FM97.5 / LIVE

ვალეში, ის კორპუსი ინგრევა, რომელიც ხუთი თვე წყლით იტბორებოდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 05.10.2016
ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩაზე ხუთ ნომერში მდებარე კორპუსი წყლით აღარ იტბორება, თუმცა ახლა ადგილობრივებს შენობის დანგრევის ეშინიათ;

ვალეში, ის კორპუსი ინგრევა, რომელიც ხუთი თვე წყლით იტბორებოდა

მესამე დღეა, რაც ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩაზე კორპუსის ნაწილი და მისი მიმდებარე ტერიტორია წყლით აღარ ივსება. როგორც ადგილობრივები და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ამბობენ, პრობლემა ერთ–ერთი ადგილობრივის შიდა ქსელი იყო.

„წვეთი წყალი აღარ გამოდის. ისევ ჩვენი ხარჯით მოგვიხდა შეკეთება, თითო ოჯახს 300–300 ლარი დაგვიჯდა. ეგ კი გაკეთდა, მაგრამ ახლა კორპუსი გვენგრევა თავზე. თუ რამე არ უშველეს, შეიძლება ჩამოიშალოს, ძირი აღარ აქვს შენობას“, – ამბობს ადგილობრივი ილონა ბათმანაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ელიოზ ბარბლიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ აღნიშნული კორპუსი ავარიულია და შეკეთება სჭირდება: „ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ უკვე მისული და ვითარებას სწავლობენ“.

რაც შეეხება წყლის ქსელის დაზიანების მიზეზს, მისი თქმით, როგორც ამას ვარაუდობდნენ, ადგილობრივების მიერ ახალი მილების ძველზე დაერთება იყო: „ძალიან ბევრი ვიწვალეთ, ვიდრე დაზიანების ადგილს ვნახავდით. შევაკეთეთ, ამისთვის ფინანსური ხარჯი არ გაგვიწევია“.
შეგახსენებთ, ხუთი თვის განმავლობაში, ვალეში, მაჭარაშვილის ხუთ ნომერში მდებარე კორპუსის ნაწილი და მიმდებარე ტეიროტია წყლით იტბორებოდა.

ვალეში, ის კორპუსი ინგრევა, რომელიც ხუთი თვე წყლით იტბორებოდა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში საცხოვრებელი კორპუსი ისევ წყლით იტბორება
ხუთი თვეა ვალეში კორპუსი წყლით იტბორება
ვალეში წყლით მომარაგება აღდგა
ახალციხის სოფლებში კორპუსების სახურავებს გამოცვლიან
კორპუსი სახურავის, შიდა საკანალიზაციო და წყლის სისტემის გარეშე
გამგებლის წარმომადგენელი ვალეში: „ორ დღეში ვალეში წყალი მოვა“
ივერიელის კორპუსი დანგრევის პირასაა