FM97.5 / LIVE

27 კანდიდატი, 212 უბანი და 146160 ამომრჩეველი სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 07.10.2016
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა. სამცხე–ჯავახეთში დარეგისტრირებული 27 კანდიდატიდან, სამ მაჟორიტარს 146.160 ამომრჩეველი აირჩევს.

27 კანდიდატი, 212 უბანი და 146160 ამომრჩეველი სამცხე–ჯავახეთში

ერთ დღეში, 8 ოქტომბერს, მეცხრე მოწვევის პარლამენტი უნდა ავირჩიოთ. საქართველოში პარლამენტი ერთპალატიანია და 150 დეპუტატისგან შედგება. აქედან 77–ს პროპორციული სისტემით ვირჩევთ, 73–ს კი მაჟორიტარულით. 73–დან სამი მაჟორიტარი პარლამენტში სამცხე–ჯავახეთიდან შევა. ამ სამ მაჟორიტარს კი რეგიონში დარეგისტრირებული 146.160 ამომრჩეველი აირჩევს.

ყველაზე მეტი 51. 843 ამომრჩეველი N46 ნინოწმინდა–ახალქალაქის გაერთიანებულ ოლქშია; ყველაზე ნაკლები – 34.308მ, N45 ბორჯომი-ასპინძაში; N44 ახალციხე-ადიგენის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში კი 50.293 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

არჩევნების დღეს რეგიონში 212 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან შშმ პირებისთვის ადაპტირებულია 56 უბანი.

სამცხე–ჯავახეთის სამ მაჟორიტარულ ოლქში 27 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, აქედან – ახალციხე–ადიგენში ცხრა, ასპინძა–ბორჯომში ათი და ახალქალაქი–ნინოწმინდაში რვა.

N44 ახალციხე–ადიგენის ოლქი:

N3 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" – ბესიკ ხითარიშვილი;
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ვაჟა ჩიტაშვილი;
N7 „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ – გოდერძი კუბლაშვილი;
N8 საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" –ნიკოლოზ ინასარიძე;
N19 საარჩევნო ბლოკი „თოფაძე ‐ მრეწველები, ჩვენი სამშობლო” – ტარიელ ხაჩიძე;
N23 საარჩევნო ბლოკი „ჩვენები სახალხო პარტია“ – ზურაბ პაქსაძე;
N27 ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები – შალვა გოგოლაძე;
N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გიორგი კოპაძე;
N42 დამოუკიდებელი კანდიდატი - ნუგზარ პარუნაშვილი


N45 ბორჯომი–ასპინძის ოლქი

N1 „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – კახა ბერიძე;
N3 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" – ამირან ტყეშელაშვილი;
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ტარიელ ლონდარიძე;
N7 „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ – მარინე გელაშვილი;
N8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – ზურაბ ხაჩიძე;
N10 შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – გიორგი გიუაშვილი;
N23 საარჩევნო ბლოკი „ჩვენები სახალხო პარტია“ – ავთანდილ გონგლაძე;
N25 კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი – გივი მჭედლიშვილი;
N26 ეროვნული ფორუმი – აკაკი ლეკიშვილი;
N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გედევან ფოფხაძე;

N46 ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქი

N1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – შაქრო აივაზიანი;
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – არსენ კარაპეტიანი;
N6 უსუფაშვილი – რესპუბლიკელები – აშოტ საარიანი;
N8 საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – მერუჟან კარახანიანი;
N26 ეროვნული ფორუმი – არმენაკ ფოლორჩიანი;
N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – ენზელ მკოიანი;
N42 საინიციატივო ჯგუფი - მამიკონ მინასიან, არტურ მკოიან, გეორგი მხჩიან, კარლოს რაისიან, ვარდან ჩოკანდარიან – არტაშეს პალანჯიან
N43 საინიციატივო ჯგუფი - არტაკ ხნკოიან, არარატ ანანიკიან, აშოტ ჰოვჰანნესიან, იური ვანაძე, ნოდარ გორგაძე – რობერტ ჯაღაცპანიან.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები
სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები [ცესკო, 15 სექტემბრის მონაცემები]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [5 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [3 სექტემბრის მდგომარეობით]
ნინოწმინდა–ახალქალაქის ოლქში ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს
ცესკოს მონაცემები 09:00 საათისთვის ახალციხე–ადიგენის ოლქში