FM97.5 / LIVE

კახა კალაძე ამომრჩეველს: მიიღეთ მონაწილეობა მომავლის შექმნაში, აუცილებლად მიდით არჩევნებზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 07.10.2016
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, ცენტრალური შტაბის უფროსი კახა კალაძე საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

კახა კალაძე ამომრჩეველს: მიიღეთ მონაწილეობა მომავლის შექმნაში, აუცილებლად მიდით არჩევნებზე

„მინდა მოგმართოთ ყველას: - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური გემოვნებისა, მიუხედავად განწყობისა ამა თუ იმ პარტიის ან პოლიტიკოსის მიმართ. ჩვენ ყველამ გამოვიარეთ უმძიმესი წლები. დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის 25 წლიანი ისტორია ჩვენს თვალწინ იქმნებოდა - ჩვენი საშუალებით და მონაწილეობით. ამ პროცესებში ჩვენი სისხლი, ჩვენი ცრემლი და ჩვენი პირადი პატარა თუ დიდი ტრაგედიებია ჩაქსოვილი და ეს ჩვენი საერთო წარსულის სამუდამო შემადგენელი გახდა. ჩვენ დღეს ვქმნით საქართველოს მომავალს! ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად შენი - ერთი მოქალაქის ხმას, იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სრულფასოვნად და ნორმალურად. ისე, როგორც ტარდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში!

განსაკუთრებით, გამორჩეულად მინდა მივმართო ახალგაზრდობას: ძალიან მინდა, რომ უკვე თქვენმა თაობამ მოასწროს თანამედროვე, დალაგებულ, აწყობილ და მოწყობილ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ არასწორად გვასწავლიდნენ პატრიოტიზმს - ამ სიტყვამ დაკარგა ფასი და მნიშვნელობა. დაკარგა ის საკრალური საწყისი, რაზეც საუკუნეებია იდგა ჩვენი ქვეყანა და აქამდე მოვედით. თუ ჩვენში არ იდება ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმის გრძნობა ისეთი, როგორიც გენეტიკურად მოგვდგამს, ვერაფერს შევქმნით ღირებულს. თქვენ უნდა შექმნათ -ახალმა სუფთა თაობამ ეროვნული იდეა, ქვეყნის სიყვარულის და პატრიოტიზმის ის კონცეფცია, რაც არ იქნება ხელოვნური, პროპაგანდისტული და უცხო სხეულივით თქვენს მენტალიტეტზე. პატრიოტიზმი არც სხვა ეროვნებების სიძულვილია, არც ჩოხით სიარული და არც სამშობლოს სადღეგრძელო. ეს განათლებაა, ერთმანეთის სიყვარული, ქართულ გენში გამჯდარი ტოლერანტობის გამოყენება და ის საუკუნეებში გამოტარებული ერთობა, რაზეც ეროვნული „მე“ აშენეს ჩვენმა წინაპრებმა. ხშირად მითქვამს უფროსი თაობისთვის, კონკრეტულად ჩვენი პარტიის აქტივისტებისთვის, რომ ჩვენ ყველა, მთელი გუნდი ვართ ოცნების ჯარისკაცები. დღეს მინდა მოგმართოთ თქვენც - ჩვენ ყველა ვართ თქვენი ჯარისკაცები! - ახალგაზრდობის მომავლისთვის მებრძოლი ჯარისკაცები და ამაში ერთიანები უნდა ვიყოთ! მიიღეთ მონაწილეობა თქვენთვის სასურველი მომავლის შექმნაში- აუცილებლად მიდით არჩევნებზე! თქვენი მონაწილება საერთო პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილია!“, - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ხვალ,8 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

[sknews.ge]


20.08.2019 ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება

19.08.2019 მასწავლებელთა გამოცდის შედეგები და გასაჩივრების ვადები ცნობილია

16.08.2019 სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

16.08.2019 ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.08.2019 სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

20.08.2019 ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ

20.08.2019 სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

20.08.2019 ‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გიორგი კოპაძე: 'ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ!'
ირაკლი ღარიბაშვილი: '26 მაისი ერთ–ერთი ყველაზე დიდი თარიღია საქართველოს ისტორიაში'
კახა კალაძე: საქართველოში არჩევნები შედგა
კახა კალაძე: 'მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა'
ბიძინა ივანიშვილმა ხალხს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
დავით უსუფაშვილი: მინდა გისურვოთ თავისუფალი არჩევანი ხვალ, რომლითაც თქვენ იამაყებთ ზეგ
სალომე ზურაბიშვილი: მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა[R]