FM97.5 / LIVE

ახალციხე–ადიგენის ოლქში ოთხი საჩივარი შევიდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 09.10.2016
ახალციხე–ადიგენის ოლქში ოთხ საჩივარს განიხილავენ. მათ შორის ერთი „ქართულმა ოცნებამ“, დანარჩენები კი დამკვირვებლებმა დაწერეს;

ახალციხე–ადიგენის ოლქში ოთხი საჩივარი შევიდა

N37 ახალციხის საოლქო კომისიაში კენჭისყრის დღეს განცხადება–საჩივარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვაჟა ჩიტაშვილის წინააღმდეგ შეიტანეს. როგორც N37 ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი აცხადებს, საჩივარი შეეხება იმას, რომ N26-ე წყალთბილის საარჩევნო უბანზე ვაჟა ჩიტაშვილი იმყოფებოდა ბეიჯით.

„განცხადებას თან ახლდა დისკი, არ განმიხილავს, მაგრამ ვნახე. როგორც იქ ჩანს, ჩიტაშვილი რეალურად უბანზე არ იყო, უბნის შესასვლელთან, კართან იდგა“, – ამბობს გავაშელი და ამატებს, რომ საჩივრის ავტორი საოლქო კომისიისგან კანონის შესაბამისად რეაგირებას ითხოვს.

ორი საჩივარი დაწერა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა ახალციხის საოლქოში ორ უბანთან დაკავშირებით. პირველი N19 საძელის უბანზე შემაჯამებელ ოქმს ეხება. საჩივრის მიხედვით, ოქმში მითითებული არ არის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, ამიტომ ეს უბნის შედეგების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.

მეორე საჩივარი N22 ურავლის უბანზე ნაკლები ცარიელი კონვერტების რაოდენობაზე დაიწერა. როგორც საჩივარშია აღნიშნული, უბანზე 181–ით ნაკლები ცარიელი კონვერტი დაფიქსირდა.

ერთი საჩივარი ახალციხის ოლქში ადიგენიდან, უფრო კონკრეტულად კი N16 უბანთან დაკავიშრებით დაიწერა.

„აქ ამომრჩეველმა ბიულეტენები კონვერტში კაბინაშივე ჩადო. ვიდრე ყუთის ზედამხედველმა მოასწრო რეაგირება, უკვე ჩადებული ჰქონდა. ამ გოგონას სურდა ეს კენჭისყრის წიგნში ჩაეწერა, მაგრამ არ ჩააწერინეს და ამაზე დაიწერა საჩივარი“, – ამბობს თეა გავაშელი.

მისი თქმით, კენჭისყრის დღემ პრობლემებისა და სირთულეების გარეშე ჩაიარა: „ასეთი არჩვენები არ მახსოვს, არ ყოფილა საჩივრები, დარღვევები და ა.შ... ალბათ გავიზარდეთ და მეტი ვისწავლეთ, გარდა ამისა, ძალიან კარგად გადავამზადეთ საუბნო კომისიის წევრები“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში, 25–ე უბანზე, ორი საჩივარი დაიწერა
ახალციხეში N21 სხვილისის საარჩევნო უბანზე საჩივარი დაიწერა
მე–12 აგარის უბანზე 1 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში კიდევ 3 საჩივარი შევიდა
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 საჩივარი შევიდა
რა საჩივრებია შესული ამ დროისათვის ბორჯომის საოლქო კომისიაში
გაფრთხილებები და ჯარიმები – საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა