FM97.5 / LIVE

აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებულების საქმეში საია ჩაერთო

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 05.10.2016
ადიგენში, სოფელ აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებული ცოლ–ქმრის, ცალქალამანიძეების საქმეშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო.

აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებულების საქმეში საია ჩაერთო

სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი ადასტურებს, რომ დარაჯი და დამლაგებელი სკოლიდან გაათავისუფლა, თუმცა თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვის მიზეზზე არ საუბრობს.

„თუ მობრძანდებით ჩემთან, გეტყვით რატომ გავათავისუფლეს, ოღონდ ახლა შვებულებაში ვარ, ვისვენებ“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ობოლაშვილი.

ეკატერინე ცალქალამანიძის თქმით, არც მას და არც მის მეუღლეს გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ ჩაბარებიათ: „ჩემ მეუღლეს უთხრა, ორივე გათავისუფლებული ხართო და ბრძანებები სკოლაში გამოაკრა“.

ცალქალამანიძეების სამსახურიდან გათავისუფლების საქმეში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩაერთო. მათი იურისტის განმარტებით, ცალქალამანიძეების გათავისუფლების მიზეზი უცნობია, რადგან სკოლაში იმ გამოკრული ბრძანების გაცნობის საშუალებაც კი არ მიეცათ, რომლის მიხედვითაც დარაჯსა და დამლაგებელს სამსახურიდან ათავისუფლებენ.

„ეკატერინეს ვუთხარით, რომ გამოითხოვოს პირადი საქმეები და გათავისუფლების ბრძანებები. როგორც ცალქალამანიძეები ამბობენ, ისინი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გამოუშვეს სკოლიდან, მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობით, ეს არარელევანტურია“, – ამბობს საიას იურისტი ქეთი ბებიაშვილი და ამატებს, რომ ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, თუ ხუთ წელზე ნაკლებს მუშაობ, ხელშეკრულების ვადის გასვლა, გათავისუფლების მიზეზი ვერ გახდება.

რა მოტივით დაითხოვეს ცალქალამანიძეები სკოლიდან, საია ამას საქმის შესწავლის შემდეგ გაარკვევს. ამ ეტაპზე, იურისტები, პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებას, რაზეც გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა, გამორიცხავენ.

„დირექტორსა და დამალაგებელს პირადი დაპირისპირება ჰქონდათ, ეკატერინეს პოლიტიკური მოტივი ჩვენთან არ უხსენებია“, – ამბობს ბებიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცალქალამანიძეების სკოლიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირდებდა. პარტიაში აცხადებდნენ, რომ სკოლის უკვე ყოფილი დარაჯი და დამალგებელი მათი ხარდამჭერები არიან და სამსახურიდან იმიტომ გამოუშვეს. თუმცა, ჯერ კიდევ ორი თვით ადრე, „სამხრეთის კარიბჭე“ წერდა, რომ ეკატერინე ცალქალამანიძეს სკოლის დირექტორთან პრობლემები პირადი დამოკიდებულების გამო ჰქონდა;

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 აზერბაიჯანმა მობილიზაცია გამოაცხადა, სომხეთთან საზღვარზე მსხვერპლია - რა საფრთხეს ქმნის ეს?

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ენმ: აბასთუმნის სკოლიდან ჩვენს მხარდამჭერ დამლაგებელსა და დარაჯს ათავისუფლებენ
აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი სამსახურში დააბრუნეს
აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დირექტორს სასამართლო მოუგო
პირადი თუ პოლიტიკური მოტივი - რატომ დატოვა ნინოწმინდის პოლიცია თანამშრომელმა
ახალციხის #1 სკოლიდან გათავისუფლებული  პედაგოგები დირექტორის წინააღმდეგ
აბასთუმნის სკოლის დირექტორმა  პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის გამო, N5 სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს