FM97.5 / LIVE

ბრტყელტერფიანობა - 21-ე საუკუნის დაავადება ახალგაზრდებში

მთავარი 31.01.2013
რა საფრთხეებს იწვევს დაბალძირიანი ფეხსაცმელი; როგორ ფეხსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას ახალგაზრდები; რა დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს ტერფის დეფორმაცია და როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ბრტყელტერფიანობა განგვივითარდა

ბრტყელტერფიანობა - 21-ე საუკუნის დაავადება ახალგაზრდებში
სოფო მელიქიძე დაბალძირიანი ფეხსაცმელით არ დადის, რადგან ფიქრობს, რომ ასეთ ფეხსაცმელს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია: ”რამდენადაც ვიცი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი ბრტყელტერფიანობას იწვევს.
ჩემს ყველა ფეხსაცმელს პატარ ქუსლი აქვს, რათა ეს პრობლემა ავიცილო თავიდან”.

მის მსგავსად ფიქრობს 14 წლის თამარ ყურმაშვილიც. თუმცა, მიუხედავად ამისა, უმეტესად დაბალძირიანი ფეხსაცმელით დადის: ”ვიცი რა პრობლემებსაც იწვევს, თუმცა მაინც კეტებს ვანიჭებ უპირატესობას”.

არიან ისეთებიც, ვინც ნაკლებად ფიქრობს რა ზიანის მოტანა შეუძლია დაბალძირიან ფეხსაცმელს.

”უმეტესად კეტები მაცვია, პრაქტიკულია. ჩემი აზრით, ზიანი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მოაქვს და არა დაბალძირიანს”, - ამბობს 16 წლის სალომე კუჭაძე.

სალომეს ეთანხმება თაკო მღებრიშვილიც: ”ჩემი აზრით, დაბალძირიანებს არ მოაქვთ ზიანი, თუმცა ზამთარში მაღალძირიანი ჯობია, ფეხი რომ არ გაგვიცივდეს”.

”უნიმედი სამცხე” ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში ტრამვატოლოგი არ ჰყავთ, ამიტომ როგორ ფეხსაცმელს უნდა მივანოჭოთ უპირატესობა და რა ზიანის მოტანა შეუძლია დაბალძირიან ფეხსაცმელს, ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეში მოვიძიეთ.

ექიმები ამბობენ, რომ მთავარი საფრთხე, რაც შეიძლება დაბალძირიანი ფეხსაცმლის მუდმივმა გამოყენებამ გამოიწვიოს, ბრტყელტერფიანობის განვითარებაა. მედიკოსების განმარტებით, ბრტყელტერფიანობა ეს არის ტერფის დეფორმაცია, რომლის დროსაც არ არის გამოკვეთილი ტერფის თაღი.

ბრტყელტერფიანობის დროს მყესები მოდუნებულია, სხეულის სიმძიმით გამოწვეული დატვირთვა არათანაბრად ნაწილდება ტერფზე და ხანგრძლივი სიარულის დროს იწვევს ბავშვის ადვილად დაღლასა და წვივის ტკივილს. ბრტყელტერფიანობა აღენიშნება მოზარდთა 15% -ს.

”ბრტყელი ტერფის პროფილაქტიკა და მკურნალობა აუცილებლად ბავშვთა ასაკიდან უნდა დაიწყოს, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს შესაფერისი ფეხსაცმლის ტარებას, რომელიც უმჯობესია, იყოს ტყავის, შედარებით განიერი ქუსლით. აუცილებელია ფეხსაცმლის ძირზე, იქ, სადაც განლაგდება ტერფის თაღი, დამაგრდეს სპეციალური ტყავის შემაღლება-სუპინატორი, რომელიც ხელოვნურად ხელს უწყობს ტერფის თაღის ამაღლებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ტერფების მასაჟს, რომლის დროსაც დიდი მონდომებით უნდა ხდებოდეს ტერფის თაღის დამუშავება”, - ამბობს ექიმი-ორთოპედი მანანა ღუდუშაური.

მედიკოსებისვე განმარტებით, ბრტყელტერფიანობა სახუმარო დაავადება არ არის და გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. მაგალითად, ფეხის გულის ფასციიტი (ფასციის ანთება). ფეხის გულის ფასცია მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნია, რომელიც ფართო ზოლის სახით არის გადაჭიმული ფეხის გულის ზედაპირზე ქუსლის ძვლიდან ტერფის წინა ნაწილამდე. ძლიერმა ბრტყელტერფიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ფასციის ძლიერი გაჭიმვა და მისი ანთება. შედეგად განვითარდება ტკივილი ქუსლში და ტერფის თაღში.

გარდა ამისა, ბრტყელტერფიანობა სქოლიოზის (ხერხემლის გამრუდების) ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზიცაა. ექიმების განმარტებით, ხერხემლის გამრუდება, ანუ სქოლიოზი მსოფლიოში 80%-ზე მეტ ადამიანს აწუხებს. ამ დაავადებაში, დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში, საშიში არაფერია, მაგრამ თუ დროზე არ მიმართავთ სპეციალისტს, სქოლიოზი შესაძლოა არა მარტო ადამიანის დამახინჯების, არამედ უამრავი სხვა დაავადების გამომწვევ მიზეზადაც იქცეს.

ტერფის მყესების გასამაგრებლად ექიმები ტერფის სისტემატურ ვარჯიშს გვირჩევენ. მაგალითდ: სიარული ფეხის წვერებზე, ფეხის ტერფის შუა მიდამოს მრგვალ ჯოხზე მრავალჯერ გადატარება; წვივის შიგნითა ჯგუფის კუნთების მასაჟი; კარგ შედეგს იძლევა ტყავის, მაღალყელიანი და 1-1,5 სმ სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელშიც ჩაფენილი იქნება ტერფის თაღის ამწევი, ე.წ. სუპინატორი; მათივე თქმით, ბრტყელტერფიანობის გამოსწორებას ხელს უწყობს ცურვაც.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ექიმი გვირჩევს: სქოლიოზი [Video]
ახალციხეში 1–2 ივლისს ორთოპედიული  კონსულტაციები  ჩატარდება
უმცროსკლასელი მოსწავლეები მძიმე სასკოლო ჩანთებს უჩივიან

ახალციხეში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა
ექიმი გვირჩევს: ოსტეოართროზი [Video]
ექიმი გვირჩევს: გულის იშემიური დაავადება [Video]