბის შენობას ხანძარი დღეს, 10 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათისთვის გაუჩნდა. დაიწვა შენობაში განთავსებული ბიბლიოთეკა და რიტუალების სახლი.ამ წუთებში ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ადგილობრივების განმარტებით, ხანძარი შენობაში დროებით შესახლებული ოჯახის დაუდევრობამ გამოიწვია.

„ღუმელი, რომ აანთეს, გოგონა გამოსულა გარეთ. მოგვიანებით მეზობელმა დაინახა ფანჯარაში ცეცხლი და ატეხა განგაში“, – ამბობს გამგებლის წარმომადგენელი ფერსის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ბლიაძე.

„პირველი მე დავინახე და სოფელი შევყარე. არავინ იყო შიგნით. რიტუალების სახლიდან ჭურჭლის ნაწილი გამოიტანეს, მაგრამ პლასტიკატს ეკიდა ცეცხლი და საშიში იყო“, – ამბობს ფერსაში მცხოვრები ევგენია წიკლაური.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე სოფელში ცეცხლს ორი სახანძროს მანქანა აქრობდა, მოგვიანებით გამოიძახეს ბრიგადები ბორჯომიდანაც.

სახანძრო – სამაშველო სამსახურში განაცხადეს, რომ შეტყობინება ფერსიდან 10:50 საათზე შევიდა, ხანძრის ჩასაქრობად სოფელში რვა სახანძროს მანქანა გავიდა. ცეცხლის ლოკალიზება 12:08 საათისთვის მოხერხდა.

„ხანძარი ჩამქვრალია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აცხადებენ სახანძრო–სამაშველო სამსახურში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ფერსის ადმინიტრაციულ ერთეულში განმარტავს, რომ ღია ცისქვეშ დარჩენილ ოჯახს დროებით, სოფელ ღრელში, ნათესავის ოჯახში გადაიყვანენ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებიც.

შსს–ში განმარტავენ, რომ ძიება სსკ–ის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
სოფელ ფერსაში კლუბის შენობა დაიწვა [Photo]

სოფელ ფერსაში კლუბის შენობა დაიწვა [Photo]

სოფელ ფერსაში კლუბის შენობა დაიწვა [Photo]

სოფელ ფერსაში კლუბის შენობა დაიწვა [Photo]

სოფელ ფერსაში კლუბის შენობა დაიწვა [Photo]

სოფელ ფერსაში კლუბის შენობა დაიწვა [Photo]


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ფერსაში დამწვარ კლუბს გადახურავენ
ვალეში სკოლის შენობას ხანძარი გაუჩნდა
ხარჯამში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა
სოფელ მინაძეში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა
მუსხში საცხოვრებელ სახლს სახურავი დაეწვა
სოფელ იდუმალაში სახლის სახურავი დაიწვა
სოფელ კლდეში სახლი დაიწვა