FM97.5 / LIVE

მერვე მოწვევის პარლამენტის მუშაობა ციფრებში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.10.2016
427 პარლამენტის ბიუროს და 231 პლენარული სხდომა; მიღებული 1505 კანონი; რატიფიცირებული 179 დოკუმენტი; ყველაზე მეტი გაცდენა, აქტიური და პასიური დეპუტატები და პრეზიდენტის ვეტო – მე–8 მოწვევის პარლამენტის 4–წლიანი მუშაობის შედეგი.

მერვე მოწვევის პარლამენტის მუშაობა ციფრებში

დღეს, 4 ოქტომბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შემაჯამებელი შეფასება წარადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, მე-8 მოწვევის პარლამენტში ჩატარდა 231 პლენარული სხდომა. მათ შორის, 62 პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. კვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა 10 სხდომა. (აქედან 2 რიგგარეშე).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იფორმაციით, მე–8 მოწვევის პარლამენტმა, 1505 კანონი მიიღო.
აქედან:
მთავრობის მიერ ინიცირებული 865 კანონი
 პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული 440 კანონი
 საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული 1 კანონი
 პარლამენტის კომიტეტების მიერ ინიცირებული 177 კანონი
 პარლამენტის ფრაქციების მიერ ინიცირებული 13 კანონი
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ ინიცირებული 7 კანონი
 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული 1 კანონი.


როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პარლამენტში განხილული კანონებიდან იყო როგორც პროგრესული კანონები და კანონები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს, ასევე, ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებები; გარდა ამისა, იყო პროგრესული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არ მიიღო პარლამენტმა.

პროგრესული კანონები და საკანონმდებლო ცვლილებები იყო: კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სასჯელის უპირობო შეკრებითობის გაუქმება, არასრულწლოვანთა ქორწინების აკრძალვა და აშ.
პოზიტიური კანონები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს: საჯარო სამსახურის რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექი, შრომის კოდექსი და აშ.
ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებები: შუღლის გაღვივების კრიმინალიზება, ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამორთმევა, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და აშ.
განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანი ხარვეზებით: შინაგან საქმეთა სამინისტოს რეფორმა, პროკურატურის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა და აშ.
პროგრესული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არ მიიღო პარლამენტმა: მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონდებლო ცვლილებები და აშ.


მერვე მოწვევის პარლამენტში პრეზიდენტმა ვეტოს უფლება 17 საკანონმდებლო პაკეტზე გამოიყენა.
 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტმა 20 კანონზე გამოიყენა ვეტოს უფლება (13 საკანონმდებლო პაკეტი)
 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2016 წლის 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში 20 კანონზე (4 საკანონმდებლო პაკეტი).


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, მერვე მოწვევის პარლამენში აქტიურობით გამოირჩეოდნენ:
 ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი - კობა დავითაშვილი 68 კანონპროექტის ინიციატორი
 ყველაზე მეტი მიღებული კანონის ავტორი - გია ჟორჟოლიანი 53 კანონი
 სიტყვით გამოსვლის ყველაზე მაღალი რაოდენობა - ჩიორა თაქთაქიშვილი 478

 პლენარული სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვს კობა ნაყოფიას 172 გაცდენა
 პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვს კობა დავითაშვილს - 39 გაცდენა

 კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვს ლევან ბეჟაშვილს - 226 გაცდენა
 კომიტეტის სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვს ნუგზარ წიკლაურს - 166 გაცდენა

რაც შეეხება ყველაზე პასიურ დეპუტატებს,
 მერვე მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა 72 წევრმა.
 სიტყვით გამოსვლის უფლება საერთოდ არ გამოუყენებია 18 დეპუტატს მათ შორის უმრავლესობიდან გოდერძი ბუკია, ალექსანდრე თამაზაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ალი მამედოვი, ენზელ მკოიანი, რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, , თამაზ ყაჭეიშვილი, რევაზ შავლოხაშვილი, შოთა ხაბარელი, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბულური და უმცირესობიდან ზაზა კედელაშვილი, კობა ნაყოფია, ლევან ქარდავა, ნიკოლოზ ყიფშიძე.

გაცდენები
 საანგარიშო პერიოდში საპატიო მიზეზით პლენარული სხდომის 5913 გაცდენა დაფიქსირდა. აქედან მივლინება - 855, ავადმყოფობა - 417, პოლიტიკური მოსაზრების გამო - 541, ოჯახური მდგომარეობის გამო - 4100
არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის გაცდენის საერთო რაოდენობა - 983
საპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომა გაცდენის საერთო რაოდენობა - 4700
არასაპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომა გაცდენის რაოდენობა - 4436

შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შემაჯამებელი შეფასება დღეს, 4 ოქტომბერს წარადგინა. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

TI: პარლამენტში საკანონმდებლო პროცესი არაერთი ხარვეზით ხასიათდებოდა
ახალციხის საკრებულოს სხდომებზე ყველაზე მეტი გაცდენა დეპუტატ კობა გელაშვილს აქვს
შსს: 2013 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკანონმდებლო ბაზის დახვეწას
პარლამენტში საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება
დღეიდან მუშაობა დაიწყო მე–9 მოწვევის პარლამენტმა
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება
TI: იკვეთება დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ პარლამენტის რეგლამენტის შესაძლო დარღვევის ფაქტი